შიში
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ყველაფერი, რაც ოდესმე მინდოდა, შიშის მეორე მხარესაა.“ | |
| — ჯორჯ ადერი |
„ყველაზე დიდი ციხე, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ ─ ეს არის შიში იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები.“ | |
| — დევიდ აიკი |
„ძლიერ ადამიანს არ ეშინია მტრების, მაგრამ ეშინია მეგობრების.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
„შიში ეშმაკის მოუთმენელი მოლოდინისაგან წარმოშობილი ტკივილის გრძნობაა.“ | |
| — არისტოტელე |
„ის, ვინც დაძლევს შიშებს, ჭეშმარიტად თავისუფალი იქნება.“ | |
| — არისტოტელე |
„არავის უყვარს ის კაცი, ვისიც ეშინიათ.“ | |
| — არისტოტელე |
ბ
[რედაქტირება]„მიიღე შენი შიშები მთელი სიძლიერით და მიეცი ნება, გამოავლინონ ძალა; შეაჩერე ისინი, როცა ჩვევად გადაგექცევა, რადგან თუ დამალავ მათ, შიშები თავისით დაიწყებენ გამრავლებას, როგორც სოკოები, და დაგიფარავენ მიზანს, რომლისკენაც მიიწევ.“ | |
| — რიჩარდ ბახი |
„დახრჩობის შიში ახრჩობს ისე, როგორც გაწითლების შიში აწითლებს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„შიში გადამდები ვირუსივით ვრცელდება ყველგან.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„სიკვდილის მეშინია და ძალიანაც ვამაყობ ამ შიშით.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„შიშის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარმოსახვის მართვა.“ | |
| — შარლ ბოდუანი |
„როცა დასაკარგავი არაფერი გაქვს, არც არაფრისა გეშინია.“ | |
| — რეი ბრედბერი |
ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)
„როგორც კი შიში იწყებს ვიღაცის ქმედებების მოტივირებას, ეს ადამიანი აღარ ცხოვრობს აწმყოში, ის ცხოვრობს მომავალში.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
„შიშების მიღება მათგან განთავისუფლების ყველაზე უფრო სწრაფი ხერხია.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
გ
[რედაქტირება]„ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ერთ დღეს შიშმა დააკაკუნა კარზე; სიმამაცე ადგა და გააღო, მაგრამ გარეთ არავინ დახვდა.“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ესთეტიკური შიში პირველი ნიშანია უძლურებისა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
ე
[რედაქტირება]„ყოველთვის აკეთე ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გეშინია.“ | |
| — რალფ უოლდო ემერსონი |
ვ
[რედაქტირება]„არ უნდა გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვისაც არ ვუყვარვართ; უნდა გვეშინოდეს მათი, ვინც თავს გვაჩვენებს, თითქოს ვუყვარვართ.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში არაფრის უნდა გეშინოდეს ─ მხოლოდ ამის გაგებაა საჭირო. ახლა კი დროა, უფრო მეტი გავიგოთ, რომ ნაკლებად გვეშინოდეს.“ | |
| — მარი კიური |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„რაც უფრო უვიცი და ბნელია ხალხი, მით უფრო მშიშარაა.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
ციტატის წყარო: “პატრიარქის შემოდგომა” (1975 წ.)
„თუ შეპყრობილი ხართ შიშით, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ აზროვნებთ.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„არსებობს ორი სახის შიში: ბუნებრივი და არაბუნებრივი. ბუნებრივი შიშის განცდა კარგია ─ ის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან მოდის.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„სიცოცხლე იწყება მაშინ, როდესაც მთავრდება შიში.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ადამიანს ეშინია მხოლოდ იმისი, რაც არ იცის. ცოდნა ამარცხებს შიშს.“ | |
| — ნიკოლოზ პიროგოვი ან ბესარიონ ბელინსკი |
„ჩვენი ახალგაზრდული ოინების თანამგზავრი შიში შეადგენს სწორედ ოინების მთავარ მშვენებას.“ | |
| — ალექსანდრე პუშკინი |
ციტატის წყარო: “ქალბატონი გლეხიგოგო” (1830 წ.)
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]- მაინც, რატომ არ გეშინია არაფრის? | |
| — დათო ტურაშვილი |
ციტატის წყარო: “ჯინსების თაობა” (2008 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]„მთელს ქართლში უშიშარ კაცად ცნობილ ზებულონს თურმე ადამიანისა ეშინოდა.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “ზებულონი” (1988 წ.)
„სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„შიშის მონობა ─ ყველაზე უარესი მონობაა.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„შიში, ნაცვლად იმისა, რომ აგვაცდინოს ფათერაკს, პირიქით შეგვყრის მას.“ | |
| — ლორდი ჩესტერფილდი |
ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “დე, ასე ქროდეს ..”
„ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„შეზღუდვები, როგორიცაა შიშები, უმეტესწილად უბრალოდ ილუზიაა.“ | |
| — მაიკლ ჯორდანი |
ჰ
[რედაქტირება]„შენ მხოლოდ იმის გეშინია რომ არ ხარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან. შეხედე ხალხს, მათ იმიტომ ეშინიათ, რომ ისინი საერთოდ არ იცნობენ საკუთარ თავებს.“ | |
| — ჰერმან ჰესე |
„ტერორი მათემატიკაა.“ | |
| — ალფრედ ჰიჩკოკი |
„ცხვარს სულ მგლის შიში ჰქონდა და მწყემსმა შეჭამა.“ | |
| — [[ ]] |
„არასდროს მისცე შიშს უფლება, განსაზღვროს შენი მომავალი.“ | |
| — [[ ]] |
„როდესაც ბავშვი ვიყავი, მოჩვენებების მეშინოდა... როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ადამიანები უფრო საშიშნი არიან.“ | |
| — [[]] |
„შიში შენ გაქცევს ტყვედ, იმედი კი გაძლევს თავისუფლებას.“ | |
| — [[]] |
ციტატის წყარო: კინოფილმი “გაქცევა შოუშენკიდან” (1994 წ.)