შინაარსზე გადასვლა

შური

ვიკიციტატიდან
  •  

„შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.”

  ნეტარი ავგუსტინე


  •  

„მთელი მსოფლიო შურის თვალით შეჰყურებდა ამერიკას, იმიტომ, რომ მომავალს ყოველთვის შურით ვუყურებთ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„შურიანი ადამიანი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც მეგობრის წარმატებას იგებს.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„შური ─ სისუსტეა, სუსტი კაცის თვისებაა, ამ სისუსტის დაფარვის ცდაა.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ქალისთვის უფრო ადვილია ეშმაკი ჩაკოცნოს, ვიდრე სხვა ქალზე თქვას, რომ ის ლამაზია.“

  ნიკოლოზ გოგოლი
  •  

„შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე.“

  წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი


  •  

„ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ორეული” (1846 წ.)

  •  

„არ უნდა გიწევდეს წნევას სხვისი კარგი.“

  ნოდარ დუმბაძე


  •  

„ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელების, რომლითაც თავად ვერ ისიამოვნეს.“

  ეზოპე
  •  

„შური ბედნიერთა მტერია.“

  ეპიკტეტი
  •  

„ვისაც შურით არავინ ხედავს, არც აქვს ბედი შესაშური.“

  ესქილე
  •  

„როგორც კი იშობა სათნოება, იქვე გაჩნდება შური. და უმალ სხეული დარჩება უჩრდილოდ, ვიდრე სათნოება შურის გარეშე.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„როცა გშურს, შენ იქა ხარ, შენი გონება სხვაგან არის. იმის წარმატება გკლავს და შენი თავისთვის დრო აღარ გრჩება...“

  კახი კავსაძე
  •  

„შური – დროის უაზრო ხარჯვაა; შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ჩვენი შური გრძელდება იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ის ბედნიერება, რისიც გვშურს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

კარგი, ვთქვათ გახდი, ─
რაც გულით გსურდა,
ვთქვათ, შენი შურს, ─
შენ ვისიც გშურდა,
მერე?

  მუხრან მაჭავარიანი
  •  

„შურიანები კვდებიან, მაგრამ შური ─ არასოდეს.“

  მოლიერი
  •  

„უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.“

  მონტესკიე
  •  

„შურიანი ხალხი ხშირად მსჯელობს იმაზე, რაც არ იციან, და აკრიტიკებენ მათ, ვის დონეზეც ვერასდროს ვერ მიაღწევენ.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„შური არს მწუხარება სხვისა სიკეთეზე ზედა.“

  სულხან-საბა ორბელიანი
  •  

„შური მკვლელობის ფესვია.“

  იოანე ოქროპირი


  •  

„ან უშურველი კარგად ვინ ვიცნოთ, თუ კი არ იყო შური და მტრობა?“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„არაფერი ისე არ ამცირებს ადამიანს, როგორც შურიანობა.“

  შტეფან ცვაიგი
  •  

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

„შურს ისა სწყინს და გულს უკლავს,- სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.“

  ილია ჭავჭავაძე

შურს კი დამსახურება უნდა. მე მხოლოდ მაშინ დავმარცხდები, როცა სხვისი გამარჯვების შემშურდება.

  •  

„შურიანმა სულ რომ არაფერი თქვას, მისი სახე ილაპარაკებს.“

  — [[]]
  •  

„თუკი დადგება შურის მომენტი... ბრმას თვალი აეხილება, მუნჯი ენას ამოიდგამს და ყრუ სმენას დაიბრუნებს.“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=შური&oldid=55064“-დან