შინაარსზე გადასვლა

წარმოსახვა

ვიკიციტატიდან
  •  

„წარმოსახვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ის იმის გამოხატულებაა, თუ რას ვიზიდავთ ცხოვრებაში.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„ლოგიკას შეუძლია A წერტილიდან B წერტილამდე მიგიყვანოს, ფანტაზიას კი შეუძლია, ყველგან წაგიყვანოს.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„რეალობის ურყევმა რწმენამ წარმოსახვის ძალას აჯობა.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.“

  — კონსტანტინე გამსახურდია

|- |   | ციტატის წყარო: წერილი ვაჟისადმი (1955 წ.)

  •  

„როცა თვალი დახუჭული გაქვს, რასაც გინდა, წარმოიდგენ. იტყვი: „გენიოსი ვარო“ ─ და გენიოსი იქნები. იტყვი: „დიდი მამულიშვილი ვარო“ ─ და დიდი მამულიშვილი იქნები. მოკლედ, რასაც გინდა, იტყვი და იქნები კიდეც.“

  — გურამ გეგეშიძე
  •  

„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.“

  — გოეთე
  •  

„ადამიანები არ დაიტანჯებოდნენ ასე ძლიერ, რომ არ გაეღვივებინათ წარმოსახვის უნარი ─ არ ემახსოვრებოდათ უსასრულოდ წარსული წყენა და იცხოვრებდნენ უწყინარი აწმყოთი.“

  — გოეთე
  •  

„ხატები, რომლებსაც ვქმნით ჩვენს წარმოსახვაში, ისეთივე რეალურია, როგორც სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი.“

  — ჯოზეფ მერფი

|- |   | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„შეეკითხე საკუთარ თავს: არსებობს თუ არა სინამდვილეში ეს პრობლემები, თუ თავად ქმნი მათ?“

  — ოშო
  •  

„წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასსა სდებს ყოველგვარ წვრილმანს, რომ სულში სხვა რამისთვის აღარ გვიტოვებს ადგილს; მეორე მხრივ, თავისი ურცხვი თავხედობით უცნაურად აკნინებს და თავის ტოლფარდად წარმოგვიჩენს ყოველივე დიადს, როგორც, მაგალითად, ღმერთს.“

  — ბლეზ პასკალი
  •  

„ადამიანური წარმოსახვა დემონია ─ ნუ გააღვიძებთ მას, თორემ დავიღუპებით, ის ჩვენ შეგვჭამს.“

  — ედგარ ალან პო
  •  

„წარმოსახვაში უფრო ხშირად ვიტანჯებით, ვიდრე რეალობაში.“

  — სენეკა
  •  

„განა არის სადმე ისეთი ადამიანი, რომელსაც სიყმაწვილის მცხუნვარე ხანაში ერთი დღით, გინდ ერთი წუთით, თავი დაუშრეტელ ვნებათა წყაროდ და ქალების გულთამპყრობლად არ წარმოედგინოს?“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული.“

  — კოკო შანელი
  •  

„ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს.“

  — ნაპოლეონ ჰილი
  •  

„გონების სხვა ვერცერთი უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს, რომლებსაც სწვდება წარმოსახვა.“

  — ვიქტორ ჰიუგო

|- |   | ციტატის წყარო: “სიცოცხლის საიდუმლო”