ქმედება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„საკუთარი შესაძლებლობები მხოლოდ მოქმედებაში ვლინდება.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ბავშვს კარგი ქცევითაც შეუძლია უპირატესობისკენ სწრაფვის დაკმაყოფილება; ამიტომ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული, რომ ასეთი ქცევა სხვა სიტუაციაშიც შენარჩუნდება.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„უმოქმედობას მოსდევს მოდუნება, მოდუნებას ─ მიხრწნილობა.“ | |
| — აპულეიუსი |
ბ
[რედაქტირება]„აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„ადვილია დაჯდე და დააკვირდე ─ აი, ადგომა და მოქმედება კი ძნელია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„სულ რაღაც სისულელეების კეთებას ვაძალებთ თავს, თან ამას კეთილი განზრახვით ვხსნით.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩემი თავისუფლება უაზროა. მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი და ამიტომ არ ვაკეთებ არაფერს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ვინც მკვეთრად გამოთქვამს სხვათა მოქმედების უარყოფას, ამით თავს ივალდებულებს, რომ თვითონ უკეთესად იმოქმედოს.“ | |
| — ბესარიონ ბელინსკი |
გ
[რედაქტირება]„ადამიანი თავისი ნამოქმედარის შედეგებით ფასდება და არა ზრახვებით.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში დიდი უვიცობა დევს.“ | |
| — გოეთე |
„ადამიანის მოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორი არის იმის გააზრება, რომ ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს.“ | |
| — გიორგი გურჯიევი |
დ
[რედაქტირება]„მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება მოქმედების გარეშე არ მოდის.“ | |
| — ბენჯამინ დიზრაელი |
„არავინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, რადგანაც თვლის, რომ ის არ იქნება საპასუხო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„მხოლოდ სიყვარულით ანთებული ქმედებები არის ნამდვილად ღირებული.“ | |
| — ჰენრი დრამონდი |
ე
[რედაქტირება]„შენ ცხოვრობ შენს მოქმედებებში და არა სხეულში. შენ ხარ შენი მოქმედებები.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„რასაც შენ აკეთებ, იმდენად ხმამაღალია, რომ არ მესმის რას ამბობ.“ | |
| — რალფ უოლდო ემერსონი |
ვ
[რედაქტირება]„რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო...“ | |
| — პოლ ვალერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„შენ არ ხარ ის, რასაც ფიქრობ ─ შენ ხარ ის, რასაც აკეთებ!“ | |
| — კარლ გუსტავ იუნგი |
კ
[რედაქტირება]„მოიქეცი ისე, რომ შენი ნების უმაღლეს პრინციპს მუდამ ჰქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა.“ | |
| — იმანუელ კანტი |
„გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უფრო თამამად მოქმედებს.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მოძრაობ ─ მთავარია, არ გაჩერდე.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„დაიმახსოვრე, რომ ერთის ქმედებაზეა ყველა დანარჩენის ბედი დამოკიდებული.“ | |
| — ალექსანდრე მაკედონელი |
„უმჯობესია, იმოქმედო და ინანო, ვიდრე უმოქმედობას ნანობდე.“ | |
| — ნიკოლო მაკიაველი |
„ბევრი რამ გეჩვენება შეუძლებლად მანამ, სანამ არ გააკეთებ.“ | |
| — ნელსონ მანდელა |
„როდესაც რაიმე საკმარისად მნიშვნელოვანია, ჩვენ მას აუცილებლად ვაკეთებთ ─ თუნდაც მარცხის შიში დიდი იყოს.“ | |
| — ილონ მასკი |
„მოქმედება ─ თქვენი აზრია; უკუქმედება ─ ქვეცნობიერის რეაქცია.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„ქალი უცბად და მოულოდნელად არაფერს აკეთებს. შენ რომ გგონია უცბად და მოულოდნელად ქნა, ამ დროს მან ბევრი იფიქრა, აწონ-დაწონა და ისე მოიქცა, როგორც გონებამ უკარნახა.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]„ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება.“ | |
| — ისააკ ნიუტონი |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„ყოფნა არის ქმედება.“ | |
| — სოკრატე |
„არ არსებობს ცოდვა და მადლი; არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანები ვაკეთებთ.“ | |
| — ჯონ სტეინბეკი |
ტ
[რედაქტირება]„ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ზღვაში წვეთია, თუმცა ამავდროულად გვავიწყდება, ზღვა ერთი წვეთით ნაკლები იქნებოდა, ჩვენ რომ ამასაც არ ვაკეთებდეთ…“ | |
| — დედა ტერეზა |
„ყოველ ადამიანს სამოქმედოდ ესაჭიროება რწმენა, რომ მისი მოქმედება მნიშვნელოვანი და კარგია.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„გააგრძელეთ მოქმედება და ეს შიშს აიძულებს, უკან დაიხიოს.“ | |
| — დონალდ ტრამპი |
ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)
უ
[რედაქტირება]„ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ ადამიანმა, რომელსაც ერთხელ უკვე დასდეს უსინდისო საქციელში ბრალი, შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაიდინოს მსგავსი რამ და ასეთებს უნდა ვერიდო.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ადამიანთა მოქმედებაზე გავლენის მოხდენა ხელოვნებას არ ძალუძს; ის მოქმედების სურვილს ადუნებს მხოლოდ და მეტისმეტი სიწმინდის განსახიერებაა.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
ფ
[რედაქტირება]„ნუ მეუბნებით, რას ვაკეთებ ─ არ მსურს, ვიცოდე ეს.“ | |
| — ფედერიკო ფელინი |
ქ
[რედაქტირება]„სიყვარული ზმნაა და მას ვერანაირი უმოქმედობით ვერ გაამართლებ.“ | |
| — ნათია ქარუმიძე |
„ყველა შენი ნამოქმედარი წინ დაგხვდება.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
„წინასწარ მომზადებული საქციელი არასოდეს ბუნებრივი არაა.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ძლიერი მიზეზი გაძლევს საშუალებას, იმოქმედო ძლიერად.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]„არ მაღელვებს არანაირი მოქმედება... მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„თუ გსურთ მიიღოთ ის, რაც არასდროს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
„რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის ისე გააკეთეთ, თითქოს მთელი სამყარო თქვენ გიყურებდეთ.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
„გასაოცარია, რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც გამუდმებით რაღაცას ვაკეთებთ.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
ჰ
[რედაქტირება]„მოქმედება არის ყველაზე უფრო ნათელი მხილება ინდივიდუმისა, როგორც მისი აზრთა წყობის, ისე მისი მიზნების მიმართ; ის, რაც ადამიანი არის თავისი ყოფის უღრმეს საფუძველში, სინამდვილეში მჟღავნდება მხოლოდ მოქმედებაში.“ | |
| — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი |
„ყველა საქციელი ფიქრებს მოსდევს; დაუფიქრებელი საქციელები არ არსებობს.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„მოწყენილი ხარ? ─ მოვა დრო, გაიღიმებ. მარტო ხარ? ─ მოვა დრო, გაბედნიერდები. რატომ? ─ იმიტომ, რომ თანახმად ისააკ ნიუტონისა, ქმედება იწვევს უკუქმედებას...“ | |
| — ვიქტორ ჰიუგო |
მოძრაობა და მოძრაობა
„საქციელი სარკეა, სადაც ყველა თავის თავს ავლენს.“ | |
| — გოეთე |
„თუ გინდათ იმას აკეთებდეთ, რაც გსურთ, არასოდეს აიღოთ ნებართვა ─ უარს გეტყვიან!“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
„იმ შემთხვევაშიც თუ სწორ ლიანდაგზე ხართ, გადაგივლიან, თუ გაუნძრევლად იჯდებით.“ | |
| — უილ როჯერსი |
„ადამიანის ყოველი მოქმედება ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული,რასაც სხვა მიზანი არ გააჩნია,თუ არა ჩვენი უბადრუკი არსებობის გახანგრძლივება.“ | |
| — [[]] |
„როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს ─ აკეთებ იმას, რაც გევალება.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„მე არ მაინტერესებს, რა გაკეთდა ─ მე მაინტერესებს, რა უნდა გაკეთდეს.“ | |
| — მარი სკლოდოვსკა-კიური |
„იდეა არასდროსაა საკმარისი ─ მთავარია მისი განხორციელება!“ | |
| — მარკ ცუკერბერგი |
„ადამიანების სიტყვები ერთმანეთს ჰგავს, განსხვავებებს მხოლოდ საქციელები ამჟღავნებენ.“ | |
| — ჟან-ბატისტ მოლიერი |
„შეუძლებელი არაფერია ─ მხოლოდ მისთვის, ვინც არასდროს არაფერს აკეთებს.“ | |
| — არტურ ბლოხი |
ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)
„სიტყვებს აქვთ ძალა, მაგრამ ცხოვრებას ქმედებები განსაზღვრავს!“ | |
| — [[]] |