შინაარსზე გადასვლა

წიგნი

ვიკიციტატიდან
  •  

„არასოდეს დაიმახსოვროთ ის, რისი პოვნაც წიგნში შეგიძლიათ.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„ხანდახან იფიქრებ: წიგნის დანიშნულება ხომ მკითხველის გართობაა, და მაინც ვერ ეთანხმები ამ აზრს.“

  რიუნოსკე აკუტაგავა

  ციტატის წყარო: “ხელოვნებით შეპყრობილი” ( წ.)

  •  

„რა დიდებული წიგნიც უნდა დაწეროს მწერალმა, მნიშვნელობა არა აქვს, თუ მას ნიჭიერი მკითხველი არ კითხულობს.“

  აკაკი ბაქრაძე
  •  

„იკითხო, ნიშნავს იყო ადამიანი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„წიგნი რომ კარგად გაიყიდოს, სიკვდილია საჭირო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„დღეს წიგნებს ის ევალებათ, რაც ტელევიზიას არ ხელეწიფება: აჩვენონ უნახავი და დაწერონ უთქმელი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„წიგნი საშუალებას იძლევა დაელაპარაკო მათ, ვისთანაც ლაპარაკი არ შეგიძლია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„შენობებზე უფრო გამძლე წიგნებია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„იმისათვის, რომ გახდეთ ჭკვიანი, საკმარისია წაიკითხოთ ათიოდე წიგნი, მაგრამ ამ წიგნების აღმოსაჩენად ─ ათასის წაკითხვა მოგიწევთ.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„ნახო შესანიშნავად გამოცემული ცარიელი წიგნი, იგივეა, რაც ნახო ცარიელი ადამიანი, რომელიც ყოველივე ცხოვრებისეულ მატერიალს იყენებს.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ ─ ძველ გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში. ეძებეთ ბუნებაში, საკუთარ თავში!“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„წიგნები ხშირ-ხშირად შეგვახსენებენ ხოლმე, თუ რა ვირები და რეგვენები ვართ.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„თუ ადამიანი არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ცხოვრებით; ხოლო თუ ქვეყანა არ კითხულობს წიგნს, ის პასუხს აგებს საკუთარი ისტორიით.“

  იოსებ ბროდსკი
  •  

„ზნეობაზე დაწერილი ზოგიერთი ნაწარმოებიდან მკითხველისადმი მიმართვა, წინასიტყვაობა, სარჩევი და საქებარ-სადიდებელი წერილები რომ ამოვიღოთ, იმდენი ფურცელიც კი აღარ დარჩება, წიგნად ჩათვალო.“

  ჟან დე ლა ბრუიერი

  ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)

  •  

„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.“

  ჯორდანო ბრუნო


  •  

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო.“

  ნილ გეიმანი
  •  

„არის წიგნი ─ მეგობარი, არის წიგნი ─ მასწავლებელი, მაგრამ არის წიგნი ─ მშობლიური ქვეყანა.“

  ლევან გოთუა
  •  

„ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება.“

  კარლო გოლდონი


  •  

„იკითხეთ კარგი წიგნები ─ ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ.“

  რენე დეკარტი
  •  

„ცუდია, თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება, თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ყველა ქალი ერთნაირია, გარდა იმ ქალისა, რომელიც წიგნებთან მეგობრობს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი ─ ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი; ეს ─ სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება...“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” (1973 წ.)

  •  

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” (1973 წ.)

  •  

„როგორ ააფორიაქებს ხოლმე ხალხს წიგნი!“

  თეოდორ დრაიზერი
  •  

„კარგი წიგნი ─ ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას.“

  ჯოზეფ ედისონი
  •  

„კარგი წიგნი ავტორზე ჭკვიანი უნდა იყოს ─ ხშირად ის მოგვითხრობს ისეთი რაღაცების შესახებ, რაზეც ავტორი არც კი დაფიქრებულა.“

  უმბერტო ეკო
  •  

„თუ სადმე იშვიათი ინტელექტის ადამიანს გადააწყდით, ჰკითხეთ რა წიგნებს კითხულობს.“

  რალფ ემერსონი
  •  

„როდესაც ვკითხულობ, მე მაინტერესებს არა წიგნი, არა ავტორი, არამედ ის, რამაც ეს წიგნი შექმნა ─ ყოველი წიგნი უმალ ათასი სხვადასხვა ფაქტორის ქმნილებაა, ვიდრე „ავტორის“.

  პოლ ვალერი
  •  

„წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ, რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.“

  პოლ ვალერი
  •  

„წიგნი, რომლის წაკითხვაც ორჯერ არ ღირს, მისი არც ერთხელ წაკითხვა ღირს.“

  კარლ ლუის ვებერი
  •  

„დანაშაულია, გქონდეს ამხელა ბიბლიოთეკა და წიგნებს არავინ კითხულობდეს.“

  ლორა ვუდი

  ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)

  •  

„რამდენი წიგნია და რა ცოტა დრო...“

  ფრენკ ზაპა
  •  

„საბავშვო წიგნები, ნაწილობრივ, გასაგები უნდა იყოს ბავშვთათვის, მაგრამ, ნაწილობრივ, გაუგებარიც.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„წიგნები კაცობრიობის საუნჯეა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო თაობებსა და ერებს. უძველეს და საუკეთესო წიგნებს ლამის ყოველ სახლში აქვთ თაროზე ადგილი მიჩენილი. მათ არ სჭირდებათ თავიანთი უფლებების დაცვა; ისინი გონებრივ საზრდოს აწვდიან, ანათლებენ მკითხველს და სათანადო პატივისცემასაც იმსახურებენ. მათი ავტორები ყოველი საზოგადოების ჭეშმარიტი არისტოკრატები არიან და ყველა მეფესა და იმპერატორზე უფრო მეტი გავლენა აქვთ კაცობრიობაზე.“

  ჰენრი დევიდ თორო

  ციტატის წყარო: “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” (1854 წ.)

  •  

„წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისთვის [...] თუ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, არ გვაფხიზლებს მოულოდნელი დარტყმით, მაშინ რატომ ვკითხულობთ მას?“

  ფრანც კაფკა
  •  

„ვინ იცის, რამდენი აიღებს გულგრილად ხელში უცნობი ავტორის მოთხრობების კრებულს... ეგ არაფერი, მთავარია, წიგნის წაკითხვის შემდეგ არ დარჩეს მკითხველი გულგრილი და უკმაყოფილო.“

  ყარამან კიკვიძე
  •  

არის წიგნები ─
ამოზრდილი მრუდე სულიდან,
არის წიგნები ─
საღრჩობელის
ძელივით სწორი!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: “ჩვენ ავაშენეთ აქ ქართული მწერლობის სახლი” (1989 წ.)

  •  

არის წაკითხვა
ორნაირი: გონებით, კრულით,
წაკითხვა ერთი
და მეორე ─
წაკითხვა გულით!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: “მარიამ აბრამიას” (1980 წ.)

  •  

„სწორედ წიგნია ცოდნის საუნჯე, რომელსაც ყველაზე მეტი წონა აქვს, მაგრამ ყველაზე ადვილი სატარებელია.“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “წიგნი”

  •  

„ვარდის სურნელება მალე ქრება, წიგნისა კი ─ არასოდეს...“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “წიგნი”

  •  

„კარგი წიგნის უეჭველი ნიშანი ის არის, რომ იგი მკითხველს ხანში შესვლასთან ერთად უფრო და უფრო მოსწონს.“

  გეორგ ლიხტენბერგი
  •  

„ცარიელ ადამიანებთან ურთიერთობას, კარგი წიგნის წაკითხვა გერჩივნოთ!“

  ჯეკ ლონდონი
  •  

„ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი ─ აუცილებლად.“

  ალექსანდრე ლორთქიფანიძე


  •  

„დიდი წიგნები მხოლოდ ქაღალდზე არ იწერება ─ დიდ წიგნებს ცხოვრება წერს და თითქმის ყოველთვის მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.“

  გაბრიელ გარსია მარკესი

  ციტატის წყარო: “იცხოვრო, რომ მოჰყვე” (2002 წ.)

  •  

„იმ დღეს, როდესაც ადამიანები პირველი კლასით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონით ატარებენ, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სანამ სტამბას გამოიგონებდნენ, წიგნი არა მარტო ცოდნის წყარო, არამედ საკმაოდ ძვირფასი ნივთი იყო.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა.“

  ზურაბ მხეიძე
  •  

„საუკეთესო წიგნები იმას გეუბნება, რაც უკვე იცი.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “1984” (1949 წ.)


  •  

„წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა ─ ვისაც წიგნი უყვარს, მაგრამ არ უყვარს ადამიანი, ან სულელია, ან დაწყევლილი.“

  ჩეზარე პავეზე
  •  

„საუკეთესო წიგნის შესახებ მკითხველი ფიქრობს, რომ მისი დაწერა მასაც შეეძლო.“

  ბლეზ პასკალი
  •  

„ჯერ წაკითხული გვერდების რაოდენობით ვტკბებით, მერე კი დგება წამი, როცა ის გვაშინებს, რომ წასაკითხი ცოტა გვრჩება.“

  დანიელ პენაკი

  ციტატის წყარო: “რომანივით საკითხავი” (1992 წ.)

  •  

„ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია.“

  დანიელ პენაკი
  •  

„წიგნი ─ ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშველი რგოლი.“

  რომენ როლანი
  •  

„თუ შენს წიგნს არ დაწერ, შენთვის ამას არავინ გააკეთებს. შენს ცხოვრებას არავინ იცხოვრებს.“

  ჟოზე სარამაგუ
  •  

„სარგებლობა ბევრ წიგნს კი არ მოაქვს, არამედ კარგ წიგნს.“

  სენეკა
  •  

„არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნებოდეს რაიმე ჭკუის სასწავლი.“

  მიგელ დე სერვანტესი
  •  

„სჯობს ცხვირი წიგნში გქონდეს, ვიდრე ვინმეს საქმეში.“

  ადამ სტენლი


  •  

„კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არასდროს კითხულობს.“

  მარკ ტვენი
  •  

„ყველა კითხვაზე პასუხი შენშია, შენ იმაზე მეტი იცი, რაც წიგნებში წერია, მაგრამ ეს რომ გაიხსენო საჭიროა წაიკითხო წიგნები, უცქირო შენს თავს, მოუსმინო შენს თავს და ენდო მას.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ყველაფრის წაკითხვა არაა საჭირო, საჭიროა წაიკითხო ის, რაც პასუხს გაგცემთ თქვენსავე სულში წარმოშობილ კითხვებზე.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ბიბლიოთეკა გონების საავადმყოფოა.“

  ალვინ ტოფლერი


  •  

„არ არსებობს მორალური ან ამორალური წიგნები; არსებობს მხოლოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნები.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„წიგნებს, რომელთაც ყველა აღმერთებს, არავინ კითხულობს.“

  ანატოლ ფრანსი
  •  

„კითხვა გვაძლევს წასასვლელ ადგილს, მაშინ როცა იქ დარჩენა გვიწევს, სადაც ვართ.“

  მეისონ ქული
  •  

„ჩვეულებრივ ადამიანებს დიდი ტელევიზორები აქვთ, არაჩვეულებრივებს ─ დიდი ბიბლიოთეკები.“

  რობინ შარმა
  •  

„ჩვენ მეტწილად სწორედ ისეთ წიგნებს ვკითხულობთ, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებასთან არაფერი აქვთ საერთო.“

  ელიფ შაფაქი

  ციტატის წყარო: “სიყვარულის 40 წესი” (2009 წ.)

  •  

„წიგნის კითხვა იმას ნიშნავს, რომ საკუთარის ნაცვლად სხვისი თავით იაზროვნო.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„არასოდეს მისცეთ ბავშვს წიგნი, რომელსაც თავად არ წაიკითხავდით.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„წიგნი ალფა და ომეგაა ყოველგვარი შემეცნების, დასაწყისია მთელი მეცნიერების.“

  შტეფან ცვაიგი
  •  

„სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს.“

  ციცერონი
  •  

„წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა.“

  ციცერონი


  •  

„წიგნების კითხვა ჩვენში სრულიად არ არის გავრცელებული, რომ ხალხმა თავის ავი მაინც გაიგოს, თუ სხვის კარგს ჯერ კითხვით ვერ შეიძენს.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ჩვენი ხალხი და განათლება” (2 მაისი, 1886 წ.)

  •  

„არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა; უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, ─ ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„კითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, საკუთარი თავის აღმოჩენის, თვითგაცოცხლების აქტია.“

  თამაზ ჭილაძე
  •  

წიგნი ცეცხლში ჩააგდეს
და ავტორს
შესცივდა სამარეში...

  ვაჟა ხორნეული
  •  

„ხანდახან არის მომენტები როცა, შენ უნდა აირჩიო, გადაშალო გვერდი თუ უბრალოდ დახურო წიგნი.“

  ჯოშ ჯეიმსონი
  •  

„იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ყველა კარგი წიგნი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ისინი უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში ხდება; და როცა ერთს დაასრულებ, გრძნობ, თითქოს ყველაფერი შენ გადაგხდა და შემდეგ ის ყველაფერი შენ გეკუთვნის.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ქალი, რომელიც წიგნს კითხულობს, ცოტათი სახიფათოა.“

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„წიგნები ხომ მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა სიცოცხლეს გვაზიარებს, სიცოცხლეს ემსახურება და კითხვის ყოველი საათი ფუჭადაა ჩავლილი, თუ მკითხველს ერთი წვეთი ძალა, ახალგაზრდობა, ხალისი მაინც არ შეემატა.“

  ჰერმან ჰესე
  •  

„ცივი მეგობარია წიგნი, მაგრამ ─ ერთგული.“

  ვიქტორ ჰიუგო

თუკი ბიჭთან მიხვედი სახლში და ვერ დაინახე წიგნები ─ წამოდი. თუ წვავს? გააჩნია წიგნს (კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა)

  •  

„კულტურა ─ ესაა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობა.“

  — [[]]
  •  

„ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც ტელევიზორს უყურებს.“

  — [[]]
  •  

„წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.“

  — [[]]
  •  

„რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.“

  — [[]]
  •  

„ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.“

  — [[]]
  •  

„ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის.“

  — [[]]
  •  

„იმ მამაკაცზე მომხიბვლელი, რომელიც კითხულობს წიგნებს, შეიძლება იყოს მხოლოდ ის მამაკაცი, რომელიც წიგნებს უკითხავს ბავშვებს.“

  — [[]]
  •  

„წიგნი უგუნურის ხელში იგივეა, რაც სარკე უსინათლოს თვალწინ.“

  ინდური ანდაზა
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=წიგნი&oldid=56126“-დან