შინაარსზე გადასვლა

შეგუება

ვიკიციტატიდან
  •  

„რჩეული ადამიანი თვითონ ეგუება მოვლენებსა და გარემოებებს, რათა ჩაუდგეს მათ სათავეში და უხელმძღვანელოს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)


  •  

„ის კი, ვინც სინამდვილეს ვერ ეგუება ან უნდა გარდაიქმნას, ან უნდა დაიღუპოს.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„იმარჯვებს ის, ვინც ცვლილებებს ეგუება და არა ─ ყველაზე ძლიერი ან ჭკვიანი.“

  ჩარლზ დარვინი
  •  

„იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ... რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„დღემდე არაფერი მძულს ბედს შეგუებულ ადამიანზე მეტად, რომელსაც შეუძლია წლობით იცხოვროს ჯოჯოხეთში, უიმედობაში და ნაბიჯს კი ვერ გადაადგმევინებ.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„საოცარია, რა იოლად ელევი ადამიანი იმას, რასაც ჯერ კიდევ გუშინ გეგონა, რომ ვერასდროს განშორდებოდი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა” (1954 წ.)

  •  

„ადამიანი მხოლოდ წოლის დროს ეგუები საკუთარ არსებას მთელი სისრულით.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)


  •  

„არ არსებობს პირობები, რომელსაც ადამიანი არ შეეგუება, მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მისი გარემომცველებიც ასე ცხოვრობენ.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„მიესადაგეთ ცხოვრებას, როგორც ქამელეონი!“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)


  •  

„რაც არ ეგუება ─ კვდება.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

და თუ დასასრულს ეგუები, ე.ი. უნდა დასრულებულიყო.