შინაარსზე გადასვლა

შრომა

ვიკიციტატიდან
  •  

„შრომის დასასრული განცხრომის მიღწევაშია.“

  არისტოტელე
  •  

„თუ რაიმეს მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„განათლება ─ საგანძურია, შრომა კი ─ მისი გასაღები.“

  პიერ ბუასტი
  •  

„უბრალოდ იცხოვრო, სანამ არ მოკვდები ─ ეს უკვე მძიმე შრომაა.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„მამაკაცები შინაგანად ზარმაცები არიან; ყველა ქალს რომ სამუშაოს შოვნა შეეძლოს, მამაკაცები სიამოვნებით დასხდებოდნენ სახლში და ლუდს დალევდნენ.“

  ავა გარდნერი
  •  

„მუშაობით გართულებს დრო არ ჰქონდათ ზედმეტი ცნობისმოყვარეობისათვის.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„კაცმა მხოლოდ იმით უნდა იამაყოს, რასაც თავისი შრომით მიაღწევს, შექმნის, რასაც დატოვებს.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)


  •  

„მაიმუნებმა ლაპარაკი იციან, მაგრამ ამას მალავენ, რათა მუშაობა არ აიძულონ.“

  რენე დეკარტი
  •  

„აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„ადამიანი უპირველეს ყოვლისა შემოქმედია; მეგობრობა კი ის, როცა ერთად შრომობენ.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„ბედნიერება იმას ენიჭება, ვინც ბევრს შრომობს.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ვიდრე არ ვიცოდი, რა იყო შრომა, ადვილად ვწყვეტდი ცხოვრების ურთულეს ამოცანებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითონ ვშრომობ, ვხედავ, რომ რაც ძნელია, ის ყოველთვის ძნელი დარჩება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„თუ შრომაში თავიდანვე სული და გული ჩართული არ არის, მისი ძალა და შესაძლებლობა მთლიანი სახით ვერ გამოჩნდება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს, ნაკლები იმუშაოს და ბევრი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო.“

  ილია II
  •  

„ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„დაქორწინდებიან... ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი... შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.“

  იმანუელ კანტი
  •  

„იყავით დაკავებულნი ─ ეს ყველაზე იაფფასიანი და ამავე დროს, ყველაზე ეფექტური წამალია დედამიწაზე.“

  დეილ კარნეგი
  •  

„მშრომელ მასებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, სხვისი არავისი.“

  ვლადიმერ ლენინი
  •  

„შვილო ჩემო, ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს.“

  თომას მანი
  •  

„მხოლოდ მას შეუძლია შეინარჩუნოს ღირსება და თავისუფლება, არ ეშინოდეს პოლიტიკური კატასტროფებისა და ბედის უკუღმართობის, ვინც პატიოსანი, ოფლით მონაპოვარი პურით ცხოვრობს.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ჩვენ დაბადებულები ვართ იმისთვის, რომ მოვიმკოთ ჩვენი შრომის ნაყოფები, საზოგადოებას სარგებელი მოვუტანოთ და არ ვიყოთ მისი მძევლები.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„მათხოვარი ქუჩაში დგას ნებისმიერ ამინდში, ავადდება ვენების ვარიკოზით, ქრონიკული ბრონქიტით და ა. შ. ─ ეს ისეთივე შრომაა, როგორც ნებისმიერი სხვა.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„სინამდვილეში, არავის აინტერესებს, სასარგებლოა ვინმეს შრომა თუ უსარგებლო, პროდუქტიულია თუ პარაზიტული. მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ შრომა მომგებიანი იყოს.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„უსარგებლო შრომის შენარჩუნების ინსტინქტი, ძირისძირში, მხოლოდ და მხოლოდ ბრბოს შიშია.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)


  •  

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„დიდ ადამიანებს შრომა კვებავს.“

  სენეკა
  •  

„პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცემისა.“

  სტენდალი
  •  

„ბედნიერების უეჭველი პირობა შრომაა: ჯერ ერთი, საყვარელი და თავისუფალი შრომა, მეორეც ─ ფიზიკური შრომა, რომელიც კაცს მადას უღვიძებს და მაგარ, მშვიდ ძილს ჰგვრის.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„იშრომე და ღმერთიც მოგცემს. ჰო, ღმერთი გარჯას უფასებს კაცსა, მცონარები და დოყლაპიები არ უყვარს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ნიჭის განვითარება შრომას მოითხოვს, და მხოლოდ შრომას მოაქვს წარმატება.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)


  •  

ყველაის შრომამც იქნება
მშობელი ქვეყნის წამლადა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “სიკვდილი გმირისა” (1899 წ.)

  •  

მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ჩემი ვედრება”

  •  

„რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ─ ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„დიდი ტალანტი დიდ შრომისმოყვარეობას მოითხოვს.“

  პეტრე ჩაიკოვსკი
  •  

„ხის ფეხსაცმლისგან ხის ფეხსაცმლამდე ─ გზა ოთხ თაობას შორის: პირველი თაობა აგროვებს, მეორე ─ ამრავლებს, მესამე ─ ხარჯავს, მეოთხე ─ ქარხანაში ბრუნდება.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ქალის საქმიანობა შეუმჩნეველია, მაგრამ თუ წაიზარმაცა ─ მაშინვე ყველა ყველაფერს ამჩნევს!“

  სევინჩ ჩოკუმი


  •  

შრომა ხალხისა შეერთებული
ძალთა-ძალია სტიქიონური;
ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი,
გინდა ბრძანებაც იყოს მეფური!..

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “ნატვრა”

  •  

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ნიჭი, გარჯა და მხნეობა დღეს თუ ხვალ ფულსაც იშოვის და შემწეობასაც მოიპოვებს; ყოველივე ეგ თითონ ფულია, თითონ ღონეა და სიმდიდრე, ოღონდ კი კაცი ნუ შეიკეტება ოთხ-კედელ-შუა, ოღონდ კი გულხელდაკრეფილი ცას ნუ შევაჩერდებით: აცა, მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ჩვენი ხალხი და განათლება” (2 მაისი, 1886 წ.)

  •  

„ბოლოს და ბოლოს, ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი ─ შრომა, მეორე ─ შრომა და მესამე ─ ისევ შრომა.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ყოველდღიურად ვრწმუნდები იმაში, რომ რაც უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო მეტად მიმართლებს ყველაფერში.“

  ტომას ჯეფერსონი


  •  

„სამუშაო საუკეთესო წამალია ყოველგვარი უბედურებისგან.“

  ერნესტ ჰემინგუეი

No results? Keep Working. Bad Results? Keep Working. Good Results? Keep Working.

  •  

„ბუნება ადამიანებს დიდი შრომის გარეშე არაფერს აძლევს.“

  — [[]]
  •  

„მძიმე შრომა ─ ეს არის დაგროვილი მცირე საქმეები, რომლებიც არ გავაკეთეთ თავის დროზე.“

  — [[]]
  •  

„ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიანო.“

  — [[]]
  •  

„ჩემპიონები ვარჯიშობენ, წაგებულები ─ ჩივიან.“

  — [[]]
  •  

„მძიმე შრომა ─ ეს არის დაგროვებული მცირე საქმეები, რომლებიც არ გავაკეთეთ თავის დროზე.“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=შრომა&oldid=54361“-დან