შინაარსზე გადასვლა

ქურდობა

ვიკიციტატიდან
  •  

„ყველა ქურდთაგან ყველაზე მავნეა სულელი ─ ის გვპარავს დროსა და ნერვებს.“

  გოეთე
  •  

„ქურდი რომ ქურდობს, თვითონვე იცის, რომ საზიზღარია.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ადამიანი, რომელიც ქურდს გაქურდავს, არ უნდა დავსაჯოთ.“

  მარადონა
  •  

„თუ საკუთარ თავში არსებულ ავაზაკებს ვერ დაამარცხებთ, ისინი გზას გაუხსნიან ნამდვილ ქურდებს, რომლებიც შემდეგ თქვენ ან თქვენს სახლს გაძარცვავენ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”


  •  

„არ მადარდებს, თუ ჩემს იდეას მოიპარავენ, მე ის მაღელვებს, რომ საკუთარი არ აქვთ.“

  ნიკოლა ტესლა
  •  

„ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე.“

  მარკ ტვენი
  •  

„თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ცხოვრება თქვენგან ყოველთვის უფრო მეტს წაიღებს, ვიდრე თქვენ აიღეთ. წვრილმანი ქურდობის დროს ამტკიცებთ, რომ საკუთარ თავს არ აძლევთ ამ ნივთების შეძენის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ მუდამ გექნებათ ფულის უკმარისობა.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„არსებობს ორი სახის ქურდი: ჩვეულებრივი, რომელიც გპარავს ფულს, ჩანთას, საათს... და პოლიტიკოსი ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ხელფასს, ჯანმრთელობას... განსხვავება ისაა, რომ პირველი შენ გირჩევს, ხოლო მეორეს ─ ირჩევ შენ; პირველს პოლიცია ეძებს, მეორეს ─ პოლიცია იცავს.“

  ჰერმან ჰესე