ქორწინება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ქალს დუმილი უნდა შეეძლოს; ქორწინება დუმილის გარეშე იგივეა, რაც ავტომობილი მუხრუჭების გარეშე.“ | |
| — შარლ აზნაური |
„კაცი ქორწინდება ქალზე იმ იმედით, რომ ის არასდროს შეიცვლება; ქალი კი ქორწინდება კაცზე იმ იმედით, რომ ის შეიცვლება. საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ქორწინების ენა ხშირად მესაკუთრეობის ენაა და არა პარტნიორობის.“ | |
| — ჩ. ნ. ადიჩი |
„შეუღლება ─ ეს არის, როდესაც ორი ადამიანი ერთი ხდება; რთულია გარკვევა, მათ შორის რომელი არის ის ერთი.“ | |
| — ვუდი ალენი |
„ქორწინებისათვის შესაფერისი ასაკი არის დაახლოებით 18 წელი გოგონებისათვის და 37 წელი მამაკაცებისთვის.“ | |
| — არისტოტელე |
ბ
[რედაქტირება]„ქალიშვილის შეყვარება და მისი სიყვარულის გამოწვევა იმას ნიშნავს, რომ მასთან ნამდვილი საქორწინო ხელშეკრულება დავდოთ.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„თუ ფულის გულისთვის დაქორწინდით, მაშინ სადღაა ჩვენი გრძნობები და ჩვენი პატიოსნება?“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„ანგარიშით ცოლის შერთვა სხვა არაფერია, თუ არა ცოლის წინაშე გველივით ქვემძრომობა, სიდედრის ფეხების ლოშნა და, ღორსაც რომ შეეზიზღება, ისეთ სიმდაბლეთა ჩადენა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
„სიყვარული ცოლ-ქმრობაში ქიმერაა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)
„ვიღაცას მაინც სჯერა, რომ ქორწინება სულისთვის მნიშვნელოვანია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ძველ დროში ქორწინებებს ბინძური კავშირები ვერაფერს აკლებდა, ახლა ქორწინებები ბინძურ კავშირებად თავად იქცა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
„არ შეგიმჩნევიათ, რომ ჯადოსნური ზღაპრები ქორწინების დღეს მთავრდება?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
გ
[რედაქტირება]„სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება ─ რეალური.“ | |
| — გოეთე |
„ბედნიერი ქორწინებისთვის თავსებადობაზე უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ უმკლავდებით შეუთავსებლობას.“ | |
| — ჯონ გოტმანი |
დ
[რედაქტირება]„წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ─ ცოტათი ყრუ.“ | |
| — გორდონ დინი |
„ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული, არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
ე
[რედაქტირება]„აუცილებლად დაქორწინდი ─ თუ კარგი ცოლი გარგუნა ღმერთმა, გამონაკლისი იქნები; ხოლო თუ ცუდი ─ ფილოსოფოსი მაინც გახდები.“ | |
| — ევრიპიდე |
ვ
[რედაქტირება]„ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა, ან უდიდესი სიკეთე... ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია, როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას, გრძნობების, გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს... მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როცა ყიდი შენს სახელს, შენს არსებობას, ემორჩილები მტარვალს, ხდები მისი მონა – მორჩილი, გაურბიხართ ერთი ─ მეორეს! ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია.“ | |
| — ვოლტერი |
„ზოგჯერ გათხოვება კარგი აზრია... მაგრამ ქალს უნდა ჰქონდეს ვნება ─ თუ თავისი ქმრის მიმართ არა, სხვა რამის მიმართ.“ | |
| — ლორა ვუდი |
ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ქორწინება სიყვარულზე მეტია; შეიძლება ძველმოდური მიწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ქორწინება ურთიერთპატივისცემაა.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„თუკი გათხოვება გსურთ, საკმარისია იყოთ თქვენი თავი ─ პრინციპში, მხოლოდ ამის გამო უყვარდებათ.“ | |
| — მიხეილ ლაბოვსკი |
„ქორწინებაშიც კი ცოლ-ქმრის სიყვარულს (განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც მათ ჯერ კიდევ კარგად არ იციან ერთმანეთის ხასიათის ფარული თვისებები), უფრო შეიძლება ვუწოდოთ მიჯაჭვულობა, ვიდრე ნამდვილი სიყვარული.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი ─ იგი უბრალოდ სალხინებელია.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]„ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ─ ბედნიერება.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ქალი – ქორწინებამდე პროვოკატორია, ხოლო ქორწინების შემდგომ – ჟანდარმი.“ | |
| — ჰენრი ლუის მენკენი |
„მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინება უნდა იყოს სიყვარულის აქტი [...] ქორწინება ორი გულის კავშირია.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„ქორწინება ვერ გადაჭრის მარტოობის პრობლემას.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„არც ერთი მამაკაცი არ შეირთავს ქალს, თუ შეამჩნევს, რომ მას ამ ცხოვრებაში მასზე მეტი გაეგება, არადა, ასეთი ჯენლტმენებისთვის დიდი მოულოდნელობაა, როცა ქორწინების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მათი ცოლები ნამდვილი იდიოტები არიან.“ | |
| — მარგარეტ მიტჩელი |
„საკმარისი არაა, უბრალოდ, ცოლქმრობა ─ საჭიროა, გახდეთ მეგობრებიც და საყვარლებიც, რათა არ ეძიოთ ისინი სხვაგან.“ | |
| — მოლიერი |
„ქორწინება, ანდა ყოველგვარი მუდმივი კავშირი ქალთან, გამოჩენილი მხატვრისათვის სიკვდილია.“ | |
| — ანდრე მორუა |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
ნ
[რედაქტირება]„კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
„მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„ქორწინების იდეა უნდობლობაა.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ზღაპარია, როდესაც იქორწინებ ბაყაყზე, ის კი პრინცესა აღმოჩნდება, არადა ყველაფერი პირიქით იყო.“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
„მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება... მაგრამ გვიან იქნება.“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
„მე ძალიან ვაფასებ, როდესაც ფეხბურთელი ქორწინდება, რადგან ქალზე უკეთესი საწვრთნელი ბაზა არ არსებობს.“ | |
| — ოტო რეჰაგელი |
„როცა ქალი თხოვდება, ის მრავალი კაცის ყურადღებას ერთის უყურადღებობაზე ცვლის.“ | |
| — ელენ როულენდი |
ს
[რედაქტირება]„ქალის ინსტიქტი აზარტულ თამაშებში ქორწინებით გამოიხატება.“ | |
| — გლორია სტეინემი |
„ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.“ | |
| — სტენდალი |
„შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან ─ თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან.“ | |
| — სტენდალი |
„თუ ეგოისტი ხარ, აჯობებს არ შექმნა ოჯახი.“ | |
| — ვასილ სუხომლინსკი |
ტ
[რედაქტირება]„ქორწინება ისეთი მშვენიერი რამაა, რომ მასზე მთელი ცხოვრება უნდა იფიქრო.“ | |
| — შარლ მორის დე ტალეირანი |
„სიყვარული ქორწინების მერეა ძნელი მოსათხრობი, თორემ იქამდე პოეზიაა...“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„თქვენი ცხოვრების მიზანი ქორწინებისგან სიამოვნების მიღება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იღწვოდეთ, რათა სიყვარული და ნდობა დანერგოთ დედამიწაზე.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სიყვარული, ძალიან ხშირად, სწორედ მმაჩის ბიუროში მთავრდება.“ | |
| — დათო ტურაშვილი |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
უ
[რედაქტირება]„ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა; მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც პირველ ცოლზე ჭკუას კარგავდა ─ ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს ─ ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს; ეგოიზმი კი ინდივიდუალურობის დასტურია. ინდივიდუალიზმის გარეშე ადამიანი არარაობაა.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ქორწინება ─ ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„დაქორწინებულ ქალს არ სურს ისევ ქალიშვილად იქცეს, მას სურს ისევ განიცადოს თაფლობის თვე.“ | |
| — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი |
ციტატის წყარო: “სამოთხის ამ მხარეს” ( წ.)
„როგორ შეუძლია ნორმალურ ადამიანს იუმორის გრძნობით, სერიოზულად მოუნდეს დაქორწინება ─ არ მესმის!“ | |
| — მაქს ფრაი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ქალი მომავალზე წუხს, სანამ გათხოვდება. მამაკაცი არ წუხს მომავალზე, სანამ არ დაოჯახდება.“ | |
| — კოკო შანელი |
„ქალები აღარ თხოვდებიან იმათზე, ვინც უყვართ ─ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქალი იმას ირჩევს, ვინც, მისი აზრით, კარგი მამა და სანდო ქმარი იქნება.“ | |
| — ელიფ შაფაქი |
ციტატის წყარო: “სიყვარულის 40 წესი” (2009 წ.)
„ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„ქორწინება ნიშნავს საკუთარი უფლებების განახევრებას და ვალდებულებების გაორმაგებას.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
ჩ
[რედაქტირება]„მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
„თუ მარტოობის გეშინიათ, ნუ დაქორწინდებით.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
„როცა დაქორწინდები, იყავი მკაცრი, მაგრამ მხოლოდ შენს ცოლთან; არ მისცე საშუალება, რომ მან თავისი თავი დაივიწყოს, და როცა გაუგებრობა წარმოიშობა, უთხარი: „არ დაგავიწყდეს, რომ მე შენ გაგაბედნიერე“.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება, სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე!“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„თუ გსურთ გათხოვდეთ ლამაზსა, ჭკვიანსა და განათლებულზე, უნდა გათხოვდეთ სამჯერ.“ | |
| — [[]] |
ბევრი დაქორწინდა, მაგრამ ცოტას ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი. სჯობს წლები დაკარგო ქმრის ძებნაში, ვიდრე წლები დაკარგო უიღბლო ქორწინებაში.
„უმჯობესია, დიდხანს იცადო, ვიდრე არასწორ ადამიანზე დაქორწინდე.“ | |
| — [[]] |
„ან ადრევე დაქორწინდი, ან ადრევე გახდი ბერი.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„იმ ასაკში, როდესაც კაცი ხვდება, რომ ოჯახი უნდა შექმნას, ქალი აცნობიერებს, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია.“ | |
| — [[]] |
,,მან თავის მეუღლეს ცოლობა გაცნობიდან მესამე დღეს სთხოვა და მთელი ცხოვრება ნანობდა იმ ორ დაკარგულ დღეზე"