ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციტატები[რედაქტირება]

  • მოგონებები დამაბრკოლებელი ქვაა ოცნების გზაზე.


  • ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით.


  • ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან ის არის, ვინც ყველაზე ახლოა ადამიანთან.


  • სიყვარული - მოცახცახე ბედნიერებაა.


  • მოლაყბეებისაგან მე ვისწავლე დუმილი, ტირანებისაგან- შემწყნარებლობა, ბოროტთაგან- სიკეთე ; უცნაურია, რომ მე არ ვემადლიერები ამ მასწავლებლებს.


  • გიყვარს? მაშინ ნება მიეცი, წავიდეს. თუკი დაბრუნდება, ესე იგი მუდამ შენი იყო და თუ აღარასდროს დაბრუნდა უკან, ესე იგი, არც არასდროს ყოფილა შენი.


  • მიაღწევ რა იმის ბოლოს, რაც უნდა იცოდე, აღმოჩნდები იმის დასაწყისში, რასაც მხოლოდ თუ შეიგრძნობ.


  • შიშის სათავე თქვენსავე გულებში და არა მის ხელში, ვისიც გეშინიათ.


  • როცა მამაკაცის ხელი ეხება ქალის ხელს, ორივენი ეხებიან გულს მარადიულობისა.


  • ძალიან რთულია, აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი. უფრო რთულია- აიძულო დუმილი. კიდევ უფრო რთულია- აიძულო ფიქრი. მაგრამ ყველაზე რთულია, დაატანო თავს ძალა, იგრძნოს.


  • ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.


  • სატანის შიში ღმერთში დაეჭვების ერთ-ერთი გზაა.


  • ღმერთს არ სწადია თაყვანიცემოდეს სულელისაგან, სხვებს რომ ბაძავენ.


  • მოწადინება აღსრულების დასაწყისია.