შინაარსზე გადასვლა

წარუმატებლობა

ვიკიციტატიდან
  •  

„თუ თანამდებობებიდან განთავისუფლებენ, ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ თქვენი რომელიღაც ნაწილი უარგყოფთ, გაიძულებთ გჯეროდეთ. რომ თქვენი ფასი ნულია.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„არ არსებობს წარუმატებლობები ─ არსებობს მხოლოდ გამოცდილება, რომლის წყალობითაც გვაქვს შანსი, შინაგანად გავიზარდოთ.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„მას, ვისაც მოქმედება სურს, არ ეშინია წარუმატებლობის.“

  ვინსენტ ვან გოგი
  •  

„წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარმატების პირველი საფეხურია.“

  დორსი
  •  

„წარუმატებლობა თქვენი მასწავლებელი უნდა გახდეს და არა ─ მესაფლავე.“

  ზიგ ზილარი
  •  

„ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი ─ იმიტომ, რომ მარტივი ეჩვენება რთულად.“

  ჯონ კენედი
  •  

„ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შეძლო.“

  კონფუცი


  •  

„თუ მამაკაცი ქალებში წარმატებებით ტრაბახობს, ესე იგი, საერთოდ წარუმატებელია.“

  მადონა
  •  

„მამაკაცებისთვის ნამდვილ სიყვარულში წარუმატებლობა, სიყვარულით გატაცების საბაბია.“

  მადამ დე სტალი
  •  

„იფიქრე, როგორც დედოფალმა. დედოფალს წარუმატებლობის არ ეშინია. წარუმატებლობა კიდევ ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.“

  ოპრა უინფრი
  •  

„წარუმატებლობა ─ ეს არის შესაძლებლობა, დაიწყო ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო ჭკვიანურად.“

  ჰენრი ფორდი
  •  

„წარუმატებლობა სულიერი მდგომარეობაა. ის რეალობაში არ არსებობს, სანამ ადამიანი თავად არ აქცევს მას მუდმივ მდგომარეობად.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ადამიანები, რომლებსაც განსაზღვრული მიზანი და მისი მიღწევის მკაფიო გეგმა აქვთ, არასდროს განიცდიან დროებით წარუმატებლობას.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ათი ათასიდან ვერც ერთი ადამიანი ვერ გააგრძელებს თავისი მიზნისკენ სვლას ორი ან სამი წარუმატებლობის შემდეგ [...] ეს მას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავი გამოსცადოს და გაიგოს, რამდენად მტკიცეა მისი ნებისყოფა.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ბუნება წარუმატებლობას იყენებს იმისთვის, რომ დაარღვიოს ნეგატიური აზროვნების რიტმი.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„წარუმატებლობა ადამიანებს ათავისუფლებს ეგოიზმისა და პატივმოყვარეობისგან, რადგან ცხადყოფს, რომ წარმატებას ადამიანი მარტო ვერ მიაღწევს.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

ყოველთვის დაკარგავ იმას, რასაც არ დააფასებ, ან პირიქით, - ზედმეტ ფასს დაადებ. "ცხოვრება აჩოქებს ძლიერებს, რათა დაამტკიცოს, რომ მათ შეუძლიათ ფეხზე წამოდგომა. სუსტებს კი არ ეხება, ისინი ისედაც მთელი ცხოვრება დახოხავენ." ...