შინაარსზე გადასვლა

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

ვიკიციტატიდან

„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ — მილან კუნდერას 1984 წლის რომანი

ციტატები

[რედაქტირება]
  • მარადიული გამეორების მითი გვეუბნება, რომ ცხოვრება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ჩაივლის და აღარასოდეს გამეორდება, აჩრდილის მსგავსია, წონა არ აქვს, მკვდრად შობილია და მიუხედავად ამისა, საშინელი იყო, ლამაზი თუ ამაღელვებელ8, ეს საშინელება, სილამაზე და ამაღლებულობა არაფერს ნიშნავს.
  • ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი უთვალავჯერ რომ მეორდებოდეს, მარადისობაზე ვიქნებოდით მიჯაჭვულები, როგორც იესო ჯვარზე. ამის გაფიქრებაც კი შემაძრწუნებელია. მუდმივად გამეორების სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობბის სიმძიმე აწევს. ამიტომაც უწოდებდა ნიცშე მარადიული გამეორების იდეას უმძიმეს ტვირთს.

თუკი მუდმივად გამეორება უმძიმესი ტვირთია, მის ფონზე ჩვენი ცხოვრება შეიძლება მთელი თავისი მშვენიერი სიმსუბუქით წარმოგვიდგეს. არის კი ეს სიმძიმე მართლაც აუტანელი და სიმსუბუქე მშვენიერი? უზომო ტვირთი გვანადგურებს, წელში გვტეხს, მიწასთან გვასწორებს. მაგრამ ყველა დროის სატრფიალო პოეზიაში ქალი ელტვის კაცის სხეულის სიმძიმის შეგრძნებას. ამდენად, ყველაზე დიდი ტვირთი ამავდროულად ყველაზე აქტიური ცხოვრების ნიშნად გვევლინება. რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, მით უფრო ნამდვილია ის.

ტვირთის უქონლობა, პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მაღლა იტაცებს, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, ნახევრად რეალურ არსებად აქცევს და მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული.

ლიტერატურა

[რედაქტირება]
  • ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, გამომცემლობა დიოგენე, 2012, სულხან მუხიგულაშვილის თარგმანი