ჩრდილი ერთი სინამდვილის
„ჩრდილი ერთი სინამდვილის“ (ფრანგ. L'ombre d'une vérité) — ნიკოლოზ ინასარიძის სოციალურ-ფსიქოლოგიური ხასიათის რომანი. დაიწერა 1934 წელს, პარიზში და ორ წელიწადში — 1936 წელს — იქვე გამოქვეყნდა. ნაწარმოები ასახავს საბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ და მორალურ სინამდვილეს, ემიგრაციაში მყოფი მწერლის თვალით დანახულ კომუნისტურ სისტემას და ადამიანის შინაგან ბრძოლას ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
ციტატები
[რედაქტირება]„ხშირად საუბარს სულის დაზვერვის ხასიათი აქვს, განსაკუთრებით ქალ-ვაჟთა შორის.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი I. სამწუხარო შემთხვევა
„კარგს ცხოვრებაში არ უნდა მოელოდე, კარგი შეიძლება შეგხვდესო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი II. დედის სულიერი მღელვარება
„წყლის ადიდება უთუოდ საშიშია, მაგრამ ადიდებული ხალხიც, როცა სტიქიად იქცევა, წყლის ყველა თვისებას ატარებს და მე ვიტყოდი, რომ წყალზეც საშიშია.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი III. ტრაღიკული ღამე
„ადამიანს როცა ძალიან დამალვა უნდა რამის, გულში ნათქვამისაც ეშინია, ჰგონია ფიქრსაც მისმენენო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი IV. თავის თავთან
„ტკივილები თუ დარდი, როგორც გინდათ მას უწოდეთ, უთუოდ ნიადაგს ეძებენ თავისი თავისათვის.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი V. დროს ტკივილები
„ჯარი არ არის იდეალი კაცობრიობის.. ჯარში კაცს პიროვნება არა აქვს.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი V. დროს ტკივილები
„ქართველები მძიმედ, ძალიან დინჯად დადიან, მაგრამ თუ კი რამე მოგლეჯს, მაშინ ისინიც აშვებულ ქვებისავით შეუკავებლები არიან..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი VIII. ლამაზი დაცინვა
„ხეს გაზაფხულზე სხვა აქვს ფერიც, გამოხედვაც, სიხარულიც ─ შემოდგომაზე სხვა და ეგებ ადამიანიც შემოდგომაზე სხვა უნდა იყოსო?!“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი IX. გაფრთხილება
„ნივთიერი გაჭირვება რა არის, კაცს ღმერთმა სული არ უნდა ატკინოსო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი X. ვიღაც კვნესოდა...
„კაცი ომში მრისხანეა, დედის, ან ძმის საფლავთან რბილდებაო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XI. წამება
„დანაშაულის ჩადენის შემდეგ გვიანღაა სასჯელის ანუ ზომის მიღება.. კაცი კლდეზე გადავარდნამდის უნდა დაიჭირო..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XII. შეხვედრითი ტკივილები
„კაცთან როცა გზა აღარ მიდის, ღმერთთან უნდა წახვიდეო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XV. მლოცველები
„ადამიანები ქალაქში რო ჩამოდიან, მდინარეში ჩავარდნილ წყლის წვეთებისავით იცვლებიან: მათ აქ მოძრაობა სხვა უჩნდებათ, სხვა ტკივილები, სხვა ლტოლვანი ─ გეგონებათ ქალაქამდის მოტანილი ტვირთი ჩამოიხადეს და სხვა შეიდეს მხრებზეო.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XVI. ბიას დაკარგვა
„ათი-ათასშიც თითეულს თავისი სხეული ექნება თავისი ფიქრით, დარდით, თავისუფლებით ისე, როგორც ტყეში უთვალავი ხეები თავ-თავიანთ ფესვებით არიან ჩაფლულნი მიწის წიაღში..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XVII. სიტყვებზე ღონიერი
„შიში თავის-თავის გადარჩენის ─ აი, ნამდვილი საშუალება ადამიანისაგან სამუშაო ძალის გამოგლეჯის..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XIX. წითელი კატორღა ─ როგორ იხოცებოდენ
„ახალგაზრდობაში მეტი თანაგრძნობაა უსამართლოდ წაქცეულისადმი.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXIV. გულის ბინა
„დიდ თანამდებობის კაცის ტყუილს უკანონო ქვეყანაში მართლად მიიღებენ.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXIV. გულის ბინა
„საკვირველი არიან მამაკაცები! ქალი რო ჰყავდა, ის არ ჰყოფნიდა, ქალის წარსულიც უნდა ჰქონოდა..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXXVI. გზა მძიმე
„მანამ სიკვდილი, თავის მოკვლა არსებობს, ისე სხვის სიცოცხლეზე ბატონობა შეუძლებელია..“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXXVIII. სად წავიდოდა?
„თითეულ ხესთან, ყვავილთან, თითეულ სუნთქვასთან ღმერთიც თან არის, როგორც სურვილთან, როგორც ფიქრთან თავისი თავის.“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXXIX. დროს აქიმობა
„აი, რატომ წინასწარ აღებული ცხოვრების ფორმა, თუ რომ ის თავისუფლებით არ არის გამოწვეული, ძალადობაა, ძალადობა.. ო, წესრიგის, წესწყობილების ცვლის საშულებავ, ─ თავისუფლებავ, მუდამ დიდო, მუდამ თბილო იდეალო კაცობრიობის!“ |
ციტატის წყარო: “ჩრდილი ერთი სინამდვილის”. თავი XXXIX. დროს აქიმობა