შინაარსზე გადასვლა

შვილი

ვიკიციტატიდან
  •  

„მას შემდეგ, რაც შვილი მეყოლა, აღარ მინდა, ახალგაზრდა მოვკვდე.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ამბობენ, ბავშვებისთვის მშობლები ყოველთვის მაგალითია! აი, ჩემთვის კი ჩემი შვილია მისაბაძი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„შვილებს რა ვუყო! უნდა გადავარჩინო, ისე კი, მგონი, ისინი უფრო გადამარჩენენ, იმიტომ, რომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„აქამდე ვფიქრობდი, რომ შვილების ყოლა საუკეთესო საშუალება იყო სიკვდილის დასამარცხებლად. მაგრამ ასე არ ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს შენც და შენი შვილებიც შეიძლება ერთად ამოიხოცოთ, ისე, ვითომ თქვენი ფერის კატასაც არ გაურბენია ამქვეყნად.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„განა მარტო შვილის გაჩენაა თავდადება, მათი დაცვაც და მათ მაგიერ სიკვდილიც.“

  ლევან გოთუა
  •  

„თავგანწირვა ადვილია, შვილის გაწირვაა ძნელი.“

  ლევან გოთუა
  •  

სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთნელის შვილის ყოლასა.

  დავით გურამიშვილი


  •  

„არაფერი სჯობს დილით გაღვიძებას და შვილის ანგელოზისებური სახის დანახვას.“

  ჯონი დეპი
  •  

„დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ამა თუ იმ ხალხს როგორი შვილებიც ეზრდება, ისეთი ქვეყანა ექნება.“

  ოტია იოსელიანი

  ციტატის წყარო: “ქოჩორა მტრედის მოტანილი ბარათი”

  •  

„მე ფულს და ნივთს პატივს არ ვცემ: განძი ის არის, საქები შვილი რომ დაგრჩება.“

  პოლიკარპე კაკაბაძე
  •  

„შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა; შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო.“

  იანუშ კორჩაკი
  •  

„ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.“

  იანუშ კორჩაკი
  •  

„გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.“

  იანუშ კორჩაკი
  •  

„არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.“

  ლუკა 6, 43
  •  

„რასაც შენ აკეთებ შენი მშობლებისთვის, იმას ელოდე შენი შვილებისგან.“

  პლუტარქე
  •  

თევზი ─ წყალს, ცასა ─ ვარსკვლავი,
შვილი ─ დედას და მამასა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ჩემი ვედრება”

  •  

„ჩემი შვილი მაშინ მაჯობებს, ჩემზე უკეთეს შვილს თუ გაზრდის.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„გიყვარდეთ კ ა ც ნ ო, ე რ თ მ ა ნ ე რ თ ი! [...] პირველი მცნება ეს უნდა იყოს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან.“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“

  •  

„ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

კაცს მივუმატოთ ქალი ─
ხანდახან უდრის შვილს!

  ტარიელ ჭანტურია

  ციტატის წყარო: “უბდა”

  •  

„დედას შვილი შეეზიზღა, რადგან მის ხასიათში დაინახა ყველა თავის ნაკლი.“

  მიხეილ ჯავახიშვილი


შვილის დაბადების შემდეგ ხვდები, რომ არსებობს სიცოცხლე, რომელიც საკუთარზე ძვირფასია.

  •  

ხე რომ კვდება, ფესვი რჩება ─
ფესვი ისევ აყვავდება.
ის მშობელი არა კვდება,
ვისაც კარგი შვილი რჩება.

  •  

„თუ შვილები თქვენგან რჩევას ელიან და არა – ფულს, ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლათ!“

  — [[]]
  •  

„დედისთვის ყველაზე ძვირფასი სამკაული შვილის ყელზე შემოხვეული ხელებია.“

  — [[]]
  •  

„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.“

  — [[]]
  •  

„როცა შვილი გყავს, მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ არსებობს სიცოცხლე, რომელიც საკუთარზე ძვირფასია...“

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=შვილი&oldid=56134“-დან