ქრისტე
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
ბ
[რედაქტირება]„გეთანხმებით, იესო არ იყო მოძალადე. მაგრამ მას სძულდა, რანაირადაც უნდა უარეყო ეს, რანაირადაც უნდა დაემალა, მასში არსებობდა სიძულვილი, რადგან იგი სამართლიანობის დაუოკებელი წყურვილით იყო აღსავსე.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
გ
[რედაქტირება]„მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები ─ ისინი ქრისტეს საერთოდ არ ჰგვანან!“ | |
| — მაჰათმა განდი |
დ
[რედაქტირება]„ისინიც კი, რომლებიც ქრისტიანობას უარყოფენ და აკრიტიკებენ, გულის სიღრმეში იესოს იდეალების მატარებლები არიან.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკიცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ცოტას თუ შეუძლია განიცადოს ღვთაებრივი სახე-ხატი, როგორც სულის საკუთრება. ქრისტეს ისინი გარეთ პოულობენ და არა საკუთარ სულებში. სწორედ ამიტომ მეფობს მათი სულის სიღრმეებში წარმართული წყვდიადი.“ | |
| — კარლ გუსტავ იუნგი |
კ
[რედაქტირება]„იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა. რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო?“ | |
| — დეილ კარნეგი |
„ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია ─ უპირველეს ყოვლისა, იგია ადამიანისადმი, მოყვასისადმი უსასყიდლო სიყვარული. ამიტომაცაა იგი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი წყარო.“ | |
| — მერაბ კოსტავა |
ლ
[რედაქტირება]„და მაშინ, როცა იესომ ხელები გაშალა ჯვარზე მისალურსმნად, ზეცის კარი გაიღო შენთვის.“ | |
| — მაქს ლუკადო |
მ
[რედაქტირება]„ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.“ | |
| — პავლე მოციქული |
ციტატის წყარო: “პავლეს ეპისტოლენი პირველი კორინთელთა მიმართ”. თავი XII
ნ
[რედაქტირება]„სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში ერთადერთი ქრისტიანი იყო... და ისიც ჯვარზე გააკრეს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„როგორ შეიძლება ყველას მოსწონდე, როცა ქრისტე დადიოდა დედამიწაზე და ის არ მოსწონდა ყველას?!“ | |
| — დათო ტურაშვილი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]„ხალხმა მარტო პირჯვრის გადაწერა ისწავლა ქრისტესგან ─ სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა.“ | |
| — ბესიკ ხარანაული |