წარმატება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„წარმატებებს განსაზღვრავს არა ჩვენი პირადი ნება, არამედ ობიექტური რეალობა.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„გარშემომყოფთა აღიარების გარეშე წარმატება თითქმის არაფერს ნიშნავს.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიღწეული წარმატება ხანმოკლეა.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ეცადე, გახდე არა წარმატებული, არამედ ─ ღირებული.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„წარმატების საიდუმლოზე მხოლოდ წარუმატებელი ხალხი მსჯელობს.“ | |
| — მარსელ აშარი |
ბ
[რედაქტირება]„აქ ყველაფერი იყიდება ─ წარმატებაც კი.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„წარმატება მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებელი მარცხია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)
„წარმატებას უძრავი ქონების საქმეში მხოლოდ მაშინ მივაღწიე, როცა ერთი მუღამი დავიჭირე: მაყუთი დიდი კი არა, პატარა ბინების გაყიდვაზე კეთდება (იმიტომ, რომ პატარა ბინები ლიწინ-ლიწინით იყიდება).“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ზომიერად და ნელა ─ ასეთია გზა წარმატებისკენ.“ | |
| — ბომარშე |
„დაეხმარეთ ძლიერებსა და ნიჭიერებს ─ უნიჭოები და ქვემძრომები თავისით გაიკვლევენ გზას...“ | |
| — ნაპოლეონ ბონაპარტი |
„რატომ უნდა იყოს ადამიანი უბრალო ადამიანი, როდესაც მას შეუძლია გახდეს წარმატებული?“ | |
| — ბერტოლდ ბრეხტი |
„ზოგჯერ შენს წარმატებას სხვები განაპირობებენ. ზოგჯერ კი შენ თვითონ. მაგრამ ძირითადად ის შენზეა დამოკიდებული.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
„ფული და მატერიალური სიკეთეები უნდა ჩავთვალოთ ღვთაებრივ გამოვლინებად, და არა ცხოვრებაში ჩვენი წარმატების კრიტერიუმად.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
„იცხოვრო იღბლიანი ცხოვრებით და მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში ─ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
გ
[რედაქტირება]„წარმატებას მტრებისა და მეშურნეების გაბოროტებაც მოსდევს.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„წარმატება ცუდი მასწავლებელია ─ ის გაფიქრებინებს, რომ არასდროს წააგებ.“ | |
| — ბილ გეიტსი |
„წარმატება მარტოოდენ წამიერია და ვინც ამას ტაშს დაუკრავს, მხოლოდ მოდის ამყოლია.“ | |
| — ვინსენტ ვან გოგი |
„წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი მიღწევები სასარგებლოა სხვებისთვისაც.“ | |
| — დავით გოგიჩაიშვილი |
„თუ კაცს სურს, რომ რაიმე დიდს მიაღწიოს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.“ | |
| — გოეთე |
„არაფერი ისე არ ვნებს ახალგაზრდობის ნიჭს, როგორც ნაადრევი ადვილი წარმატება.“ | |
| — ლევან გოთუა |
დ
[რედაქტირება]„თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, პირველ ყოვლისა, საქმეს უნდა მიხედოთ.“ | |
| — ჯონ დეკლესი |
ციტატის წყარო: “სურათი” (1966 წ.)
„წარმატება ჩემთვის არ ნიშნავს დიდებას ან სიმდიდრეს; წარმატება ნიშნავს აკეთო ის, რაც გიყვარს და იყო თავისუფალი.“ | |
| — ჯონი დეპი |
„გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს.“ | |
| — ართურ კონან დოილი |
„ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„ადამიანები უმეტესად იმ ნიჭით ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას, რომელიც არ გააჩნიათ.“ | |
| — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი |
„წარმატება ცოტა მეგობარს ქმნის.“ | |
| — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი |
„მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვთქვათ, წარმატებას მიაღწიაო, ვინც წარმატების ნაყოფით ტკბება.“ | |
| — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„წარმატების ყველაზე დიდი მტრები, რომლებსაც უნდა მოერიოთ, არის არა უნიჭობა და უუნარობა, არამედ მარცხისა და უარყოფის შიში და ეჭვები, რომლებსაც შიში ბადებს.“ | |
| — ბრაიან თრეისი |
ციტატის წყარო: „შეჭამე ბაყაყი!“ (2001 წ.)
ი
[რედაქტირება]„ამბობენ, წარმატება მიდის მათთან, ვინც ადრე დგებაო... არა, ბატონო!.. ─ წარმატება მიდის მათთან, ვინც კარგ ხასიათზე დგება...“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ─ ქვეყნიდან.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული.“ | |
| — კახი კავსაძე |
„ზოგიერთი მილიონერი თვლის, რომ ქალებს მოაქვთ წარმატება, მაგრამ უმეტესობა მიიჩნევს, რომ წარმატებას მოჰყავს ქალები.“ | |
| — დენი კაიე |
„იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„წარმატების მიზეზი იმალება თვითონ ადამიანში, ესე იგი, ეს იმდენად შეუმჩნეველი ძალაა თავისი ბუნებით, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ხვდება მისი არსებობის შესახებ.“ | |
| — ენდრიუ კარნეგი |
„ძვირფასი ქვა პრიალდება მხოლოდ ხახუნით, ასეა ადამიანიც ─ შეუძლებელია გახდეს წარმატებული ბევრი მცდელობის გარეშე.“ | |
| — კონფუცი |
„ბედნიერი ადამიანები ხშირად წარმატებას ვერ აღწევენ: ისინი იმდენად მშვიდად არიან საკუთარ თავთან, რომ უბრალოდ სხვა არაფერი აინტერესებთ.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„მხოლოდ ორი გზა არსებობს წარმატებისაკენ: თავდაუზოგავი შრომა და სხვების სიბრიყვე.“ | |
| — ჟან დე ლაბრიუიერი |
„განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე მის მისაღწევად?“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„წარმატება ხანგრძლივია, თუ იცით, რატომ ხართ წარმატებული.“ | |
| — რუპერტ ლეი |
„ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„მე ზუსტად არ ვიცი წარმატების გზა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: თუკი სურვილი გაქვთ ყველას მოსწონდეთ, აუცილებლად გელოდებათ კრახი.“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
„წარმატებას ერთბაშად ვერ მიაღწევ.“ | |
| — ჯეკ ლონდონი |
ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)
მ
[რედაქტირება]„თუ გიყვართ თქვენი სამუშაო ─ უბრალოდ „განწირული“ ხართ წარმატების მისაღწევად.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„წარმატება გარდაუვალია მათთვის, ვისაც ამოძრავებს მხურვალე სურვილი, მსოფლიო უკეთესი და უფრო მშვენიერი გახადოს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
„წარმატებაც უზენაესისგანაა, რადგანაც ის წარმატებულია ყველა მის წამოწყებაში.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
„ადამიანისთვის ყველაზე სახიფათო გამოცდა არის წარმატება [...] რაც მეტი წარმატება გაქვთ, მით არაადეკვატურად აფასებთ სიტუაციას; რაც უფრო წინ მიდიხართ, მით უფრო უგრძნობი ხდებით სხვადასხვა ფაქტორის მიმართ.“ | |
| — ზურაბ მხეიძე |
ციტატის წყარო: “სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში” (2021 წ.)
ნ
[რედაქტირება]„რაც უფრო მაღლა ავფრინდებით ხოლმე, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლია.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„წარმატების საიდუმლო: ისწავლეთ, სანამ სხვებს სძინავთ; იმუშავეთ, სანამ სხვები ლაყბობენ; გაემზადეთ, სანამ სხვები თამაშობენ; იოცნებეთ მაშინ, როცა სხვებს მხოლოდ სურვილი აქვთ.“ | |
| — ვიქტორ პაპანეკი |
„არ არსებობს წარმატების საიდუმლო ─ დროს ნუ დაკარგავთ მის ძიებაში; წარმატება მომზადების, ბეჯითი შრომისა და მარცხისგან სწავლის შედეგია“ | |
| — კოლინ პაუელი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს.“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
„წარმატება არის, აკეთო ის, რაც გინდა ─ როცა გინდა, სადაც გინდა, ვისთან ერთადაც გინდა, რამდენიც გინდა.“ | |
| — ტონი რობინსი |
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ორი რამ გჭირდება: უვიცობა და თავდაჯერებულობა.“ | |
| — მარკ ტვენი |
„წარმატების აუცილებელი პირობაა იმის სიყვარული, რასაც აკეთებთ.“ | |
| — დონალდ ტრამპი |
ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)
„დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელია გლობალურად იაზროვნოთ და ისწრაფოდეთ ახალი ცოდნის მიღებისკენ.“ | |
| — დონალდ ტრამპი |
ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)
უ
[რედაქტირება]„წარმატება მეცნიერებასავითაა ─ თუკი გაქვს პირობები, შედეგიც არ დააყოვნებს.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„თუ გინდა, უფრო მალე გახდე წარმატებული ─ გაზარდე მარცხების რაოდენობა ორჯერ.“ | |
| — თომას უოტსონი |
ფ
[რედაქტირება]„ჩემი წარმატების მიზეზი ხალხზე ფიქრი იყო... ვინც ფულზე ფიქრობდა, მაქსიმუმ 10 წელში კოტრდებოდა, ხოლო უმეტესობა ─ 2-3 წელში.“ | |
| — ჰენრი ფორდი |
„წარმატებული ადამიანები წარმატებულნი არიან, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რასაც სხვები ─ არა.“ | |
| — ჰენრი ფორდი |
„წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვო შენი დანიშნულება და მისდიო მას.“ | |
| — ჰენრი ფორდი |
„ზოგჯერ, წინსვლის გადამწყვეტი ნაბიჯი არის კარგი დარტყმის შედეგი.“ | |
| — მაქს ფრაი |
„ჩვენ ყოჩაღები ვართ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო. დარჩა კიდევ იმის გაკეთება, რაც არ შეგვიძლია, და მაშინ წარმატება გარანტირებულია.“ | |
| — მაქს ფრაი |
„ნებისმიერი ადამიანი თვითონაა თავისთვის ფორტუნის ბორბალი და ეშმაკი, საკუთარი წარმატების ერთადერთი და განუმეორებელი მიზეზი. უბრალოდ, ყველას შეცდომით ჰგონია, თითქოს სამყარო სავსეა ბოროტი და ყველაფერში დამნაშავე ხალხით.“ | |
| — მაქს ფრაი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„წარმატება კი არაა ბედნიერების გასაღები; პირიქით, ბედნიერებას მივყავართ წარმატებასთან, რადგან თუ გიყვართ თქვენი საქმე და ბედნიერი ხართ იმით, რასაც აკეთებთ, თქვენ იქნებით წარმატებული.“ | |
| — ალბერტ შვეიცერი |
„წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გამოიწვიო რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეშფოთება.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, თუმცა მოითხოვს, რომ მეორედ არ დაუშვათ იგივე შეცდომა.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]„ვფიქრობ, წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ ყველაფრის საკუთარი ძალებით განხორციელებას ვეცდებით.“ | |
| — მარკ ცუკერბერგი |
ძ
[რედაქტირება]„თუ თქვენს წარმატებებს სხვისი შექებით ან ძაგებით ზომავთ, თქვენი განგაში უსასრულო იქნება." | |
| — ლაო-ძი |
წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]მგზავრი | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]„წარმატებას მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც არის ნიჭიერი, აქვს იღბალი და გამუდმებით ფულზე არ ფიქრობს.“ | |
| — სტივ ჯობსი |
„დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარი, რაც წარმატებულ მეწარმეებს წარუმატებელი მეწარმეებისგან განასხვავებს, გამძლეობაა.“ | |
| — სტივ ჯობსი |
ჰ
[რედაქტირება]„წარმატება მრგვალ საიუბილეო თარიღს ჰგავს ─ როცა მას მიაღწევ, ხვდები, რომ საერთოდ არ შეცვლილხარ და ზუსტად ისეთი დარჩი, როგორიც მანამდე იყავი.“ | |
| — ოდრი ჰეპბერნი |
„სანამ ჩვენს თავს ვეკიდებით როგორც უიღბლო და უსუსურ ინდივიდებს, სანამ ველოდებით, რომ მთავრობა „მოაგვარებს“ ჩვენს საქმეებს, ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ წარმატებას, როგორც სოციალური ჯგუფი.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„დღეს ბევრს უნდა სწრაფი შედეგი, მაგრამ ყველაზე წარმატებული საქმეები ნელა კეთდება.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„წარმატების საიდუმლო მარტივია: არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„თუ შეგიძლია წაქცეულმა ძალა იპოვო და ტკივილის მიუხედავად ისევ წამოდგე, მარცხიც დაივიწყო და დამარცხებულიც, მაშინ წარმატების კარგი შანსი გაქვს.“ | |
| — მარჯერი ჰერსტი |
„ჩვეულებრივ, წარმატება იმყოფება სულ რაღაც ერთ ნაბიჯზე იმ წერტილიდან, სადაც ადამიანი წყვეტს ბრძოლას.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
Success is like being pregnant—everyone says congratulations, but nobody knows how many times you got f****d. ყველას შურს წარმატების, არავის შურს წარმატებისკენ მიმავალი გზის. იმისთვის, რომ საზოგადოების 1%-ს შეუერთდე, უნდა გააკეთო ის, რასაც 99% არ აკეთებს.
„თუ შენ არ შეგიძლია გაუმკლავდე სტრესს, შენ არ შეგიძლია გაუმკლავდე წარმატებას.“ | |
| — [[ ]] |
„წარმატება სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ დისციპლინა, რომელსაც ყოველდღიურად გამოვიმუშავებთ.“ | |
| — [[ ]] |
„გეშინოდეს არა მარცხის, არამედ წარმატების, რომელსაც შენთვის ბედნიერება არ მოაქვს.“ |
„წარმატებული ადამიანები თითქმის ყველაფერზე, რაც მათ დროსა და ენერგიას აკარგვინებთ, უარს ამბობენ.“ | |
| — [[]] |
„სხვისი წარმატება შენი მარცხი არ არის.“ | |
| — [[]] |