შინაარსზე გადასვლა

451º ფარენჰაიტით

ვიკიციტატიდან

„451º ფარენჰაიტით“ (ინგლ. Fahrenheit 451) — ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის 1953 წელს გამოცემული დისტოპიური სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი. ნაწარმოებში აღწერილია ტოტალიტარული მომავლის საზოგადოება და განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა ცენზურა, მასობრივი კულტურის გავლენა, ინფორმაციის კონტროლი და კრიტიკული აზროვნების დაკარგვა.

ანოტაცია

[რედაქტირება]
  •  

„გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაიტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა მისთვის ყველაფერს არ შეცვლის... წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ!“

ც ი ტ ა ტ ე ბ ი

[რედაქტირება]
  •  

„ხალხი მეტწილად ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს შენი სახე და დაგანახოს შენი შთაბეჭდილებები, შენი იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი პირველი: “ცეცხლი და სალამანდრა”

  •  

„ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუჭნო, გადააგდო. მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო. ყველა ერთმანეთს ჰგავს ─ არცერთი არ გეჭიდება გულზე.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი პირველი: “ცეცხლი და სალამანდრა”

  •  

„ახლა ადამიანი ნამდვილ პიტნის კანფეტად იქცა, რომელსაც შაქრისა და სახარინის ცრემლი ჩამოსდის, თუკი ჩუმ-ჩუმად არ ცდილობს რეკლამა გაუწიოს რაიმე საქონელს, ურომლისოდაც, თითქოს, მორწმუნეს სიცოცხლე არ შეუძლია.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მეორე “ცხრილი და ქვიშა”

  •  

„თავისუფალი დრო ბევრი გვაქვს, მაგრამ განა ფიქრის დროც გვაქვს? ან საათში ასი მილის სიჩქარით მიაქროლებ მანქანას და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ რაიმეს არ დაეჯახო, ან რაიმე თამაშით ერთობი, ან ოთახში ზიხარ, რომელსაც კედლებად სატელევიზიო ეკრანი აქვს. ამ ეკრანს კი კამათს ვერ დაუწყებ.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მეორე “ცხრილი და ქვიშა”

  •  

„ხანდახან თვით ეშმაკსაც კი შეუძლია საღვთო წიგნი დაიმოწმოს.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მეორე “ცხრილი და ქვიშა”

  •  

„ეს ეპოქა უფრო აფასებს მოოქრულ სულელს, ვიდრე იდაყვებგამოგლეჯილ, წმინდან ბრძენს.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მეორე “ცხრილი და ქვიშა”

  •  

„მეხსიერება ფოტოფირს წააგავს. ჩვენ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულ იმას ვცდილობთ, რომ ამ ფირზე გადაღებული გამოსახულება არ გამოვამჟღავნოთ.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მესამე “ცეცხლის ზეიმი”

  •  

„ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად: ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი [...] ყველაფერი, რასაც შენი ხელი მიეკარება გადასაკეთებლად, შენვე დაგემსგავსება.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მესამე “ცეცხლის ზეიმი”

  •  

„არასოდეს მოითხოვო გარანტია და უშიშროება ─ ასეთი ცხოველი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ალბათ იმ ზარმაცი მაიმუნის ნათესავია, რომელიც თავდაყირა კიდია ხეზე და მთელ ცხოვრებას ძილში ატარებს.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მესამე “ცეცხლის ზეიმი”

  •  

„ყოველი თაობა იძლევა ხალხს, რომელთაც ახსოვთ ძველი შეცდომები [...] ოდესმე კი იმდენს გავიხსენებთ, რომ უზარმაზარ საფლავს ამოვთხრით და შიგ სამუდამოდ დავასამარებთ ომს.“

  ციტატის წყარო: 451º ფარენჰაიტით. ნაწილი მესამე “ცეცხლის ზეიმი”