ქართველობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]ბ
[რედაქტირება]გ
[რედაქტირება]დ
[რედაქტირება]ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]საქართველოში იბადებოდნენ | |
| — ლადო ასათიანი |
ციტატის წყარო: “საქართველოში”
საქართველოო ლამაზო, | |
| — ანა კალანდაძე |
ციტატის წყარო: “საქართველოო ლამაზო”
იხარე, მუხავ, ფესვებმაგარო, | |
| — იოსებ ნონეშვილი |
„ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით.“ | |
| — ჭაბუა ამურეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
„ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით ცხოვრებისადმი ოდნავ ზერელე, ოდნავ აგდებული, უფრო სწორად, არტისტული დამოკიდებულებით. გვირჩევნია, თავი მოვიტყუოთ, ვიდრე ვაღიაროთ, რაიმე გვტკივაო. გვრცხვენია, როცა ვიღაცის თვალში დაჩაგრულად გამოვიყურებით, გვაღიზიანებს სისუსტის, სიღარიბის ანდა სხვა ნებისმიერი ნაკლის გამომჟღავნება.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)
„საუბედუროდ, ჩვენ, ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით; მაგრამ რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როცა აღორძინებაზეა საქმე მიმდგარი ─ ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით!“ | |
| — მერაბ კოსტავა |
„ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
„ის, ვინც „გაინგლისელდება“, „გაგერმანელდება“, „გაფრანგდება“, „გარუსდება“, „გაამერიკელდება“ ─ ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს!“ | |
| — ზვიად გამსახურდია |
„სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, როცა ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობას სწორედ კულტურა განსაზღვრავდა.“ | |
| — აკა მორჩილაძე |
ციტატის წყარო: სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე (2018 წ.)
„ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა [...] რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი და ამის ფუფუნება არ არის; ომში და უბედურებაში ლექსი იწერებოდა უცბად ─ მუხლზე დადებულ ქაღალდზე და ეს ინახებოდა.“ | |
| — აკა მორჩილაძე |
ციტატის წყარო: სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე (2018 წ.)
„საქართველოში გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევა არის მათი პოეზია. ჩვენ შემოგვრჩნენ ისინი თავიანთი პოეზიით და მათი პირველი სახელი არის პოეტის და არა ─ პოლიტიკოსის.“ | |
| — აკა მორჩილაძე |
ციტატის წყარო: სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე (2018 წ.)
„საქართველო ხომ მსოფლიოში ცნობილი ფოლკლორის სამშობლოა. მღერა ყველა ქართველს შეუძლია.“ | |
| — მერი დავითაშვილი |
„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.“ | |
| — პიეტრო დელა ვალე |
„წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება ─ ესაა ჭეშმარიტი ქართველობა.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი...“ | |
| — აკა მორჩილაძე |
„ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი.“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
„ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია ─ საქართველო!“ | |
| — მერაბ კოსტავა |
„გავა დრო და ხელების ცეცებით დავუწყებთ ქართველები ერთმანეთს ძებნას.“ | |
| — მერაბ კოსტავა |
„უცხო კაცს შეიძლება ზედმეტად მხიარულებიც მოვეჩვენოთ. არადა, სწორედ ქართველს აქვს ნათქვამი ქართველზე ─ ტრაგედიის შვილიაო.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)
უცხოელი ავტორები
[რედაქტირება]„ქართველებს ერიდეთ მაშინაც, როდესაც მღერიან! ცეკვა კი... მაგათი ცეკვა ─ უკვე ომია!“ | |
| — ილღაზი |
„ორი მტერი ვერ დავაჩოქე: სიკვდილი და ქართველი ერი!“ | |
| — აბას I |
„ქართველები ისე რომ ებრძოდნენ მტერს, როგორც ერთმანეთს ებრძვიან ─ უკვე დიდი ხანი მოიპოვებდნენ დამოუკიდებლობას...“ | |
| — პიეტრო დელა ვალე |