დემოკრიტე: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ko:데모크리토스
ბოტის წაშლა: fr:Démocrite
ხაზი 48: ხაზი 48:
[[et:Demokritos]]
[[et:Demokritos]]
[[fi:Demokritos]]
[[fi:Demokritos]]
[[fr:Démocrite]]
[[he:דמוקריטוס]]
[[he:דמוקריטוס]]
[[hr:Demokrit]]
[[hr:Demokrit]]

17:06, 15 მარტი 2010-ის ვერსია

დემოკრიტე
დემოკრიტე
  • ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად -კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.


  • ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები,თორემ უმეცარი დარჩები.


  • აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო-მეცნიერთა და მერმისი-დიდბუნებოვან კაცთა.


  • ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი- ასული დაკარგა.


  • ნუ იქნები მეტად ტკბილი,რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე,თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.


  • ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.


  • მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია.


  • სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.


  • საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს.


  • არცერთი საგანი არ წარმოიშობა უმიზეზოდ, ყველანი ჩნდებიან რაღაცის საფუძველზე და აუცილებლობის ძალით.


  • მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჩირდება,რამდენადაც იმის რწმენა,რომ ისინი დაგვეხმარებიან.


  • პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.