შინაარსზე გადასვლა

ყურადღება

ვიკიციტატიდან
  •  

„თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ერთი წვეთი სითბო და ყურადღება რომ მოდის, ცარიელი გული ყოველთვის სიყვარულით ივსება.“

  შონ აბრამი
  •  

„უყურადღებობა ქალს ცივსა და მკაცრს ხდის, ყურადღება ─ თბილსა და ალერსიანს. ყველა კაცს ისეთი ქალი ჰყავს გვერდით, როგორსაც იმსახურებს.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„თუ გინდა ვინმეს ყურადღება მიიქციო, უნდა მიატოვო.“'

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ის, ვისაც ასე ძლიერ სძაგხართ და უნდა, რომ თქვენც მთელი არსებით გეჯავრებოდეთ, თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„თუ მეგობრები და ნათესავები დიდხანს არ გირეკავენ, ე.ი. ყველაფერი წესრიგში აქვთ.“

  არტურ ბლოხი

  ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„ყურადღებას მოაქვს ბედნიერება!“

  გურამ დოჩანაშვილი


  •  

„ცხოვრება ყოველთვის გადაგვატანინებს ყურადღებას, მაგრამ ვერასდროს ვერ ვხვდებით რისგან გადაგვაქვს.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ის არის ნამდვილი, ვინც მაშინ გკითხულობს, როცა ძალაგამოცლილი ხარ!..“

  პეტრე კვარაცხელია


  •  

„ზოგიერთი ადამიანი თავისუფალ დროს გელაპარაკება, სხვები კი დროს ითავისუფლებენ შენთან დასალაპარაკებლად ─ ისწავლე მათი განსხვავება.“

  ჯეტ ლი


  •  

„იყავი ყურადღებიანი, ხშირად მოიკითხე საყვარელი ადამიანები ─ მაგრამ არ გადაზარდო ეს ყურადღება თავის შეხსენებაში.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„უყურადღებობა წერტილს ჰგავს ─ მის მერე აღარაფერი ხდება.“

  ჟან-ჟაკ რუსო


  •  

„ცნობილია, რომ არ არის ისეთი უმნიშვნელო საგანი, რომელიც ყურადღების მიქცევისას უსაზღვროდ არ გადიდდეს.“

  ლევ ტოლსტოი

  ციტატის წყარო: “ომი და მშვიდობა” (1865-1868 წწ.)

  •  

„შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით, მწერ მაშინ, როცა ეს სამყარო გეცოტავება...“

  თემო შენგელაია
  •  

„ცხოვრებაში მხოლოდ ისინი არიან მნიშვნელოვანი, ვისაც სურს იცოდეს, როგორ ხარ და სად ხარ, ყველაფერი კარგადაა თუ არა შენთან. სხვები კი უბრალოდ “სხვები” არიან.“

  ხატია ჯაფარიძე
  •  

„როდესაც მეტ ყურადღებას უთმობ შენს ყოველ ნაბიჯს, და არა ფინიშის ხაზს, სიარული გაცილებით ადვილი ხდება.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”


თუ მამაკაცს შეუძლია მთელი დღე ისე გაატაროს, რომ ერთხელაც არ იკითხოს თქვენი ამბავი, ესე იგი, ის არ არის თქვენი მამაკაცი და შეგიძლიათ იქ დატოვოთ, სადაცაა.

არასდროს დაუთმო შენი სიცოცხლე, 2,208,988,800 წამი, იმ იდიოტს, ვისაც თავისი 24 საათიდან 5 წამი არ ემეტება შენთვის უყურადღებობა კლავს იმას, რაც არსებობს და იმასაც, რაც შეიძლება არსებობდეს არ უნდა იყო ზედმეტად ადამიანზე ყურადღებიანი, და არც გეწყინება უყურადღებობა ყურადღება მოდის მხოლოდ იმ ადამიანების გულებიდან, რომელთაც ეშინიათ შენი დაკარგვის. არცერთ ქალს არ უყვარს, როცა მასზე მეტ ყურადღებას სხვა საკითხებს უთმობთ

  •  

„ძალიან მარტივი გზა, გაიგო რამდენად ძვირფასი ხარ ვინმესთვის ─ არ ნახო, არ დაურეკო და არც მისწერო ─ აი, ახლა კი დაიწყე დღეების დათვლა...“

  — [[]]

ყოველ ჯერზე, როცა საყვარელ ქალს გვერდზე გაწევ, ასწავლი მას უშენოდ ცხოვრებას, უშენოდ გადალახვას, უშენოდ გამკლავებას, უშენოდ გართობას, უშენოდ ყოფნას და უშენოდ დაძინებას... ყველაფერზე არსებობს მიჩვევა...

  •  

„სულ მცირე ყურადღებაც კი ყველაფერს სხვაგვარს ხდის.“

  — [[]]

  ციტატის წყარო: “ვინი პუჰი”

  •  

„ზედმეტი ყურადღება ვირს აფიქრებინებს, რომ ის ლომია.“

  — [[]]
  •  

„დაძახების გარეშე უნდა მივდიოდეთ ადამიანებთან. უნდა მივდიოდეთ და ვეუბნებოდეთ: „ვიცი, გჭირდები ─ აქ ვარ.“

  — [[]]

თუკი თქვენ ჭირდებით ადამიანს, ის შეგხვდებათ წარმოუდგენელი სიზუსტით და დაუჯერებელი სისწრაფით. თუკი არ ჭირდებით - თქვენთვის ვერ იპოვის დროს, მაშინაც კი თუკი მოწყენილობისგან კვდება.