შინაარსზე გადასვლა

შემოდგომა

ვიკიციტატიდან
  •  

რატომ გვიყვარს შემოდგომა
ყველას ─ დიდს თუ პატარას?
იმიტომ, რომ კაკალს ბერტყენ,
ადუღებენ თათარას...
იმიტომ, რომ სავსეა
კალათი და გოდორი,
იმიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...

  მურმან ლებანიძე
  •  

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცვული ტყე...
შემოდგომის დღე!

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

ხათრიანი შემოდგომა ტყეში
შესვლის ნებას მოკრძალებით ითხოვს.

  ზურაბ კუხიანიძე
  •  

„მე შევამჩნიე, რომ შემოდგომა უფრო მეტად სულის სეზონია, ვიდრე ბუნების.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„სახლიდან გამოგიყვანს და ბაღის შორეულ კუთხეში ჩამოგსვამს შემოდგომის სიჩუმე, სევდიანი...“

  ვაჟა ხორნაული