ცოდნა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ცოდნა შეცდომების გაცნობიერებაა.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
„საფუძვლიანი ცოდნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი სწავლების უნარია.“ | |
| — არისტოტელე |
„ბუნებით ყველა კაცს ცოდნა სწადია.“ | |
| — არისტოტელე |
ბ
[რედაქტირება]„განა დანახვა ცოდნას არ ნიშნავს? [...] განა ბრძნული სიტყვა ცოდნისგან არ მოდის?“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„ჩვენ იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით. ცოდნა ძალაა.“ | |
| — ფრენსის ბეკონი |
„არასოდეს გექნება საკმარისი ცოდნა, თუ არ ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია.“ | |
| — უილიამ ბლეიკი |
გ
[რედაქტირება]„ის, რაც ჩვენ ვიცით საკუთარი თავის შესახებ, არ წარმოადგენს დასრულებულ ჭეშმარიტებას.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„ადამიანის „სანახევრო ცოდნა“ ხშირად სხვისი ცოდნისგან მომდინარეობს.“ | |
| — გოეთე |
„უმტკიცო ადამიანს ცოდნის აუცილებლობა, იგივეა, რაც უმტკიცო მას, რომ თვალის სინათლე სასარგებლოა.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი. | |
| — დავით გურამიშვილი |
ციტატის წყარო: სწავლა მოსწავლეთა
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა. | |
| — დავით გურამიშვილი |
ციტატის წყარო: სწავლა მოსწავლეთა
დ
[რედაქტირება]„ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები, თორემ უმეცარი დარჩები.“ | |
| — დემოკრიტე |
„მცდარი ცოდნა უარესია, ვიდრე არცოდნა.“ | |
| — ადოლფ დისტერვეგი |
ე
[რედაქტირება]„ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. ძაღლები მას უყეფენ, ვისაც არ იცნობენ.“ | |
| — ჰერაკლიტე ეფესოელი |
ვ
[რედაქტირება]„ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.“ | |
| — პოლ ვალერი |
„შეიძლება ელაპარაკო მცოდნეს ან უცოდინარს, მაგრამ შეუძლებელია ელაპარაკო ნახევრად მცოდნეს.“ | |
| — ვლადიმერ ვერნადსკი |
„თუ ბევრი ენა იცი, ბევრი გასაღები გაქვს ერთი ბოქლომისთვის.“ | |
| — ვოლტერი |
„რაც უფრო მეტს კითხულობთ და ფიქრობთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ ბევრი იცით და რაც უფრო ფიქრობთ კითხვის დროს, მით უფრო ნათლად ხედავთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცით.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„გზა, რომელსაც ცოდნისაკენ მივყავართ გაგების ყოველგვარი მოსაწყენი პროცესის გარეშე ─ სამეფო გზაა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„რამდენადაც ნაკლებია ცოდნა, მით მეტია გმობის უნარი.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„როცა მარგალიტის დამჭერი ზღვის ფსკერზე ჩაყვინთავს, დიდხანს არ უნდა დარჩეს იქ, თორემ დაიღუპება. ზევით უნდა ამოვიდეს ხოლმე და ჰაერი ჩაისუნთქოს. თუ გსურს იცოცხლო, უნდა ამოყურყუმალავდე ცოდნის ზღვიდან და ნაპირზე გამოხვიდე.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ადამიანები მეტ-ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და თავს მკვლელობის ნებას აძლევს.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ჩაანაცვლე ჩუმი გაღიზიანება აქტიური ცოდნით და აღმოაჩენ, რომ საკუთარ პრობლემაზე დიდი ხარ.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ცოდნა განთავისუფლებს შიშისგან.“ | |
| — კარლო კაჭარავა |
„რა ბედნიერია ის, ვინც არ ერიდება თავის უცოდინრობის გამომჟღავნებას.“ | |
| — პაულო კოელიო |
„იცოდე რა იცი და იცოდე რა არ იცი ─ ესაა ნამდვილი ცოდნა.“ | |
| — კონფუცი |
„ცოდნამდე სამი გზა მიდის: მსჯელობა ─ ყველაზე კეთილშობილი გზა; მიბაძვა ─ ყველაზე მარტივი; გამოცდილება ─ ყველაზე მწარე.“ | |
| — კონფუცი |
„რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„გაუზიარე ცოდნა სხვებს ─ ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი ─ ყველაფერი.“ | |
| — ფრანსუა დე ლაროშფუკო |
მ
[რედაქტირება]„რაღაცის არცოდნა ნამდვილი ცოდნის ღირსებაა და არა ადამიანის დამამცირებელი ფაქტი. აბსოლუტურ ცოდნას ორნი ფლობენ: ღმერთი და აბსოლუტური კრეტინი.“ | |
| — გია მურღულია |
ნ
[რედაქტირება]„ის, რაც ვიცით, წვეთია. რაც არ ვიცით ─ ოკეანე.“ | |
| — ისააკ ნიუტონი |
ო
[რედაქტირება]„ბიზნესის საიდუმლოება არის ისეთი რამის ცოდნა, რაც სხვამ არავინ იცის.“ | |
| — არისტოტელ ონასისი |
„შენი არაფერი იყო, შენს თავის ქალაში არსებული რამდენიმე კუბური სანტიმეტრის გარდა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
„აი, რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ, იდუმალებას კარგავს.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ერთი ადამიანი შეუძლებელია ყოვლისმცოდნე იყოს.“ | |
| — ტიტუს მაქციუს პლავტუსი |
„მცირე ცოდნა საშიში რამაა. ან ღრმად ჩასწვდი კასტალის წყაროს, ან სულ ნუ იგემებ. იქ პატარა ყლუპები შხამავს და აბრუებს გონებას და მხოლოდ უხვად დალევა აფხიზლებს მას.“ | |
| — ალექსანდრე პოუპი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ემოციური რეაქციის დონე, ფაქტების ცოდნის უკუპროპორციულია ─ რაც უფრო ნაკლები იცით, მით უფრო აგრესიული რეაქცია გაქვთ თქვენი ცოდნის საწინააღმდეგო ფაქტის გაგების დროს.“ | |
| — ბერტრან რასელი |
„რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება; ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
„კარგის ცოდნა უფრო საჭიროა, ვიდრე ბევრის ცოდნა.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]„მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.“ | |
| — სოკრატე |
„ქალთან ლაპარაკი ზოგჯერ მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]„არ არის სამარცხვინო და საზიანო არცოდნა ─ ყველაფრის ცოდნა არავის შეუძლია… სამარცხვინო და საზიანოა თავის მოჩვენება, რომ იცი ის, რაც არ იცი.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს და ბერავს პატარა ადამიანს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„მთავარია ცოდნის არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. შეიძლება ძალიან ბევრი იცოდე, მაგრამ მთავარი არ იცოდე.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„რამდენად ბევრი იცის მან, ვისაც ერთი წიგნიც კი არ დაუწერია არასდროს...“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ, რომ იცოდეთ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
ფ
[რედაქტირება]„ვისაც ცოდნა აქვს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, სხვებზე მაღლა დგას. ხოლო, ვინც არაფერი იცის, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოს, ყველაფერი იცის, უბრალოდ, ავადაა.“ | |
| — ერიხ ფრომი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]„ვისაც ჰგონია, რომ ჩაწვდა ყველაფრის არსს, მან არაფერი იცის." | |
| — ლაო-ძი |
წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და, საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. ძაღლები მას უყეფენ, ვისაც არ იცნობენ.“ | |
| — ჰერაკლიტე |
„ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა ─ ყოველგვარ ცოდნაზე მაღლა დგას.“ | |
| — ებრაული |
ცოდნა ისეთი რამეა, რასაც ყველგან თან წაიღებ, ვერც ვერავინ მოგპარავს ან წაგართმევს.
როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.