შინაარსზე გადასვლა

ხელისუფლება

ვიკიციტატიდან
  •  

„არაფერი ვნებს ხელისუფლებას ისე, როგორც ეშმაკობისა და უსამართლობის სიბრძნედ წარმოჩენა.“

  ფრენსის ბეკონი


  •  

„საუკეთესო მთავრობა გვასწავლის, როგორ ვმართოთ საკუთარი თავი.“

  გოეთე
  •  

„არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ.“

  შარლ დელ გოლი
  •  

„მმართველთა განცხადებები ხალხის სურვილების შესახებ იგივეა, რაც ყრუ-მუნჯის განაცხადი მუსიკის შესახებ.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„ყოვლისშემძლე ღმერთის გარდა სხვა ხელისუფლება არ არსებობს.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„საზღვარგარეთ ყოფნისას არასდროს ვაკრიტიკებ საკუთარ მთავრობას, მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე გვარიანად ვინაზღაურებ ამას.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„თუ შეატყობ, რომ მთავრობა მოგწონს, სასწრაფოდ მიაკითხე ფსიქიატრს!“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„როდესაც ხალხს მთავრობის ეშინია ─ ეს ტირანიაა; როდესაც მთავრობის ეშინია ხალხის ─ თავისუფლება.“

  ტომას ჯეფერსონი