შინაარსზე გადასვლა

შემთხვევითობა

ვიკიციტატიდან
  •  

„როდესაც ორი ცოცხალი ადამიანისგან ერთ-ერთი უნდა მოისპოს, სულელი უნდა იყო, რომ შემთხვევას მიენდო.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„შემთხვევა თითქმის ყოველთვის ხელს უწყობს მას, ვისაც რაიმე გულით სწადია.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„გულუბრყვილო ხალხი ხანდახან შემთხვევითობაში ფარულ მინიშნებას ხედავს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„სინამდვილეში, ყველა დიდი აღმოჩენა შემთხვევით კეთდება.“

  არტურ ბლოხი

  ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)


  •  

„არაფერი არ ხდება შემთხვევით, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია.“

  თომას ედისონი
  •  

„შემთხვევა მბრძანებლობს ადამიანს და არა ადამიანი მბრძანებლობს შემთხვევას.“

  ევრიპიდე
  •  

„შემთხვევითობა არ არსებობს ─ ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.“

  ვოლტერი
  •  

„ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ─ ყველაფერი საუკეთესო შემთხვევით ხდება.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ყველა ჯარისკაცს სჯერა შემთხვევითობის და მასზეა მინდობილი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)


  •  

„შემთხვევითობა ─ აი, ყველაზე დიდი აღმომჩენის სახელი.“

  მარკ ტვენი


  •  

„ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ; ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში!“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„დაჯამება შემთხვევითობას გამორიცხავს.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„თუ ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მოკიდოს ხელი უიმედო საქმეს, მაშინ მზაკვრული შემთხვევა გზაზე ხვდება მაშინვე.“

  შტეფან ცვაიგი


  •  

ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ...

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით...”


  •  

„შემთხვევითი შეხვედრები არ არსებობს ─ ეს ან სასჯელია, ან გამოცდა ან ბედის საჩუქარი...“

  — [[]]
  •  

„შემთხვევითი შეხვედრები არ არსებობს ─ ეს ან სასჯელია, ან გამოცდა ან ბედის საჩუქარი.“

  — [[]]