შინაარსზე გადასვლა

ღიმილი

ვიკიციტატიდან
  •  

„ადამიანი იზრდება მაშინ, როცა შეუძლია გაუღიმოს იმას, ვინც ტკივილი მიაყენა.“

  — პაისი მთაწმინდელი
  •  

„ჩემი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, მაგრამ ამას ჩემს მეტი ვერავინ ხვდება, იმიტომ, რომ მე სულ ვიღიმი. ვიღიმი, რადგან მგონია, რომ თუ ჩემს უბედურებას დავმალავ, იგი გაქრება.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ძლიერი ის კი არ არის, ვინც ერთი დარტყმით წაგაქცევს, არამედ ის, ვინც ერთი ღიმილით წამოგაყენებს.“

  — ჟულიეტ ბინოში
  •  

„თუ დამარცხებული იღიმის, გამარჯვებული მოგების გემოს კარგავს.“

  — უსაინ ბოლტი
  •  

„არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი ─ მთქნარებაზე მეტადაც კი...“

  — გურამ დოჩანაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„ღიმილი ლამაზად შეფუთული სევდაა ─ სხვა რომ არ შეაწუხოს!..“

  — პაატა კვარაცხელია
  •  

„ჯანმრთელი კაცი ბავშვივითაა: მიდის, როცა ქალი თვალებში უყურებს და უღიმის...“

  — მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„ღიმილი ბევრნაირი არსებობს: სარკასტული, ხელოვნური, დიპლომატიური. ბევრ ღიმილს არ მოაქვს ბედნიერება, ზოგჯერ ეჭვს და შიშსაც კი ბადებს.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„არასოდეს შეწყვიტო ღიმილი, მაშინაც კი, როცა სევდიანად ხარ, რადგან არ იცი, ვის შეიძლება შეუყვარდეს შენი ღიმილი.“

  — გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ღიმილი არ ნიშნავს ბედნიერებას.“

  — ჯოჯო მოიესი
  •  

„ყოველთვის შეხვდით ერთმანეთს ღიმილით, რადგან ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.“

  — დედა ტერეზა
  •  

„ძალიან ადვილია იყო მხიარული, როცა ცხოვრება სიმღერასავით მიედინება; მაგრამ ის ადამიანია ფასეული, ვინც იღიმის მაშინაც კი, როცა ყველაფერი უკუღმართად მიდის.“

  — ელა უილერ უილკოქსი
  •  

„ანგელოზთა ღიმილს წინ ვერ აღუდგები!“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„რაც არ უნდა მოხდეს, დრო მაინც მოგცემს ღიმილის მიზეზს.“

  — ლევან ქართლელი
  •  

„ღიმილი? ღიმილი ხომ ჯიბის ფანარია, ბნელ ღამეში ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეს.“

  — ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„როდესაც დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, და შენ გაიღიმე, რადგან ეს იცოდი.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

„იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა განიცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.“

  — ჩარლი ჩაპლინი
  •  

„გაიღიმე და სხვებმა იტეხონ ფიქრით თავი, რა გაქვს გონებაში.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ღიმილი წავაფარე ტკივილს.“

  — თემურ ჩხეტიანი
  •  

ღიმილი გულისა და
გონების ნათებაა,
ფიქრის მელოდიაა ღიმილი.

  — ვაჟა ხორნეული

ცხოვრება ფოტოსავითაა - უკეთესი გამოდის, როდესაც იღიმები. გაღიმება უფრო ადვილია, ვიდრე იმის ახსნა, თუ რატომ ხარ მოწყენილი...