შინაარსზე გადასვლა

ჩვევა

ვიკიციტატიდან
  •  

„ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული, ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.“

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “წერილი მაიკო ორბელიანისადმი” (1842 წ.)

  •  

„ძალზე ძნელია იმ წრის და იმ თაობის ჩვევებს გამოეყო, რომლის წევრიც ხარ.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)


  •  

„ცხოვრება ძალიან სწრაფად გადადის ჩვეევაში.“

  ალბერ კამიუ
  •  

„ცუდი ჩვევების დაძლევისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და არა ხვალ.“

  კონფუცი
  •  

„ჩვეულება დიდებული რამ არის.“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ყველაზე რთული უსაქმურობის დროს შეძენილი ჩვევების დაძლევაა.“

  უილიამ ფოლკნერი


  •  

„ჩვევები არსაიდან ჩნდებიან და ისინი შეგიძლიათ გაუშვათ კიდეც.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„ჩვევები ურთიერთდაკავშირებულნი არიან [...] ნებისმიერი ჩვევა, რომელიც ნებისყოფას ასუსტებს, გაჩენისთანავე მოიტანს უამრავ სხვა ჩვევას, რომლებიც თქვენს გონებაში შეაღწევს და დაიპყრობს მას.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„არასასურველი ჩვევები მანამდე უნდა მოიშორო, სანამ ისინი ცხოვრების წესად იქცევა, რადგან ამის შემდეგ უკვე შენი ბუნების ნაწილს წარმოადგენს.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

ჩვეულება რჯულზე

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ჩვევა&oldid=55123“-დან