შინაარსზე გადასვლა

ქალი

ვიკიციტატიდან
  •  

„ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან აუცილებლად მოაზროვნე ქალი დგას.“

  არტურ ბლოხი

  ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ბუნებამ უთხრა ქალს: იყავი მშვენიერი, თუ შეგიძლია; იყავი ბრძენი ─ თუ გსურს; მაგრამ კეთილგონიერი კი უსათუოდ უნდა იყოო.“

  პიერ ბომარშე
  •  

„ქალთა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნია, გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი იმ მამაკაცებზეა დამოკიდებული, ვინც უყვართ.“

  ჟან დე ლა ბრუიერი
  •  

„და მაინც ქალი, კარგი ქალი ძალიან მაშინებს, რადგანაც ის სულს ითხოვს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„რაც უნდა მისცე ქალს, მეტს დაგიბრუნებს: მისცემ სპერმას ─ მოგცემს ბავშვს; მისცემ სახლს ─ მოგიწყობს ოჯახურ კერას; მისცემ პროდუქტს ─ მოგიმზადებს საჭმელს; გაუღიმებ ─ მოგცემს გულს...“

  უილიამ გოლდინგი
  •  

„ქალი ყოველი არსის გვირგვინია.“

  გოეთე


  •  

„ქალის მთელი სულით შეყვარება არ ღირს, არშეყვარება კი ─ არ გამოდის.“

  სალვადორ დალი
  •  

„ქალი წმინდაა; ქალი, რომელიც გიყვარს ─ ორმაგად წმინდა.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ქალებისთვის ჭკუაზე მნიშვნელოვანი სილამაზეა, რადგან კაცებისთვის ყურება ბევრად ადვილია, ვიდრე ფიქრი.“

  მარლენ დიტრიხი
  •  

„ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა ─ სხვა არაფრად.“

  ფიოდორ დოსტოევსკი


  •  

„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა… მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია ქვეყნად სარკე მოიგონეს…“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!“

  ოტია იოსელიანი


  •  

„ქალად ყოფნა იმიტომაა ძნელი, რომ მათ საქმე კაცებთან აქვთ.“

  ჯოზეფ კონრადი
  •  

„თითქმის ყველა ქალს შესწევს უნარი, უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.“

  ალექსანდრე კუპრინი


  •  

„ყოველი მამაკაცის მამოძრავებელი ძალა ─ ქალია. ქალის გარეშე ნაპოლეონიც ერთი ჩვეულებრივი იდიოტი იქნებოდა.“

  ჯონ ლენონი


  •  

„მამაკაცები დარწმუნებულნი არიან ქალების სისუსტეში, მაგრამ მათი ტყვეები არიან.“

  მადონა


  •  

„ქალი მამაკაცის ანარეკლია ─ თუკი უგონოდ გიყვარს, ის უნიკალური გახდება.“

  ბრედ პიტი


  •  

„დასრულებული ქალები მამაკაცებს მალე ბეზრდებათ, სრულყოფილნიც ასევე; ფრაგმენტები კი ─ არასოდეს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ვინ შეიძლება იყოს ქალზე მშვენიერი? ─ მხოლოდ სხვა ქალი.“

  კრაინოვ-რიტოვი


  •  

„როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე.“

  მადამ დე სტალი
  •  

„ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.“

  სტენდალი


  •  

„ქალი ისეთი რამ არის, რომელიც როგორც არ უნდა შეისწავლო, მაინც სულ ახალი და ახალი იქნება.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„არ გიყვარდეს ქალი ─ დანაშაულია; გიყვარდეს ─ სასჯელი.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი, სანამ არ ეყვარება ის.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„არცერთ მამაკაცს არ შეუძლია, ქალის გონებას ჩაწვდეს და სწორედ ამიტომ მიიჩნევს მას უგუნურად.“

  მეი უესტი
  •  

„მამაკაცისთვის ყველა ქალი გამოცანაა, რომლის გამოცნობასაც მეორე ქალით ცდილობს.“

  მეი უესტი


  •  

„დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.“

  ვაჟა-ფშაველა


  •  

„ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი.“

  კოკო შანელი
  •  

„ქალი მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთია, დანარჩენები მისი ჩრდილები არიან.“

  კოკო შანელი
  •  

„ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს.“

  კოკო შანელი
  •  

„რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის.“

  კოკო შანელი


  •  

- ქალში რას აქცევ ყურადღებას: შინაგან მხარეს თუ გარეგნულს?
მან ღვინის ჭიქა აიღო ხელში და თქვა:
- მართალია, ეს ჭიქა გარეგნულად ლამაზია, მაგრამ მე მაინც ღვინოს ვაფასებ...

  შტეფან ცვაიგი
  •  

„ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე ─ თან უკეთესს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„კაცს ქალი რყვნის.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)


  •  

„ქალის გული არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, რაც შეიძლება კაცმა მიიღოს ამ ცხოვრებისგან.“

  ჯოსია გ. ჰოლენდი
  •  

„ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ქალს კარგავ ისევე, როგორც კარგავ საკუთარ ბატალიონს: გათვლებში შეცდომების, ბრძანებების, რომელიც არ შესრულდა და აუტანლად რთული პირობების გამო. ასევე პირუტყვობის გამოც.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო.“

  ერნესტ ჰემინგუეი


  •  

„ქალი, რომელსაც უყვარს, ─ იღიმება; ქალი, რომელიც იბრძვის, ─ ყვირის; ქალი, რომელიც დანებდა, ─ დუმს.“

  — [[ ]]
  •  

„ეს კაცისთვისაა ქალი - ამოცანა.. თორემ ერთი ქალი მეორეს, ეგრევე შიფრავს.“

  — [[]]
  •  

„ქალი ყვავილია, მამაკაცი ─ მებაღე! ყველაზე მზრუნველ მებაღეს ყველაზე ლამაზი ყვავილი აქვს.“

  — [[]]
  •  

„ქალები ფუტკრებს ჰგვანან ─ სულ ბზუიან, სულ წუწუნებენ, მაგრამ მათზე მეტ საქმეს ვერავინ აკეთებს.“

  — [[]]
  •  

„ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს რა სურთ ქალებს, მაგრამ ამასობაში ქალმა გადაიფიქრა...“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ქალი&oldid=41928“-დან