შაგრენის ტყავი
1831 წ.
სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!... |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მან თითქოს ყველა დაფარული აზრი ამოიკითხა და შეეშინდა საზოგადოებისა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ეს საზოგადოება აღარ ცდილობდა ნიღაბი აეფარებინა მის წინაშე, შეიძლება იმიტომ, რომ მას იგი გამოცნობილი ჰყავდა. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე? |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თანაგრძნობა, რომელსაც ამაოდ ვეძებდი მაღალი საზოგადოების ცივ სფეროებში, აქ იყო, იგი ჭეშმარიტ ნელსაცხებელივით დამაამებელ მტკიცე განცდას წარმოადგენდა... |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ემილი ჟურნალისტი იყო, მას უქმად ყოფნით მეტი სახელი ფქონდა მოხვეჭილი, ვიდრე სხვები წარმატებით იხვეჭენ. იგი გაბედული, შთაგონებული და გესლიანი კრიტიკოსი იყო. მისი ღირსებანი ადვილად ასატას ხდიდნენ მის ნაკლთ. გულახდილი და დამცინავი იყო. მეგობარს პირში ათას ეპიგრამას მიახლიდა, მაგრამ თამამად და პატიოსნად იცავდა პირს უკან. ყველაფერს დასცინოდა, თვით თავის მომავალს. ფული არასოდეს ჰქონდა. ზარმაცი იყო, როგორც ყოველი ნიჭიერი კაცი. ერთ მოსწრებულ სიტყვაში მთელი წიგნის შინაარს დებდა და ცხვირ-პირში ესროდა ადამიანებს, რომელთაც ერთი სიტყვის ჩადება არ სურთ მთელ წიგნში. უამრავ აღქმას იძლეოდა და არაფერს ახორციელებდა. სახრჩობელაზე წავიდოდა მეგობრის გულისთვის. ცინიკოსი იყო, მაგრამ ამასთან ბავშვივით მეამიტი. მუშაობდა მხოლოდ ჟინის ან გაჭირვების კარნახით. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყო. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო? |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სამარცხვინო მონარქია, დამხობილი ხალხის გმირული თავგანწირვის წყალობით, ცუდი ყოფაქცევის დედაკაცი იყო. მასთან შეიძლებოდა სიცილიც და ქეიფიც. მაგრამ სამშობლო ჭირვეული და სათნო ცოლია, გინდა თუ არა, მისი გამოზომილი ალერსი უნდა მიიღო. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მან იგრძნო, რომ ეს პატარა სამყარო მაღალ საზოგადოებად წოდებული შეიძლება შეუგნებლად იმ დიდ მძიმე ულმობელ ზნეობრივ კანონს ექვემდებარებოდა, რომელმაც სრულქმნილი განხორციელება პოვა თეოდორაში. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჭეშმარიტების ლიკვიდაცია რომ მოგვეხდინა, შეიძლება აღმოგვეჩინა, რომ იგი გაკოტრებულია. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპოტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო? |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
განა დიდება დიდი ადამიანების ეგოიზმი არაა, როგორც ბედნიერებაა სულელების ეგოიზმი? |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ. რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე? |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება. მაგრამ დიდი ადამიანის დაშავებისათვის საჭიროა იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ნიჭი დღეჩაგდებულ ციებცხელებას ჰგავს. არც ერთ ქალს არ სურს ეს ავადმყოფობა განიცადოს. ყველას პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საგნის აღმოჩენა უნდა თავის საყვარელში. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალები ნიჭიერ ადამიანებში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, უგუნურში – მხოლოდ ღირსებას. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ღარიბი, დიდი ადამიანისათვის საკმარისი არაა განყენებული სიყვარული. ის სრულ თავგანწირვას მოითხოვს. პატარა არსებებს თავგანწირვა არ აქვთ – ისინი მას სხვებისგან მოითხოვენ. სიყვარულში მხოლოდ ძალაუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას ხედავენ და არა მორჩილებით გამოწვეულს. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების უფლებას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს. |
ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012