ცხოვრება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ჩვენს ცხოვრებას არ განსაზღვრავს გამოცდილება, არამედ ის მნიშვნელობა, რომელსაც თავად ვანიჭებთ მას.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
„ცხოვრება, ჭადრაკისაგან განსხვავებით, შამათის შემდეგაც გრძელდება...“ | |
| — აიზეკ აზიმოვი |
„ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს ─ ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა ─ საშიში.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
„რაც უფრო უშინაარსოა ცხოვრება, მით უფრო მძიმეა იგი.“ | |
| — ვუდი ალენი |
„თუ ცხოვრება ილუზიაა, მაშინ მისთვის ზედმეტად ძვირი გადამიხდია.“ | |
| — ვუდი ალენი |
„თქვენ შეძლებთ იცხოვროთ 100 წელს, თუ უარს იტყვით იმაზე, რატომაც სურთ ადამიანებს 100 წლამდე ცხოვრება.“ | |
| — ვუდი ალენი |
„ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს; დანარჩენი ─ არსებობაა.“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
|- | | ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წ.)
„ცხოვრება ლამაზი მელოდიაა, მხოლოდ სიმღერები აირია...“ | |
| — ჰანს კრისტიან ანდერსენი |
„არ არსებობს ზღაპარი იმაზე კარგი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის.“ | |
| — ჰანს კრისტიან ანდერსენი |
„ცხოვრობ მხოლოდ ერთხელ და ამაშიც არ შეიძლება იყო დარწმუნებული.“ | |
| — მარსელ აშარი |
ბ
[რედაქტირება]„ცხოვრება კომბინაციათა თანამიმდევრობაა, საჭიროა მათი შესწავლა, მათი მიყოლა, რათა უცვლელად შეინარჩუნოთ ხელსაყრელი მდგომარეობა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)
მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი, | |
| — ნიკოლოზ ბარათაშვილი |
|- | | ციტატის წყარო: “ფიქრნი მტკვრის პირას” (1837 წ.)
„ცხოვრება ცრემლების ხეობაა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ნებისმიერი ცხოვრების იმდენი ვერსია არსებობს, რამდენიც მთხრობელი: ყველას თავისი სიმართლე აქვს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ოჯახიდან მიდიხარ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ცხოვრება ორ ნაწილად გაყოფილი წარმომედგინა: პირველი ─ მონობის პერიოდი, მეორე კი პირველის დასავიწყებლად საჭირო დრო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ნეტავ ჩემი ცხოვრება უფრო მძიმე ყოფილიყო. სამწუხაროდ, იგი დამამცირებლად მარტივია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩემი ცხოვრება იმ საღამოს ჰგავს, რომელზეც მოსაწვევი ბარათის გარეშე მიდიან.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„რა მშვენიერი ხდება ცხოვრება, როცა მასში თითქმის აღარ ხარ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„კატასტროფები საჭიროა: მათ შემყურეს ცხოვრება გინდება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ცხოვრება გრძელი ფილმის ლენტს ჰგავს: იწყება დაბადებიდან და სიკვდილამდე გრძელდება; ხანდახან ზოგიერთი სცენის მონტაჟი კარგი იქნებოდა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)
„ადამიანთა ცხოვრების თეატრში მაყურებელთა ადგილი მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ დაჯავშნილი.“ | |
| — ფრენსის ბეკონი |
„ერთ დღეში ცხოვრებას ვერ შეცვლი, მაგრამ ერთ დღეში შეიძლება აზრის შეცვლა ისე, რომ ცხოვრება შეგეცვალოს.“ | |
| — ოტო ფონ ბისმარკი |
„ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებას ჰგავს ─ კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.“ | |
| — ოტო ფონ ბისმარკი |
„ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი პაციენტი ოცნებობს გადაცოცდეს სხვა საწოლზე.“ | |
| — შარლ ბოდლერი |
„ცხოვრება ისეთი რამეა, ჯანს გაცლის, სახეს გაძრობს... მაგრამ არა უშავს ─ ხვალ უკეთესი დღე დადგება.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
„შენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც შენ დაუშვებ, რომ იყოს.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
„თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან ─ როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია...“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
|- | | ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
„რაც არ უნდა თქვან პესიმისტებმა, დედამიწა სრულიად მშვენიერია, მთვარის ნათების ქვეშ კი ─ უბრალოდ განუმეორებელია...“ | |
| — მიხეილ ბულგაკოვი |
|- | | ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)
გ
[რედაქტირება]„ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: წერილი ვაჟისადმი (1955 წ.)
„ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე,გარს შემოუარო.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს – ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ, არ წამეკითხაო...“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: “მთვარის მოტაცება” (1933-1934 წწ.)
„ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს – მასავით მოკლე და დასვრილია.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ერთადერთი საშუალება, იცხოვრო – მდგომარეობს იმაში, რომ სხვასაც მისცე ცხოვრების უფლება.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„სიტყვები ვერ ამოწურავენ იმას, რასაც ცხოვრება თავის თავში იტევს.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„ცხოვრების სინამდვილეს მაშინ შეიცნობენ ხოლმე, როცა ბრძოლისაგან იღლებიან, როცა აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლიათ, რადგან განვლილია სიცოცხლის გზა.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„ცხოვრება რომ შეიცნოთ, ბევრი რამ უნდა შეიყვაროთ.“ | |
| — ვინსენტ ვან გოგი |
„ცხოვრება ოცნებების მსხვრევაა სინამდვილით.“ | |
| — ნიკოლოზ გოგოლი |
„იმის მაგივრად, რომ შვებულებაზე იფიქროთ, იფიქრეთ ისეთი ცხოვრების აწყობაზე, საიდანაც გაქცევა არ მოგინდებათ.“ | |
| — სეთ გოდინი |
„ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა, და არა – ცხოვრების შედეგი.“ | |
| — გოეთე |
„ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.“ | |
| — გოეთე |
„ცხოვრება გვრევს ჩვენ ისე, როგორც კარტს და მხოლოდ იშვიათად აღმოვჩნდებით საჭირო ადგილზე.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„ცხოვრებას ხშირად უნდა მოურიო, რომ არ ამჟავდეს.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„ცხოვრება ძალიან უბრალო და უხეშია – არ ღირს მისი გართულება მასში რაღაც განსაკუთრებული არსის ძიებით; უნდა ისწავლო მხოლოდ მისი უხეშობის შერბილება.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„სიყვარული და სიკვდილი – ეს არის ჩვენი ცხოვრების მთელი ფარული აზრი. სხვა დანარჩენი კი თავის მოტყუების მხდალი და წარუმატებელი მცდელობებია.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„შენი ცხოვრების ისტორიის წერისას არავის დაანებო კალმის ხელში დაჭერა.“ | |
| — ჰარლი დევიდსონი |
„ყველაზე უკეთ იცხოვრა იმან, ვინც ყველაზე კარგად დაიმალა.“ | |
| — დემოკრიტე |
„ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად – ის კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.“ | |
| — დემოკრიტე |
„როცა იზრდები, ცხოვრება გტეხავს.“ | |
| — ჯონი დეპი |
„ცხოვრება ის კი არ არის, რომ მარტო იცხოვრო, არამედ უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ და არსებობ.“ | |
| — ჯონი დეპი |
„ცხოვრება საკმაოდ მოკლეა იმისათვის, რათა უმნიშვნელო იყო.“ | |
| — ბენჯამინ დიზრაელი |
„ცხოვრება – განუწყვეტელი, მარადიული სწრაფვა აღმოჩენისა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ – მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ისე იცხოვრე, ნენა, დილით რომ მოკვდები, შენმა შვილებმა საღამოს არ დაგმარხონ და ნურც ისე იზამ, მთლად დაუმარხავი დაგტოვონ!“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
„ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]„ადამიანის ცხოვრება შეუფასებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქცევით ისე, თითქოს კიდევ არსებობდეს რაიმე უფრო ძვირადღირებული.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ცხოვრება ბრძოლას ნიშნავს.“ | |
| — ევრიპიდე |
„საქმე ცხოვრების ხანგრძლივობაში კი არა – მის სიღრმეშია.“ | |
| — რალფ ემერსონი |
„ცხოვრება ექსპერიმენტია, და რაც უფრო მეტია ექსპერიმენტი – მით უკეთესია.“ | |
| — რალფ ემერსონი |
„ცხოვრების მიზანია, იყო საჭირო, დაფასებული, მოწყალე; ცხოვრების მიზანია, ხედავდე განსხვავებას ფრაზებში – „მე ვიცხოვრე“ და „მე კარგად ვიცხოვრე“. | |
| — რალფ ემერსონი |
„ცხოვრება ტყუილია მომხიბვლელი ტანჯვით.“ | |
| — სერგეი ესენინი |
„რა უაზროა ჩვენი ცხოვრება, ყველას გვარწევს როგორც აკვანში და იმის ნაცვლად, რომ ყველანი ადამიანები გამოვიდეთ, იზრდებიან მახინჯი ბრიყვები.“ | |
| — სერგეი ესენინი |
ვ
[რედაქტირება]„ცხოვრება სამოთხის წინა კარანტინია.“ | |
| — კარლ ლუის ვებერი |
„ვცხოვრობ აქ, ზედმეტ სტუმარივით...“ | |
| — ვან ვეი |
„ცხოვრება სულაც არ მოგეჩვენება მოკლე, თუკი მას საინტერესოდ გაატარებ.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„როგორც კარგად გატარებულ დღეს მოაქვს ბედნიერი ძილი, ასევე კარგად გატარებული ცხოვრებაა ბედნიერი სიკვდილის მომტანი.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა; გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება – ვალია; დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი – ეს ბედნიერებაა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
„ცხოვრების ერთი ძირითადი თვისებათაგანია – გამოუსწორებლის შევსება, აუნაზღაურებელის დავიწყება.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„ცხოვრება ზარაფსა ჰგავს, ბგერით გამოცდის ადამიანს. ხან მწუხარებას შეახლის, ხან გაჭირვებას, ხან თავისუფლების წყურვილს. და უმოწყალოდ გვერდზე ისვრის ისეთს, ვინც ასეთი შეჯახების დროს სუსტ ხმას გამოსცემს.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]„დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
|- | | ციტატის წყარო: “ქალი გამოვიდა საღალატოდ” (1986 წ.)
„საოცნებო ოცნებაა და იგი ცხოვრებაში არ არსებობს ─ ცხოვრება მკაცრია, უშეღავათო.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო ─ სხვანაირად ცხოვრება „ცხოვრება“ არაა.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ვერასოდეს იცხოვრებთ, თუკი ცხოვრების მიზანს დაუწყებთ ძებნას.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზებას – ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!“ | |
| — იმანუელ კანტი |
„ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომლებიც დაკარგე.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ცხოვრების აღქმასა და სინამდვილეს შორის ხშირად ჩნდება დაუსრულებელი შეუსაბამობა.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ერთი ერთზე თამაში, მაგრამ კორექტივებით, რომელიც ამ თამაშში ჩნდება, კორექტივებით, რომლის გამოაშკარავება არც შემიძლია და არც მინდა.“ | |
| — ფრანც კაფკა |
|- | | ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)
„ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება; მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გზაა გარდაცვალებისკენ.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ცხოვრება თავსატეხი კი არ არის, რომელიც უნდა ამოხსნა, – რეალობაა, რომელიც უნდა გამოსცადო.“ | |
| — სერენ კიერკეგორი |
„ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან შეიძლება, მაგრამ ხელწერის შეცვლა ძნელია.“ | |
| — პაულო კოელიო |
„სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, უბრალოდ, ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით.“ | |
| — კონფუცი |
ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისგან გაბეზრებული | |
| — ვახუშტი კოტეტიშვილი |
„მე მიყვარს ცხოვრება და ვერანაირი ჯოჯოხეთური წამება და უბედურება ვერ გადამათქმევინებს, რომ ცხოვრება დიდი მადლია.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, მათთვის კი, ვინც აზროვნებს ─ კომედია.“ | |
| — ჟან დე ლაბრიუიერი |
„თუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის – ის მაინც საჩუქარია.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„ცხოვრებას არ უნდა შესწავლა; შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
საწუთროს ცოდნით, | |
| — მურმან ლებანიძე |
|- | | ციტატის წყარო: 1987 წ.
„ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.“ | |
| — ჯონ ლენონი |
„ადვილია ცხოვრება დახუჭული თვალებით, როცა ყველაფერი არასწორად გესმის...“ | |
| — ჯონ ლენონი |
„ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„თუკი ცდილობ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო – ნიშნავს, რომ ამ ვიღაცისთვის ცხოვრობ და თუკი საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი.“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
მ
[რედაქტირება]„ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
|- | | ციტატის წყარო: “იცხოვრო, რომ მოჰყვე” (2002 წ.)
„ადამიანი არ იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედა მოავლენს მას ამქვეყნად; ცხოვრება აიძულებს მას დაიბადოს ისევ და ისევ ─ ძალიან ბევრჯერ.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„მაშინაც კი, როდესაც ცხოვრება დიდ დარტყმას მოგაყენებს, მასთან ერთად აუცილებლად მოვა რაღაც კარგი.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ყველა ადამიანს აქვს სამი სიცოცხლე: საჯარო, პირადი და საიდუმლო.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის სად დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„იმას, რასაც შენ ცხოვრებას ეძახი, რამდენიმე სიტყვით გადმოგცემ. თავგანწირული ბრძოლა სამუშაოს, ე.ი. ლუკმაპურის საშოვნელად.“ | |
| — ლუის ა. მარტინესი |
|- | | ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)
„მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მარტო თავისთვის არ ცხოვრობს.“ | |
| — მენანდრე |
„ცხოვრება ისეთია, როგორადაც შენ აქცევ ─ ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება.“ | |
| — ბებია მოზესი |
„ცხოვრება არ მარტივდება, შენ ხდები უფრო ძლიერი, შენი გამოცდილებით.,,“ | |
| — ზურაბ მხეიძე |
ნ
[რედაქტირება]„ჩემი ცხოვრება ჩემი თეატრია და თუ თქვენ არ მოგწონთ სცენარი და თქვენი როლი, მაყურებლის ადგილი დაიკავეთ!“ | |
| — ჯეკ ნიკოლსონი |
„თუ ადამიანმა იცის, რატომ ცხოვრობს, მას შეუძლია გაუმკლავდეს თითქმის ნებისმიერ როგორ-ს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
„ჩვენ გვიყვარს ცხოვრება არა იმიტომ, რომ ცხოვრებას მივეჩვიეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სიყვარულს მივეჩვიეთ.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
„ვერავინ შეძლებს შენთვის იმ ხიდის აშენებას, რომლითაც ცხოვრების დინება უნდა გადალახო. ვერავინ, შენს გარდა.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]ჰე, ცრუ სოფელო, | |
| — გრიგოლ ორბელიანი |
|- | | ციტატის წყარო: “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
„ცხოვრება სუფთა სიხარული, თამაში, მხიარულება და სიცილია ყოველგვარი მიზნის გარეშე.“ | |
| — ოშო |
„იცხოვრე ისე თითქოს პირველი ადამიანი ხარ.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„იცხოვრე უბრალოდ, ძვირფასი საგნების გარეშე.“ | |
| — პითაგორა |
„იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.“ | |
| — პითაგორა |
„მთელი ცხოვრება საშინელებათა თეატრია.“ | |
| — ედგარ ალან პო |
„ამ სამყაროში არსებობისას ჩვენ განწირულები ვართ ცხოვრების აზრის ძიებისთვის.“ | |
| — მორის მარლო-პონტი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის ─ ადამიანი ადამიანითაა.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
|- | | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
„ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებითა და ვალებით.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ყველა ცდილობს, გამოგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი, რისი გამოგლეჯაც შეუძლია, ვიდრე აღსასრულის დღე არ დადგება.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ...“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
|- | | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
„ყველაზე დიდხანს იმ ადამიანმა კი არ იცხოვრა, ვისაც ყველაზე დიდი ასაკი აქვს, არამედ იმან, ვინც ყველაზე მეტად იგრძნო ცხოვრება.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
„ნუ საუბრობ იმაზე, თუ რამდენი იცხოვრე; ისაუბრე იმაზე, რისთვის იცხოვრე.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
„ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე.“ | |
| — გურამ რჩეულიშვილი |
|- | | ციტატის წყარო: “ასვლა” (1956 წ.)
ს
[რედაქტირება]„სანამ ადამიანი ცხოვრობს, მან მუდმივად უნდა ისწავლოს ცხოვრება.“ | |
| — სენეკა |
„დაუყოვნებლივ დაიწყე ცხოვრება და ყოველი ცალკეული დღე ცალკეულ სიცოცხლედ მიიჩნიე.“ | |
| — სენეკა |
„იგავ-არაკი და ცხოვრება ფასდება არა მისი სიგრძით არამედ შინაარსით.“ | |
| — სენეკა |
„ადამიანებს შორის კარგად რომ იცხოვრო, მარტო შენთვის არ უნდა ცხოვრობდე!“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]„კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი ─ აი, იდეალური ცხოვრება!“ | |
| — მარკ ტვენი |
„ცხოვრება კი არ ქმნის ადამიანს, ადამიანი ქმნის ცხოვრებას.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„იმისთვის რომ იცხოვრო, უნდა გაერიო, იბრძოლო, დაუშვა შეცდომები, დაიწყო, მიატოვო და ისევ დაიწყო, მუდამ უნდა იბრძოლო. სიწყნარე კი მხოლოდ სულიერი სიმხდალეა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„ადამიანები იშვიათად თუ ცხოვრობენ ─ მათი უმეტესობა, უბრალოდ, არსებობს.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად, მაშინ ერთხელაც საკმარისია!“ | |
| — მეი უესტი |
ფ
[რედაქტირება]„ცხოვრება არა ქონებაა, რომელიც უნდა დააგროვო, არამედ საჩუქარი, რომელიც სხვებს უნდა გაუნაწილო.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
„ადამიანისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, გარდა საკუთარი ცხოვრებისა და ცხოვრების ხელოვნებისა. ის ყველაფრისთვის არსებობს, საკუთარი თავის გარდა.“ | |
| — ერიხ ფრომი |
„სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი, რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!“ | |
| — რობერტ ფროსტი |
„თუ ადამიანი თავისი ცხოვრების ავ-კარგის მიზეზებს არ ეძებს, საკეთილოს არ ახეირებს და მავნებელს არ სპობს, ვერ წარმართავს კეთილად თავის ცხოვრებას.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]„ცხოვრებას ასეთი წესი აქვს: ერთ ჭიქა შარბათს რომ შეგასმევს, მერე ერთ ჭიქა სამსალას მიგაყოლებინებს.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
„კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
„ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან?“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ზებულონი” (1988 წ.)
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება, ეს ნიღბების კარნავალია.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„ცხოვრება ბიზნესია, რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
„ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი ─ ძალიან მოკლე წარსული.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
„ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა; ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„ღმერთო, მე არ ვყოფილვარ ანგელოზი... მაგრამ არც ეს ცხოვრება იყო სამოთხე!“ | |
| — ჩარლზ ჩაპლინი |
„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი ─ კომედიას უფრო ჰგავს...“ | |
| — ჩარლზ ჩაპლინი |
„ჩვენ ცხოვრებას ვიწყობთ იმით, რაც მივიღეთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„ჩვენი ცხოვრება ცალმხრივ მოძრაობას ჰგავს, სადაც მთავარია არ გასცდე შენს მოსახვევს, ვინაიდან უკან ვეღარ დაბრუნდები.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„იკითხო, რა არის ცხოვრება, იგივეა, იკითხო, რა არის სტაფილო. სტაფილო სტაფილოა და ჩვენ მასზე მეტი არაფერი ვიცით.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]სად უფრო გინდა ცხოვრობდე? | |
| — აკაკი წერეთელი |
|- | | ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ
„ცხოვრება ორი გზით მიდის, ორკაპია: ერთი ─ საწაღმართო, ანუ საზოგადოა და მეორე ─ საუკუღმართო, საპირადო. პირველი გზით წასვლა ძნელია, სახიფათო... მაგრამ სათავეში კი უკვდავების წყარო ამოჩუხჩუხებს. მეორე გზა სულ ია-ვარდით მოფენილია... მაგრამ სათავეში კი ჯოჯოხეთი უძევს.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ჭ
[რედაქტირება]„თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა...“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ოთარაანთ ქვრივი” (1886-1887 წწ.)
„ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა მას ებრძვი.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდან ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ცხოვრება იწყება უცებ, მოულოდნელად...“ | |
| — თამაზ ჭილაძე |
„ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა ─ არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„უდიდესი სარგებელი, რომელიც შეიძლება ცხოვრებისგან გამოიღო ─ ეს არის დახარჯო შენი ცხოვრება იმაზე, რაც შენს ცხოვრებაზე დიდხანს გასტანს.“ | |
| — უილიამ ჯეიმსი |
„ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება მხოლოდ იმითაც, რომ შეიცვალოს ხედვა.“ | |
| — უილიამ ჯეიმსი |
ჰ
[რედაქტირება]„თანამედროვე ადამიანის უბედურება ის კი არ არის, რომ უფრო და უფრო ნაკლებად აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების აზრს, არამედ ის, რომ ეს საკითხი უფრო და უფრო ნაკლებად აწუხებს.“ | |
| — ვაცლავ ჰაველი |
„ცხოვრება ყოველთვის იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ მუდამ ვსწავლობთ, სულიერად ვიზრდებით და ვიღრმავებთ ცოდნას. და მაინც, არასდროს გვეცოდინება ყველაფერი.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„თუ ცხოვრება ლიმონებს გიგზავნით, ეცადეთ გააკეთოთ მათგან ლიმონათი. თუ ლიმონები დამპალი აღმოჩნდება, ამოიღეთ მათგან კურკები და დათესეთ, და ახალი ლიმონები გაგეზრდებათ. ან გამოიყენეთ ისინი ორგანულ სასუქად.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„ცხოვრება ყველას დამსხვრევას ცდილობს და შემდეგ ზოგი ძლიერი ხდება, ზოგიც ნამსხვრევებად იქცევა.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ცხოვრება ─ სასტიკი ზედამხედველია. ან ადამიანი დაიმორჩილებს მას, ან ცხოვრება დაიმორჩილებს ადამიანს. კომპრომისები ვერ იქნება.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
|- | | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს.“ | |
| — სტივენ ჰოკინგი |
„ცხოვრება არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც გაბედავ.“ | |
| — [[]] |
„როცა შენი ცხოვრება სხვების შეხედულებებია ─ მკვდარი ხარ.“ | |
| — [[]] |
„ცხოვრება ყოველთვის მოგცემს ახალ იმედს, ახალ სიხარულს და ახალ გზას.“ | |
| — [[]] |
„ადამიანების პრობლემა ისაა, რომ მათ არ უნდათ, იცხოვრონ კარგად ─ მათ უნდათ, იცხოვრონ სხვაზე უკეთესად...“ | |
| — [[ ]] |
„ლამაზ მელოდიას მხოლოდ თეთრი კლავიში არ ქმნის... საჭიროა შავიც, თეთრთან ერთად... ასეა ცხოვრებაც...“ | |
| — [[]] |
„ყოველ ჩვენგანს აქვს შინაგანი ძალა, რომ ცხოვრება საოცრებად გადააქციოს.“ | |
| — [[ ]] |
„ერთ დღეში ცხოვრებას ვერ შეცვლი, მაგრამ ერთ დღეში შესაძლებელია ისე შეიცვალო აზრი ყველაფერზე, რომ სამუდამოდ შეცვალო შენი ცხოვრება.“ | |
| — [[]] |
„ცხოვრება არის ტილო, რომელზეც დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ გაქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი.“ | |
| — [[]] |
„ცხოვრება გასეირნებაა, სამუდამო ძილის წინ.“ | |
| — [[]] |
„ცხოვრება კიბეა და არა ─ ექსკალატორი.“ | |
| — [[]] |
„ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად ნუ მიიღებთ – ამ თამაშიდან ცოცხალი მაინც ვერავინ გავალთ...“ | |
| — [[]] |
ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს, ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს. |
ბედნიერების დევნაში ხალხს ცხოვრება ავიწყდება ადამიანი უნდა იყოს საკუთარი ცხოვრების მწერალი და არა სხვისი ცხოვრების მკითხველი. ცხოვრება ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის - დედინაცვალი ცხოვრება იმათთვის ღირს, ვისაც სულ სჭირდები და არა - დროებით ცხოვრების ხარისხი აზროვნების ხარისხზეა დამოკიდებული.