ვოლტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: hy:Վոլտեր, simple:Voltaire
ხაზი 108: ხაზი 108:
[[hr:Voltaire]]
[[hr:Voltaire]]
[[hu:Voltaire]]
[[hu:Voltaire]]
[[hy:Վոլտեր]]
[[it:Voltaire]]
[[it:Voltaire]]
[[ja:ヴォルテール]]
[[ja:ヴォルテール]]
ხაზი 118: ხაზი 119:
[[ro:Voltaire]]
[[ro:Voltaire]]
[[ru:Вольтер]]
[[ru:Вольтер]]
[[simple:Voltaire]]
[[sk:Voltaire]]
[[sk:Voltaire]]
[[sl:Voltaire]]
[[sl:Voltaire]]

15:20, 7 აპრილი 2009-ის ვერსია

ვოლტერი
  • კალენდრის რეფორმა ფეხმძიმობის ვადას არ ამოკლებს...


  • ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით.


  • ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.


  • … თქვენს ნაწარმოებს რომ ვკითხულობ, ოთხ ფეხზე სიარული მინდება.


  • პოეზია მუსიკაა სულისა.


  • მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.


  • შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.


  • ღმერთი- ესაა კომიკოსი, რომელიც თამაშობს მაყურებლის წინაშე, რომელიც გაღიმებასაც კი ვერ ბედავს.


  • ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს.


  • უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.


  • რა დამღუპველია ვნებები!ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს,მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.


  • სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს.


  • ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.


  • სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნება იგივეა, რაც მკურნალების დიდი რიცხვი, რაც ავადმყოფობისა და უძლურობის ნიშანია.


  • ჭეშმარიტი ვაჟკაცობა უბედურების ჟამს გამოჩნდება ხოლმე.


  • საუკეთესო- კარგის მტერია.


  • უდიდესი შუღლი უფრო ნაკლებ დანაშაულს იწვევს, ვიდრე ფანატიზმი.


  • განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.


  • როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენ.


  • არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.


  • თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება,ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.


  • ცრურწმენები- ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ.


  • როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთი ღმერთის ვაღიარებთ.


  • ყოველი ადამიანი დამნაშავე იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.


  • ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას.


  • სასაცილოდ აგდება სხვისი - ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.


  • *მედიცინის მთელი ხელოვნება ისაა, გაართო პაციენტი, სანამ ბუნება თავად კურნავს დაავადებას.


  • შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ვოლტერი