შინაარსზე გადასვლა

ქმარი

ვიკიციტატიდან
  •  

„ქმარი ქალის პირველი შვილია და მის ქმრად და მამად აღზრდაშიც უნდა შეიტანოს წვლილი.“

  შალვა ამონაშვილი
  •  

„ვერ დატკბება ქმარი, თუ ცოლს არ უყვარს სიტკბოება.“

  არისტოფანე
  •  

„კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგება ბოლო.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ყველა ქალმა, ვინც კი იძულებული არის ქმრის ხასიათს ანგარიში გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეს ნება-სურვილისამებრ მოიქცეს, კარგად იცის ის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მისვლა ძვირფასი ნდობის დაუკარგავად, და ამიტომ არასოდეს არ აუხირდება ხოლმე ქმარს წვრილმანების გამო.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)


  •  

„თუ არ შეგიძლიათ თქვენი ქმრის ცხოვრების წესის მიღება, დაივიწყეთ ეს საქმე ─ ასეთ მამაკაცზე ნურც გათხოვდებით.“

  აგათა კრისტი
  •  

„არქეოლოგ ქმარზე უკეთესს ვერავის ინატრებს ქალი: რაც უფრო დაბერდება, მით უფრო დაინტერესდება მეუღლე მისით.“

  აგათა კრისტი
  •  

„ცოლი არ უნდა ართმევდეს ქმარს ინიციატივას ან ლახავდეს მის ავტორიტეტს, რადგანაც ეს აკნინებს მამის ხატს ბავშვის თვალში.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„ჯანმრთელობა, სიმშვიდის გრძნობა, სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა, საიმედოობა, ბედნიერება და ნებისმიერი რამ ქალს შეიძლება ჰქონდეს ქმრის გარეშეც.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„მამაკაცი, რომელსაც არასდროს ახსოვს ქალის დაბადების დღე, ხოლო ზუსტად იცის მისი ასაკი ─ ეს მისი ქმარია.“

  მერილინ მონრო


  •  

„კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.“

  პითაგორა
  •  

„ქმარი ის ადამიანია, რომელიც ეხმარება ცოლს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც საერთოდ არ ექნებოდა ქალს, რომ არ გათხოვილიყო.“

  ელენ როულენდი


  •  

„თუ ქალს ქმარში გაუმართლა, ე.ი. ყველაფერში გაუმართლა.“

  თათული ღვინიანიძე

  ციტატის წყარო: “აღიარება ხელისგულზე” (2017 წ.)

  •  

„ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთ პენუარს, ვიდრე ქმარს.“

  კოკო შანელი
  •  

„იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„პირობას ვიძლევი იმისა, რომ ჩინებული ქმარი ვიყო, მაგრამ თუ ისეთი ცოლი მეყოლება, რომელიც ჩემს ცაზე მთვარის მსგავსად ყოველდღე არ გამოჩნდება.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„ქალისთვის ბევრი ქმრის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ერთის.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„ქალი ქმრითაა ამაყი!“

  ოთარ ჭილაძე


  •  

ქალს ეკლიანი
ტოტი გამოედო
და ქმარი გაახსენდა.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„უჭკუო ქალი ქმარს მონად აქცევს და თავად მონის ცოლი იქნება; ჭკვიანი ქალი ქმარს მეფედ აქცევს და თავად დედოფალი გახდება.“

  — [[]]
  •  

„ყველაზე ბედნიერია არა ის ქალი, ვისაც კარგი ქმარი შეხვდა, არამედ ის, ვისაც სჯერა, რომ კარგი ქმარი ჰყავს.“

  — [[]]

ქალს შეუძლია ყველაფერი ისწავლოს - ფულის გამომუშავება, მანქანის ტარება, ბავშვის დამოუკიდებლად მოვლა, ხის დარგვა, სახლის გარემონტება, რაიმეს შეკეთება. ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო - ცუდი ქმარი.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ქმარი&oldid=54788“-დან