შინაარსზე გადასვლა

შეკითხვა

ვიკიციტატიდან
  •  

„ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა ─ ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ ებოძა.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„უმარტივესი კითხვები ყველაზე ღრმაა: “სად დაიბადე?”, “სად არის შენი სახლი?”, “სად მიდიხარ?”, “რას აკეთებ?” დროდადრო იფიქრე ამაზე და დააკვირდი პასუხებს ─ ისინი იცვლებიან.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„დასმული შეკითხვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შენ უნდა გასცე პასუხი.“

  არტურ ბლოხი

  ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ჩემი ნათქვამი ყოველი წინადადება უნდა მიიღოთ არა როგორც მტკიცება, არამედ როგორც შეკითხვა.“

  ნილს ბორი


  •  

„ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„სიბრძნე ის კი არ არის, რომ ყველა კითხვას გასცე პასუხი, არამედ ის, რომ შეეგუო ისეთი კითხვების არსებობას, რომლებიც არასოდეს არ გადაიჭრება.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ნურასოდეს იფიქრებ იმაზე, თუ რა გკითხეს, არამედ იფიქრე იმაზე, თუ რატომ გკითხეს ─ თუ გამოიცნობ რატომ გკითხეს, მიხვდები როგორ უნდა უპასუხო.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„ადამიანებზე პასუხების ნაცვლად შეკითხვების მიხედვით უნდა ვმსჯელობდეთ.“

  ვოლტერი
  •  

„ვინც სვამს შეკითხვას, რისკავს, რომ ხუთი წუთის განმავლობაში სულელად შეფასდეს; ხოლო ის, ვინც კითხვებს არ სვამს, მთელი ცხოვრება სულელად დარჩება.“

  ვოლტერი
  •  

„მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც პასუხი პრაქტიკაში უნდა გაეცეს, შემდეგია: შეიძლება, იყო მარტოხელა და ბედნიერი?“

  ალბერ კამიუ


  •  

„ჩვენ ყურად ვიღებთ მხოლოდ ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა შეგვიძლია.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება; მნიშვნელოვანზე კი ─ არა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ღარიბი ადამიანები ვერ ბედავენ ფასის კითხვას, ურჩევნიათ, დიდი ნერვიულობა გამოიარონ ამის გამო; სხვებს კი, ვისაც შეკითხვის დასმის საჭიროება არა აქვთ, წინასწარ ფასზე შეთანხმება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)


  •  

„შენი შეკითხვები არასწორია, თუ უკვე იცი მათზე პასუხი.“

  ჟოზე სარამაგუ
  •  

„შეკითხვის გაგება უკვე პასუხის ნახევარია.“

  სოკრატე
  •  

„ცხოვრებაში იმას იღებ, რაზეც შეკითხვის დასმის გამბედაობა გეყო.“

  ნენსი დი სოლომონი


  •  

„ვერასოდეს იპოვით ქალს, რომელსაც ყველა კითხვაზე არ აქვს პასუხი; სხვა შემთხვევაში, იგი უენოა.“

  ბენჟამინ ფრანკლინი
  •  

„არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„თუკი ხელისუფლების შენარჩუნება გსურს, პირველ რიგში, შეკითხვის გეშინოდეთ, ბავშვის პირიდან ამოსულის.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

  •  

„მხოლოდ ერთხელ დავკარგე მეტყველების უნარი. ეს მაშინ მოხდა, როცა ვიღაცამ მკითხა: „ვინ ხარ შენ?“

  ჯიბრან ხალილ ჯიბრანი


  •  

„პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ფილოსოფია უპასუხოდ ტოვებს, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სხვანაირად უნდა იქნას დასმული.“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„თქვენს სულში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომელთა დასმაც შეგიძლიათ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„თუ შეკითხვას სწორად დასვამთ, ცხოვრება აუცილებლად გიპასუხებთ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„არასდროს დაფიქრდე იმაზე, თუ რა გკითხეს, იფიქრე იმაზე, თუ რატომ გკითხეს. თუ გამოიცნობ რატომ გკითხეს, მიხვდები როგორ უნდა უპასუხო.“

  ებრაული

მე მაქვს პასუხები, მაგრამ შენ არ გაქვს კითხვები