ღმერთი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ღმერთი უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე ჩვენ თვითონ საკუთარ თავთან.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყლიდან ამოგდებული თევზი, ანდა, ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ვეძებ ღმერთს? ღმერთი ჩემზე ჭკვიანია ─ თვითონ მიპოვოს.“ | |
| — აიზეკ აზიმოვი |
„მინდა ვიცოდე ღმერთის ფიქრები.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
ბ
[რედაქტირება]„თუ ღმერთი მკვდარია, მაშინ მთელი ქვეყანა ბაკქანალიაა და ერთადერთი, რაც ადამიანს დარჩენია, ამით სარგებლობაა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
გ
[რედაქტირება]„ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.“ | |
| — მამა გაბრიელი |
„ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ჰიმალაის მთების ყველაზე მაღალ გამოქვაბულშიც რომ მეგულებოდეს ღმერთი, დაუყოვნებლივ იქით გავემართებოდი, მაგრამ ვიცი, რომ ის მხოლოდ ადამიანის გულშია.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„ღმერთი უხილავია, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა.” | |
| — გურამ გეგეშიძე |
„ღმერთის განსჯა მის მიერ შექმნილი სამყაროთი არ შეიძლება, ეს მხოლოდ წარუმატებელი ეტიუდია.“ | |
| — ვინსენტ ვან გოგი |
„ღმერთი იმისთვისაა, რომ სიკვდილის არ გეშინოდეს, ხოლო როგორ იცხოვრო, ეს შენი გადასაწყვეტია.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„უმცირესობა საჭიროებს ღმერთს იმისთვის, რომ სხვა დანარჩენი მას უკვე გააჩნია. უმრავლესობას კი ღმერთი სჭირდება იმისთვის, რომ მას არაფერი გააჩნია.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასაბამიდან დასასრულამდე.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა [...] როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგს საერთოდ არ სწამს ღმერთის ─ ზოგს კი ისე ძალიან სწამს, ადამიანის მოკვლის დროსაც ლოცულობს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ ─ არ იცი, რომ ღმერთია ─ ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა...“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
„ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.“ | |
| — ვოლტერი |
„ღმერთი ─ ესაა კომიკოსი, რომელიც თამაშობს მაყურებლის წინაშე, რომელიც გაღიმებასაც კი ვერ ბედავს.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ვინც იმდენად ღვთისმოშიშია, რომ ღმერთი სწამს, იმდენი შიშიც ექნება, რომ ის მოატყუოს.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
„ღმერთს უყვარს ძლიერებთან შერკინება.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]„ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ღმერთს ყვირილით და წივილ-კივილითაც ვერ გააგონებ, თუ მარტო მაშინ გაგახსენდა, როცა ჭირი კარზე მოგადგა!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]„ღმერთი არის ცნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ტკივილს ვზომავთ.“ | |
| — ჯონ ლენონი |
„ღმერთს ისე ვუყვარვართ, თითქოს თითოეული ჩვენგანი ერთადერთი ადამიანი იყოს დედამიწაზე.“ | |
| — მაქს ლუკადო |
მ
[რედაქტირება]„ღმერთისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ივლის გონებისა და გულის გავლით, და სხეული აქ ვერ დაგეხმარებათ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„ადამიანურ არსებას არ აქვს დასასრული, ღმერთი ხომ უსასრულოა...“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„ღმერთი, რომელიც ჩვენშია, უსასრულოდ სრულყოფილია, ამიტომ შეუძლებელია მისი ბოლომდე შეცნობა.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
ნ
[რედაქტირება]ერო და ბერო, | |
| — შოთა ნიშნიანიძე |
„მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„ღმერთს აღწევს მხოლოდ ის, ვინც მზად არის, ჭკუიდან შეიშალოს.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ღმერთი ისეთივე მხატვარია, როგორც სხვა მხატვრები. მან შექმნა ჟირაფი, სპილო და კატა. მას არ აქვს საკუთარი სტილი ─ უბრალოდ, ყოველ ჯერზე რაღაც ახლის შექმნას ცდილობს.“ | |
| — პაბლო პიკასო |
„ადამიანს მართებს, ღმერთებზე კარგი თქვას; ამით მცირდება შეცოდება.“ | |
| — პინდარე |
„ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია ─ მან მხოლოდ კარგი შექმნა!“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. | |
| — შოთა რუსთაველი |
|- | | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. | |
| — შოთა რუსთაველი |
|- | | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„რა ადგილიც უჭირავს სამყაროში ღმერთს, იგივე ადგილი უჭირავს ადამიანში სულსაც; და რაც ღმერთისთვის არის უნივერსალური მატერია, იგივეა ჩვენთვის სხეულიც.“ | |
| — სენეკა |
„ღმერთი გვხედავს არა ზემოდან, არამედ შიგნიდან.“ | |
| — ჟილბერ სესბორნი |
„გახსოვდეს: რასაც არ უნდა აკეთებდე სხვების ზურგს უკან, შენ ამას ღმერთის თვალწინ აკეთებ.“ | |
| — ნილოს სინელი |
„ღმერთს გული გრძნობს და არა ─ გონება.“ | |
| — სტენდალი |
„ყველაზე სასარგებლო იდეა მტარვალისთვის არის ღვთის იდეა.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]„უმცირესობას ღმერთი ესაჭიროება იმიტომ, რომ დანარჩენი ყველაფერი აქვს, ხოლო უმრავლესობას იმიტომ, რომ არაფერი გააჩნია.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სწორედ იმიტომ ვცხოვრობთ ცუდად, რომ ღმერთი აღარ გვახსოვს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ღმერთი ერთადერთი რეალობაა და ყველაფერი დანარჩენი კი ─ გრძნობების სიცრუე.“ | |
| — დათო ტურაშვილი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია, თუ არა განდიდებული მამა.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
„არაფერი ისე არ უხდება ცას, როგორც ღმერთი.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]„ნუთუ ღმერთი ყოველივეს ხედავს და მაინც ითმენს!..“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ანტონიო და დავითი” (1984 წ.)
„ღმერთის პრობლემა საჭოჭმანო პრობლემაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც საბუთზე მიდგება საქმე, მისი არსებობის მთავარი დამადასტურებული საბუთი ისაა, რომ ის ყოვლისშემძლე არაა.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ღმერთმა ერთი სახე მოგცა, შენ კი უნდა ეცადო, რომ მეორე შექმნა.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა...“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ჩემო კალამო” (1861 წ.)
ხ
[რედაქტირება]პირველად ღმერთი იგრძნობს | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]„ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან არის ის, ვინც ყველაზე ახლოა ადამიანთან.“ | |
| — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი |