შინაარსზე გადასვლა

ჯანმრთელობა

ვიკიციტატიდან
  •  

„მე გადავწყვიტე, ვიყო ბედნიერი, იმიტომ, რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.“

  ვოლტერი
  •  

„გირჩევთ, შეწყვიტოთ თქვენს დაავადებებზე საუბარი ან მათი ხსენება ─ ერთადერთი წყარო, საიდანაც ისინი იღებენ სასიცოცხლო ძალას, თქვენი მათდამი ყურადღება და შიშია.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”


  •  

„ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე ─ არაფერია.“

  სოკრატე
  •  

„ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ─ ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და მოიქცე ისე, როგორც არ გინდა.“

  მარკ ტვენი
  •  

„ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ─ ეს ისაა, ვინც სიყვარულით, გონითა და რწმენით ცხოვრობს, ვინც პატივს სცემს როგორც საკუთარ, ასევე სხვის ცხოვრებასაც.“

  ერიხ ფრომი
  •  

„დასანანია, რომ სიცოცხლის პირველ ნახევარში არ გვყოფნის ჭკუა, მეორეში კი ─ ჯანმრთელობა.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოა 5-6 სიგარა დღეში, 3-4 ჭიქა ვისკი და არავითარი ფიზკულტურა.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„ვისაც სურს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა, ჯანმრთელობა, სრულფასოვანი და ხალისიანი ცხოვრება, ყოველდღე უნდა ივარჯიშოს და იაროს.“

  ჰიპოკრატე
  •  

„სულის სიმხნევე საუკეთესო წამალია სხეულის ჯანმრთელობისთვის.“

  — [[]]