შინაარსზე გადასვლა

ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი-დან)
ეგნატე ბრიანჩანინოვი
წმინდა ეგნატე

ეგნატე ბრიანჩანინოვი (ერისკაცობაში დიმიტრი; დ. 6 თებერვალი, 1807, ვოლოგდის ოლქი – 30 აპრილი, 1876, იაროსლავლის ოლქი) — სევასტოპოლელი ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 აპრილი, ახალი სტილით – 13 მაისი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40).

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.

|- |   | ციტატის წყარო: [httpds://sibrdzne.ge/17858/ერთგულება-სიყვარულის-აუცილებელი-პირობაა-ამ-პირობის-შესრულების-გარეშე-სიყვარული-ინგრევა კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56]

  •  

ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია.

|- |   | ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 12

  •  

რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი? სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

რა არის ცრურწმენა?
ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 187

  •  

ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

როგორი ცოდვაა მწვალებლობა?
მწვალებლობა გონების ცოდვაა. იგი უფრო სატანური ცოდვაა, ვიდრე ადამიანური.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 199

  •  

„წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.

|- |   | ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 21

  •  

ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 3

  •  

რაზე მიგვითითებს ადამიანებში სასწაულის ხილვის სურვილი?
სასწაულების ხილვის სურვილი ურწმუნოებაზე მიგვითითებს.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 241

  •  

რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან მარხვა და ლოცვა?
ლოცვა უძლურია თვინიერ მარხვისა, მარხვა უნაყოფოა ლოცვის გარეშე.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 245

  •  

ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

რას ნიშნავს სიმდაბლე?
სიმდაბლე ნიშნავს საკუთარ ღირსებათა უარყოფას, მხსნელის აღიარებას, ყოველი სასოების მასზე დაფუძნებას.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 88

  •  

რაში მდგომარეობს იესოს ლოცვის ძალა?
იესოს ლოცვის ძალა ღმერთკაცის, ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს ღვთაებრივ სახელშია.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 57

  •  

ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიამენი და მიკერძოების საგნები, უარყავი შენი სული - მაშინ გახდება შენთვის სახარება მისაწვდომი და გასაგები.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

რა წარმოშობს გულში ლმობიერებას?
ყურადღებით განსულიერებული ლოცვის სიტყვები ღრმად აღწევს სულში, კვეთს გულს და იწვევს მასში ლმობიერებას.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 128

  •  

ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი. წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 34

  •  

ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

რა არის ყველაზე მეტად ლოცვის მტერი?
ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება, განსაკუთრებით ჭორაობა, ვინმეს დაცინვა და გაკილვა ლოცვის უბოროტესი მტრები არიან.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 70

  •  

რა უშლის ხელს ჩვენში უფლის დამკიდრებას?
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავანი ზრახვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 230

  •  

ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღვთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.

|- |   | ციტატის წყარო: სულის ფარული სნეულებანი გვ. 25

  •  

ღმერთის შესახებ რისი ცოდნა არის ჩვენთვის შესაძლებელი?
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 248

  •  

დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

რაში მდგომარეობს ანათემის მნიშვნელობა?
ანათემის მნიშვნელობა ადამიანის სულის უძლურების სულიერ, ეკლესიურ მკურნალობაში მდგომარეობს. ეს სენი საუკუნო სიკვდილს იწვევს.

|- |   | ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 32

  •  

ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ არის სახარება.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 60

  •  

ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვაა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღვთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის - სახარების ხმა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 12

  •  

ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 17

  •  

ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 60

  •  

ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48

  •  

სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 56

  •  

ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: „და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?“ (დაბ. 39, 9).

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 8

  •  

ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.

|- |   | ციტატის წყარო: კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) გვ. 48