შინაარსზე გადასვლა

ცოდვა

ვიკიციტატიდან
  •  

„რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.”

  — ნეტარი ავგუსტინე
  •  

„ჩვენ ერთმანეთს ჩვენი ცოდვებით უფრო ვუკავშირდებით, ვიდრე ჩვენი ღირსებებით.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„ჩვენი ეპოქის პრობლემები ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოწყობას კი არ უკავშირდება, არამედ ეგრეთ წოდებულ პირველ ადამიანს, ადამს, პირველყოფილ ცოდვას, თუ ეს უფრო გასაგებია. მომხვეჭელობა. სიხარბე. ეგოიზმი. ამას ყველაფერს დამატებული თვითგანადგურება.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)

  •  

„მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა?!“

  — მამა გაბრიელი
  •  

„გძულდეს ცოდვა. გიყვარდეს ცოდვილი.“

  — მაჰათმა განდი
  •  

„სანამ ცხოვრობ, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ცოდვილი და დამნაშავე ხდები ვიღაცის წინაშე, მაინც ბრალი მიგიძღვის, მაინც გითრევს ცხოვრება თავის ბედუკუღმართობაში.“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1875 წ.)

  •  

„შენი ყველაზე დიდი ცოდვა ისაა, რომ შენ უღალატე საკუთარ თავს და გაანადგურე იგი.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ცოდვას რომ დავეხსნა, ცოდვილს რაღა ეშველება?“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?

  — ანა კალანდაძე

|- |   | ციტატის წყარო: “ფეხი დამადგით” (1959 წ.)

  •  

„ცოდვა ყოველთვის ღიად მოდის და მაშინვე შეიგრძნობა; ის თავის ფესვებშივე მიდის და მისი ამოგლეჯა საჭირო არაა.“

  — ფრანც კაფკა
  •  

სულ რომ არ იყოს ქვეყნად ცოდვები,
თუნდაც გაჩენის პირველ დღიდანვე
არ იქნებოდა არც შეცოდება,
არც სინანული და არც წმინდანი.

  — შოთა ნიშნიანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სულ რომ არ იყოს...”

  •  

„სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.“

  — იოანე ოქროპირი
  •  

„ცოდვაში მცხოვრები მკვდრისაგან არაფრით განსხვავდება.“

  — იოანე ოქროპირი
  •  

„ცოდვა საკუთარი თავის უარყოფიდან იწყება.“

  — დონ მიგელ რუიზი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი თანხმობა” (1997 წ.)

  •  

„კაცობრიობა ზედმეტად სერიოზულად უყურებს ყველაფერს; ეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ცოდვაა.“

  — ოსკარ უაილდი
  •  

მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

  — ილია ჭავჭავაძე

|- |   | ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

„ჭეშმარიტი კაცობა არქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონა მადლისა.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ცოდვა ─ ესაა ადამიანის აზრი ან საქციელი, რომელიც მას უბედურს ხდის.“

  — ნაპოლეონ ჰილი

|- |   | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„შენს ცოდვებზე იდარდე, ჩემსას არ გკითხავს ღმერთი...“

  — [[]]
  •  

„ერთხელ ადამიანი განვიკითხე ცოდვის გამო, მე კი იმ ცოდვამ 15 წლის შემდეგ მიპოვა.“

  — [[]]

ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა. ყოველი, რომელმან ჰქმნა ცოდვა, მონა არს იმა ცოდვისაო.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ცოდვა&oldid=57628“-დან