ფული
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ქალები რომ არა, დედამიწაზე ფულს ფასი არ ექნებოდა.“ | |
| — არისტოტელე |
„ბევრი ფულის გამომუშავება ─ მამაცობაა, მისი შენახვა ─ სიბრძნე, ხოლო ჭკვიანურად მისი ხარჯვა ─ ხელოვნება.“ | |
| — ბერთოლდ აუერბახი |
ბ
[რედაქტირება]„რა აზრი აქვს ფულის შოვნას, თუ ყოველღამე ერთსა და იმავე ქალს ხერხავ?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ფული, რომლის დახარჯვასაც ვერ მოვასწრებ, ხომ ისედაც დაკარგულია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ფულის გულისთვის მუშაობას შიმშილი სჯობს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ფულმა ადამიანებს იმედი გაუცრუა, მაგრამ სხვანაირი ცხოვრებაც რომ არ იციან? რა ქნან?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ფული კი არ აფუჭებს ადამიანს, უბრალოდ, გვაჩვენებს, თუ რას წარმოადგენს ის.“ | |
| — პიერ ბუასტი |
„ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფული გააკეთებს ყველაფერს, რაც მათ სურთ, გააკეთებენ ყველაფერს ამ ფულის მისაღებად.“ | |
| — პიერ ბუასტი |
„მან, ვინც მხოლოდ ფულის გამო მუშაობს, არ იცის არც ფულის ფასეულობა, არც საკუთარი ფასეულობა.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
გ
[რედაქტირება]„საჯდომსა და დივანს შორის დოლარი ვერასდროს გაიფრენს.“ | |
| — ბილ გეითსი |
დ
[რედაქტირება]„ნურასდროს დააფასებ ფულს ნურც მეტად და ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგანაც იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) |
„ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია ─ უდიდესი ცდუნებაა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ფულს იშოვი, შენ მაინც დღეში სამჯერ უნდა ჭამო და ღამე დასაძინებლად ლოგინში დაწვე.“ | |
| — არსენ ვენგერი |
„ძვირადღირებულ ნივთებში ფულის ხარჯვა მხოლოდ მდაბიოს ჩვეულებაა, რადგან ვერ ხვდება, რომ ძვირადღირებული არასდროს გახდება ფასეული.“ | |
| — ჯანი ვერსაჩე |
„ფულს სუნი არა აქვს.“ | |
| — ვესპასიანე |
„როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთი ღმერთს ვაღიარებთ.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ყველაფერი ფულს რომ დაექვემდებაროს, ყველაფერი ფულად დარჩება ─ არ გადაიქცევა არც შედევრად, არც აღმოჩენად.“ | |
| — სერგეი კაპიცა |
„ყველა უბედურება ფულის და უფულობის გამო ხდება.“ | |
| — აგათა კრისტი |
„ადამიანს ფულის შოვნა სურს ბედნიერი ცხოვრებისთვის, თუმცა საბოლოოდ მთელი ძალისხმევა და ცხოვრებისეული სიტკბო მის მოპოვებას ხმარდება.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„ფული განასახიერებს კეთილდღეობას, ის გაცვლის სიმბოლოა, თავისუფლების, სიმდიდრის, ფუფუნების სიმბოლო. მე არ ვიცნობ არავის, რომელიც იტყოდა, რომ ძალიან ბევრი აქვს; ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის, უფრო მეტი ჰქონდეს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„ადრე თუ გვიან მიხვდებით, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ ფული ─ ყველაფერია, რაც გჭირდებათ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
„ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს.“ | |
| — უილიამ სომერსეტ მოემი |
„ყველაზე ძვირი ის ქალები ჯდებიან, რომლებიც ფულზე არ იყიდებიან.“ | |
| — ფრანსუა მორიაკი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ფული ათავისუფლებს ადამიანს შრომისგან.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)
„ფული გახდა ღირსებისა და პატივისცემის მთავარი საზომი. ამ თვალსაზრისით მათხოვრები სხვებს ჩამორჩებიან და სწორედ ამიტომ ითვლებიან გარიყულებად და უღირსებად.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)
პ
[რედაქტირება]„ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ფულით, რომელიც არ გვაქვს, რათა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე, რომლებიც არ მოგვწონს.“ | |
| — ჩაკ პალანიკი |
ციტატის წყარო: “მებრძოლთა კლუბი” (1996 წ.)
„ადამიანი, რომლის ყიდვაც შეიძლება, როგორც წესი, არაფერი ღირს.“ | |
| — ტერი პრატჩეტი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ფული ოქროთი გამოკვეთილი თავისუფლებაა.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„[...] ისინი ფულის შოვნით იმდენად არიან დაკავებულნი, რომ ცხოვრება განზე რჩებათ.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება ─ იაფია.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ის, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს, ვერასდროს ვერ გამოიმუშავებს ფულს.“ | |
| — დევიდ როკფელერი |
„ფული, რომელსაც ფლობ, გაძლევს ძალას, რომ გახდე თავისუფალი, ხოლო ფული, რომელსაც კუდში სდევ, მონობის იარაღია.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]„ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ფულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თავადვე შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება ფულის გულისთვის.“ | |
| — ბარუხ სპინოზა |
ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]„ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია... როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„ადამიანს დიდხანს შეუძლია იმ ფულით ცხოვრება, რომლის მიღებასაც ელის.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
„ასესხე ფული მტერს და შეიძენ მეგობარს; ასესხე ფული მეგობარს და მას დაკარგავ.“ | |
| — ბენჯამინ ფრანკლინი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ჩემთვის ფული მხოლოდ ერთ რამეს ─ თავისუფლებას ნიშნავს.“ | |
| — კოკო შანელი |
ჩ
[რედაქტირება]„ფულის დაზოგვა კარგი რამ არის ─ განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას შენს მაგივრად შენი მშობლები აკეთებენ.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ბაბუაწვერაზე მძიმე | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ფული ─ ეს არის თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა.“ | |
| — ფრიდრიხ ჰაიეკი |
„დაიმახსოვრეთ: ბედნიერება ფულში არ არის. და სანამ სხვაგვარად ფიქრობთ, ის ვერსაიდან ვერ გაჩნდება [...] თქვენ მხოლოდ აიყვანთ მოსამსახურეს, რომელზეც გადმოანთხევთ ყველაფერს.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„დაკავდით იმით, რაც გიყვართ, და ფული მოვა თქვენთან. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, და ფული მოვა თქვენთან.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„ადამიანი ცუდ საზოგადოებაში ორი მიზეზით შეიძლება მოხვდეს: როცა ბევრი ფული აქვს ან საერთოდ არ აქვს.“ | |
| — ო. ჰენრი |
„ფულში არ არის საქმე ─ საქმე იმაშია, თუ როგორი ცხოვრება მინდა, რომ მქონდეს.“ | |
| — [[ ]] |
„ფული არის იდეა, რომელიც განხორციელდა.“ |
„სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე დუმს.“ | |
| — ქართული ანდაზები |
„ფული ცვლის იმ ადამიანს, ვინც სულიერად ღარიბია.“ | |
| — [[]] |
„სიმართლე გითხრათ, ფული სულაც არ მადარდებს, პირიქით ─ მამშვიდებს...“ | |
| — [[]] |
არ აქვთ ფული ვინც იცის როგორ დახარჯოს