ჭკუა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„სიბერე ადამიანს არ აჭკვიანებს; სიბრძნე ისაა, რომ არ ჩავვარდეთ დაბნეულობაში მაშინაც კი, როცა უცხო ქალაქში ქვედა საცვლების ამარა გავიღვიძებთ.“ | |
| — ვუდი ალენი |
„ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება ─ ცოტასთვის; გაგება როგორიც აქვს ადამიანს, ისეთ საქმეს მიჰყვება და არის.“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
ბ
[რედაქტირება]„იყო ინტელექტუალური, ნიშნავს ფლობდე დამახსოვრების უნარს. იყო ინტელიგენტი, ნიშნავს იცოდე ის, რაც უნდა იცოდე საჭირო მომენტში, და არაა საჭირო წინასწარ ისწავლო ეს. ამიტომ შედით კონტაქტში თქვენს გონებასთან.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
გ
[რედაქტირება]„ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით ─ უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ჭკუა ის შუამავალია, რომელიც სულსა და ხორცს ერთმანეთთან არიგებს.“ | |
| — გიოარსი |
„ჭკუა იქონიე, თუნდაც მცირე იყოს, მაგრამ საკუთარი.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების! | |
| — დავით გურამიშვილი |
დ
[რედაქტირება]„არასდროს არის გვიან, რომ დაჭკვიანდე.“ | |
| — დანიელ დეფო |
ციტატის წყარო: “რობინზონ კრუზო” (1719 წ.)
„ჭკვიანი მხოლოდ ისაა, ვინც ისეთივე სულელია, როგორც ჩვენ.“ | |
| — დენი დიდრო |
„ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია ─ პატიოსანია ის თუ უპატიოსნო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„ყმაწვილს და გულფიცხ ბიჭს, ცხადია, ყველას მიბაძვა სწადია; მაგრამ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, დროა უკვე საკუთარი ჭკუით იცხოვროს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ჭკუა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რაც მას წარმართავს ─ ადამიანის ბუნება, გული, მისი კეთილშობილური თვისებები, განვითარება!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„გონივრულად რომ მოიქცეს კაცი, ამისთვის მარტო ჭკუა როდია საკმარისი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„ჭკვიანი ქალი ისაა, რომელთან ყოფნისას შეგიძლია ყველა სახის სისულელე გამოამჟღავნო.“ | |
| — პოლ ვალერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„კეთილ კაცთაგან შეისწავლი მხოლოდ სიკეთეს, ავთან კავშირით, რაც ჭკუა გაქვს, მასაც დაკარგავ.“ | |
| — თეოგნიდე |
ი
[რედაქტირება]„ჭკუა დარდია და ჭკვიანი ─ დარდიანი.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„თავი ცარიელიც რომ გქონდეს, არ უნდა დაკარგო ─ ჭკუა რომ მოგეცეს, ჭურჭელი ხომ გინდა!..“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ჭკუა ხანში კი არ არის ─ ჭკუა თავშია! ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი!..“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი ─ რამდენიც ორს.“ | |
| — კონფუცი |
„თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი შენ ხარ, მაშინ არასწორ ადგილზე იმყოფები.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„ისწავლეთ თქვენი ჭკუის ისე გამოყენება, როგორც იყენებთ ფერუმარილს და შემდეგ მაკიაჟი შეიძლება სულაც აღარ დაგჭირდეთ...“ | |
| — სოფი ლორენი |
მ
[რედაქტირება]„თუ გსურთ გაიგოთ, რა ინტელექტი აქვს მმართველს, შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც მან გარშემო შემოიკრიბა...“ | |
| — ნიკოლო მაკიაველი |
„ჯენლტმენებს არ უყვართ ზედმეტად დამოუკიდებლად მოაზროვნე ქალები.“ | |
| — მარგარეტ მიტჩელი |
„ჭკვიანი ადამიანი რაში სჭირდებათ?! ─ ჭკვიან ადამიანს აზრი გააჩნია, აზრი კი უსიამოვნებას ბადებს.“ | |
| — უილიამ სომერსეტ მოემი |
„ქალი მამაკაცზე ჭკვიანია და მთელ ჭკუას ახმარს იმას, რომ მამაკაცმა ეს ვერ შენიშნოს.“ | |
| — გი დე მოპასანი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ─ ყველა სხვადასხვანაირად.“ | |
| — პლატონი |
„ყოველ კაცში იმდენი პატივმოყვარეობაა, რამდენიც ჭკუა აკლია.“ | |
| — ალექსანდრე პოპივი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„რა თქმა უნდა, ქალები უფრო ჭკვიანები არიან ─ ოდესმე გაგიგიათ ქალზე, რომ თავი დაკარგა მამაკაცის ულამაზესი ფეხების გამო?“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
„არაფერია იმაზე დამღლელი და მოსაწყენი, უყურო თუ როგორ ახდენს ადამიანი თავისი ჭკუის დემონსტრირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭკუა საერთოდ არ აქვს!..“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ს
[რედაქტირება]„ტვინი მართალია არ ჩანს, მაგრამ როცა საკმარისი არ არის,მშესამჩნევია.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]თბილისი ნიჭთა სასაფლაოა | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
ციტატის წყარო: “სასაცილოა ჩვენი ცხოვრება”
„შეიძლება მძიმე წონის მამაკაცი მეტია, ვიდრე ქალი და ფოლადის გამოდნობაც ჩვენზე უკეთ შეუძლიათ, მაგრამ ადამიანის ტვინი კუნთებს არ საჭიროებს.“ | |
| — მარგარეტ ტეტჩერი |
„არაფერი ისე არ სჭირდება ახალგაზრდა კაცს, როგორ ჭკვიანი ქალის კომპანია.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ადამიანების უმრავლესობას ნიჭიერება უფრო მეტი აქვს, ვიდრე ძალ-ღონე ამ ნიჭის მოვლისა.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
ქ
[რედაქტირება]„უბრალო მოკვდავი იძულებულია, ცხოვრებაში ისეთი ბლაგვი იარაღით გაიკვლიოს გზა, როგორიცაა ─ ინტელექტი.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
„ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს...“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “მონოლოგი დიალოგიდან”
„ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს...“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “მონოლოგი დიალოგიდან”
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ.“ | |
| — კოკო შანელი |
„უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება.“ | |
| — კოკო შანელი |
„აქ ბევრია ისეთი, ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]„ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„სწავლა და მეცნიერება სტუმარია, ჭკუა კი ─ მასპინძელი, და თუ თავში ადამიანს ჭკუა არა აქვს, იქ აღარც ცოდნა მოიცდისო.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: “მოსწავლე და მასწავლებელი”
ჭ
[რედაქტირება]„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად არ ჭკვიანდებიან ─ ისინი უფრო ფრთხილები ხდებიან.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის მოხმარების უნარით. რაც უფრო დაბალია ინტელექტის დონე, მით უფრო ხმამაღალია ლანძღვა და აგრესია.
„თუკი ქალი სოციალურ ქსელში არ პოსტავს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ, ეს მარტოობის კი არა, ჭკუის მანიშნებელია.“ | |
| — [[]] |