შინაარსზე გადასვლა

ქალი გამოვიდა საღალატოდ

ვიკიციტატიდან

„ქალი გამოვიდა საღალატოდ“ ─ ქართული პროზის ერთ-ერთი თვალსაჩინო საგანძური. გამოიცა 1986 წელს. ოტია იოსელიანის ორიგინალური კალამი, როგორც ყოველთვის, არ ტოვებს მკითხველს გულგრილს. ამ (ტრაგიკული ჟანრის) რომანს გამორჩეული ადგილი უჭირავს ოტია იოსელიანის შემოქმედებაში. მწერალი ღრმად გვახედებს ქალის სულიერ სამყაროში. ამ წიგნში ახსნილია . ;არგად აღწერს ავტორი შურისძიებისა და ღალატის არსს და შედეგს. მეგობრობის არსი და მეგობრობის მსვრეპლშეწირვა . გვერდების რაოდენობა: 152

ანოტაცია

[რედაქტირება]

რომანის მთავარი გმირის ─ ნუცას წინაშე ცხოვრება მთელი ულმობელობით აყენებს სიყვარულის, ოჯახის, მეგობრობისა და საზოგადოების, მორალური პასუხისმგებლობის მწვავე პრობლემებს. მან მოთმინებით და ერთგულებით მოინდომა ოჯახის შექმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც სიყვარულით და სიმართლით არ იქმნება, იმას მტკიცე საფუძველი არ გააჩნია და განწირულია დასაღუპად.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი. შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.“

  •  

„ადამიანი სანამ ცოცხალია, ან უყვარს, ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს.“

  •  

„ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა, ვინმემ გვინდომოს, გვგონია, ვიჯერებთ, რომ გვინდომა, მაგრამ ეს ხშირად ჩვენივე წადილია, სიცარიელეს რომ შეასკდა და უკან დაგვიბრუნდა.“

  •  

„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ, საუბედუროდ, ათი ათასებში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ ─ სხვის ნახევარს. ორივეს ღარღილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილია ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ გუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დატოლებია.“

  •  

„ტოლფერობის გარეშე, ცოლქმრობა კი არა, ნაცნობობაც არ ვარგა.~.“

  •  

„სიყვარული მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვია, ვნება კი - შიშველი, თავაწყვეტილი და უძღები.“

  •  

„ვისაც სახლში არ სცივა, ქუჩაში სითბოს ძებნას არ დაიწყებს.“

  •  

„ერთგულება არაა ყოველგვარ ჭეშმარიტ ურთიერთობათა სათავე?“

  •  

„მარტო თავის სტომაქში ცქერა ცხოველურია, კაცი, ბოლოს და ბოლოს, საქმით ფასდება“

  •  

„თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი…“

  •  

„… და როცა ადამიანში ადამიანი იღუპება’ რჩება’ რასაც ცნობიერება არ სჭირდება და ყველაფერი თავისთავად ხდება…“

  •  

„უვიცი იმ ბავშვივითაა, ცეცხლით მოხიბლული რომ მისკენ ილტვის.“

  •  

„დღეს ჩვენ გვღუპავს ის, რომ არ გვცალია და, ან არ ვფიქრობთ, ან იმდენად ზერელედ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების წვდომის უნარი დავკარგეთ.“

  •  

„ყოველ საქმეს, საძრახი იქნება ის თუ სასიქადულო, ცოდნა სჭირდება.“

  •  

„ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა?!“

  •  

„მონის "ფილოსოფიაა" - რა ვქნა, სვე-ბედმა ასე დამსაჯაო... და ბატონისაგან მიგდებულ გახრულ ძვლებს ლოკავს.“


  •  

„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება.“

  •  

„თუ ქმარს შურისგებით ორგულობ, იგი მრუში ცოლის ქმარია, მაგრამ შენ-მრუში. იგი ცოლს ჰკარგავს, მაგრამ შენ-ყველაფერს“

  •  

„იმითი თავს ვერ მოიწონებ, რაც შენ არ შეგიქმნია.“

  •  

„მგლის თავზე სახარება მგელმა არ უნდა წაიკითხოს.“

  •  

„გასროლილ ისარსა და ტყვიას უფრო დაიბრუნებ, ვიდრე დაკარგულ უმანკოებას.“

  •  

„ჩვენ წარსულზეც ისე ვართ ჯაჭვით ჩაბმული, როგორც მომავალზე და საკუთარი ნება-სურვილის კარნახით ცხოვრების უფლება არა გვაქვს.“

  •  

„ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა.“

  •  

„არსებობა ხელჩართული ბრძოლაა და ვერავინ თავისი მოგებული ომის სარდლად ვერ დაგსვამს.“

  •  

„ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს უნდა ომი თუ არა.“


  •  

„ბრმა სიკეთეს და კეთილშობილებას ზოგჯერ ბოროტებაზე არანაკლები უბედურება მოაქვს.“

  •  

„უჯარო სარდლის სამხედრო ნიჭზე არავინ ლაპარაკობს.“

  •  

„ამხედრებული ბევრი გვინახავს და გამარჯვებული ─ ცოტა.“

  •  

„კეთილი და გულმოწყალე მპყრობელია უბოროტესი მტერი პყრობილისა. იგი მოწყალისა და მიმტევებლის ნიღაბს ამოფარებული ადუნებს, აჩლუნგებს დამონებულს, ნელ-ნელა აჩვევს ბორკილებს და სისხლს უწყალებს. რამდენადაც ავი და დაუნდობელია ბატონი, იმდენად ფხიზელი და მეამბოხეა მონა.“

  •  

„ერთხელ (გ)ეძლევა ადამიანს ცხოვრება (სიცოცხლე) და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირი ცხოვრება ცხოვრება არაა.“

  •  

„ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგა დარაჯად და ქურდს - პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ( ან თუნდაც ის, ვინც გაგქურდა, გგონია მპარავი არ ხარ?) ეს გამართლება გგონია?“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]