შინაარსზე გადასვლა

ღირსება

ვიკიციტატიდან
  •  

„უდიდესი ღირსებითა და სათნოებით ისინი არიან შემოსილნი, ვინც ყველაზე მეტად სასარგებლონი არიან სხვებისათვის.“

  არისტოტელე
  •  

„ქალის ღირსების საზომი ის მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„ბევრს გვარის გარდა სხვა ღირსება არ გააჩნია. ახლოდან შეხედავ და არარაობაა, შორიდან კი საპატიო კაცად მოგეჩვენება.“

  ჟან დე ლა ბრუიერი

  ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)

  •  

„უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)

  •  

„ზოგიერთს ღირსება მოდის მიხედვით შეკერილი ტანსაცმელი ჰგონია.”

  გურამ გეგეშიძე
  •  

„ადამიანებს არ უნდა მიანიჭო იმაზე მეტი ღირსებები, რაც არ დაუმსახურებიათ, თორემ თვითონვე დაგიმტკიცებენ, რომ სასტიკი შეცდომა დაუშვი.“

  გოეთე


  •  

„განათლება ადამიანს ღირსებას მატებს ─ მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის.“

  დენი დიდრო
  •  

„ღირსება პერანგი არ არის, რომ ვინმემ გაგხადოს, ან ჩაგაცვას... ის სულის სამოსელია და არა ─ სხეულის... შეუძლებელია მისი მოცემაც და წართმევაც... დღეგამოშვებით ვერ იქნები ღირსეული და უღირსი. ღირსეული ან სამუდამოდ ხარ, ან არასოდეს...“

  ნოდარ დუმბაძე
  •  

„ღირსების ვაჭრობით არ გამდიდრდები.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„საკუთარ ღირსებას ციხე-გალავანი უნდა შემოავლო... დაბალ ღობეს ყველა ძაღლი და მამაძაღლი გადმოალაჯებს...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„თუკი ადამიანი ხატია ღვთისა, მასში უმთავრესი ღირსება შესაბამისად იგია, რაც უმთავრესია ღვთაებაში.“

  მერაბ კოსტავა


  •  

„თუ გულწრფელი და გახსნილი გული გაქვთ, თქვენთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი საკუთარი ღირსების გრძნობა.“

  დალაი ლამა XIV

  ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”


  •  

„ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას, მას ვიღაც აუცილებლად გაექცევა. ხოლო, თუ მას არ გააჩნია ღირსებები, ის თავისით გაექცევა მის თავს.“

  ფრიდრიხ ნიცშე


  •  

„ცუდად არავის მოექცე ─ იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა, არამედ იმიტომ, რომ თავად შენ ხარ ღირსეული.“

  ალ პაჩინო
  •  

„ნუ იქმ ნურაფერს სასირცხვილოს, ნურც მარტოობაში და ნურც სხვების თანდასწრებით ─ პირველ რიგში, შენს ღირსებას ეცი პატივი.“

  პითაგორა
  •  

„ღირსება ─ არასდროს, არავის გულისათვის არაფერში არ უნდა გაცვალო, ფასდაუდებელია!“

  პლატონი


  •  

„ადამიანები დაანაწილეთ არა მათი სიმდიდრისა და მდგომარეობის მიხედვით, არამედ მათი ზნეობრივი ღირსებების მიხედვით.“

  მაქსიმილიან რობესპიერი
  •  

„სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.“

  სოკრატე
  •  

„უკეთესია, არ გქონდეს ღირსება და შემდეგ დაიმსახურო იგი, ვიდრე გქონდეს და არ იმსახურებდე.“

  მარკ ტვენი
  •  

„არა შეცდომის გასწორება, არამედ მისი ჯიუტად დაჟინება შელახავს როგორც ცალკეული კაცის, ისე ადამიანთა მთელი ორგანიზაციის ღირსებას.“

  ბენჯამინ ფრანკლინი
  •  

„უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ ─ შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე...“

  უილიამ შექსპირი
  •  

„უბრალოება ─ ყველაზე დიდი ღირსებაა.“

  საადი შირაზელი
  •  

„თავისუფალმა კაცმა იცის, რომ პირველ რიგში რაც მას სჭირდება, არის ღირსება!“

  ჰელმუტ შტელრეხტი
  •  

„უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.“

  აკაკი წერეთელი
  •  

„ჭეშმარიტი ღირსება ძვირფასი მარგალიტია, მოჩვენებული კი ─ იაფი თაღლითი და ამიტომაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი შემძენი ჰყავს.“

  აკაკი წერეთელი


  •  

„ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ისე იცხოვრე, რომ როცა შენი შვილები იფიქრებენ ღირსებაზე და სამართლიანობაზე ─ შენ გაგიხსენონ!“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ღირსებით ხალხში გასვლა სახიფათოა.“

  ბესიკ ხარანაული

  ციტატის წყარო: “ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის”

  •  

„თუ ჩვენ, ქალები და დედები, ვისწავლით საკუთარ თავში ღირსების გრძნობის განვითარებას, ეს თვისება ბუნებრივად გადაეცემა ჩვენს შვილებს.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ჩვენს სულში ზუსტად იმდენი ღირსებაა, რამდენის შემჩნევაც სხვაში შეგვიძლია.“

  უილიამ ჰეზლიტი
  •  

„ღირსეულ კაცს უღირსთაგან კიცხვა არაფრად უღირს.“

  ჰიპოკრატე
  •  

„ჩვენს სულში ზუსტად იმდენი ღირსებაა, რამდენის შემჩნევაც სხვაში შეგვიძლია!“

  — [[ ]]
  •  

„მამაკაცი მაშინაა ღირსეული, როცა ქალის სისუსტეებსა და ამჩატებას საჯიჯგნად არ გამოიყენებს.“

  — [[ ]]
  •  

„საკუთარი წარმოება საკუთარი ღირსებაა.“

  — [[]]
  •  

„ღირსება არ იჩქმალება და დღეს ან ოდესმე აუცილებლად წარმოჩნდება.“

  — [[]]
  •  

„წიგნიერება ღირსების უპირველესი საზომია.“

  — [[]]
  •  

„ღირსების საზომები თანამედროვე საზოგადოებაში ადრეულია.“

  — [[]]
  •  

„ის, ვინც შენს ღირსებაზე ლაპარაკობს, ყოველთვის მეგობარი არაა.“

  ჩინური
  •  

„ღირსება ერთადერთი სამოსია, რომელსაც ვერავინ გაგხდის.“

  — [[]]