შინაარსზე გადასვლა

შურისძიება

ვიკიციტატიდან
  •  

„საუკეთესო შურისძიება იქნება, მტერმა ვერ დაგიმსგავსოს.“

  მარკუს ავრელიუსი
  •  

„ხშირად შურისმაძიებელი ისევე მშიშარაა, როგორც ─ თვით მსხვერპლი.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “წითელი სასტუმრო” (1831 წ.)

  •  

„სულმდაბალ ადამიანთათვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შურისძიება საკუთარი მახინჯი არსების გამო.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„დახვეწილი სისასტიკე იმსახურებს ასეთსავე დახვეწილ საზღაურს.“

  ჯეიმს ბლიში

  ციტატის წყარო: “ხელოვნების ნაწარმოები” (1956 წ.)


  •  

„საუკეთესო შურისძიება დავიწყებაა ─ ის დაასამარებს მტერს მისი არარაობის მტვერში...“

  ბალთაზარ გრაციანი
  •  

„შურისძიების საუკეთესო საშუალებაა ─ დაუმტკიცო ადამიანს, რომ შეგიძლია მის გარეშე ცხოვრება.“

  ალენ დელონი


  •  

„თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება, ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხდი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.“

  ვოლტერი
  •  

„სამაგიეროს გადახდა ყოველთვის არის პატარა და ვიწრო გონების სუსტი სიამოვნება.“

  იუვენალი
  •  

„არასდროს ეცადოთ მტრებთან ანგარიშსწორებას, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ.“

  დეილ კარნეგი
  •  

„შურისძიების დაწყებამდე გათხარეთ ორი საფლავი.“

  კონფუცი
  •  

„ნურასოდეს გადაუხდით სამაგიეროს სულმდაბალ ადამიანებს ─ უბრალოდ გახდით ბედნიერი და ისინი ვერ გადაიტანენ ამას!“

  იური ნიკულინი
  •  

„არასდროს იჩქარო სამაგიეროს გადახდა ─ გაოცდები, ცხოვრება ამას ისე ლამაზად გააკეთებს...“

  ალ პაჩინო
  •  

„შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თვალს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“

  მარიო პიუზო

  ციტატის წყარო: “ნათლია” (1969 წ.)


  •  

„როდესაც ადამიანი ბოროტებას გაგიკეთებს, შენ სამაგიერო ბოროტების სანაცვლოდ ─ კანფეტი მიეცი. კიდევ თუ ბოროტებას გაგიკეთებს, კვლავ კანფეტი გაუწოდე და ასე გააგრძელე მანამ, სანამ დიაბეტი არ დაემართება.“

  ფაინა რანევსკაია


  •  

„მათ მოკლეს ჩემი ორი ულამაზესი შვილიშვილი, მაგრამ მე გადავარჩინე ბავშვები მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ნუთუ ეს არ არის ყველაზე დიდებული შურისძიება?“

  ალბერტ სეიბინი
  •  

„მას, ვინც გაწყენინებს, შეხედე როგორც შენზე სუსტს. პატარა ბავშვს ხომ არ გადაუხდი სამაგიეროს? ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს, რადგან მას ბოროტება კი არა, უსუსურობა ბადებს.“

  ნიკოლოზ სერბი
  •  

„უდიდესი წარმატება საუკეთესო შურისძიებაა.“

  ფრენკ სინატრა
  •  

„ჩემს თავზე შურს ყველაზე საზარელი გზით ვიძიებ, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო: მე მას დავივიწყებ.“

  ჯონ სტეინბეკი


  •  

„ადამიანს ყველაფერი კუთვნილისამებრ უნდა მიუზღო; ეს ადამიანისავე ინტერესებშია.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)


  •  

„გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„სუსტი შურს იძიებს, ძლიერი აპატიებს, ბედნიერი დაივიწყებს.“

  ჰერაკლიტე

შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიართვა... მაშინ არის გემრიელი. Karma's only a bitch, if you are.

  •  

„სულები, რომლებსაც შურისძიება მართავთ, ყოველთვის ტყვეობაში არიან.“

  — [[]]