ლეონარდო და ვინჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:
*ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.
*ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.



*ადამიანები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად:1) ადამიანები, რომლებიც ხედავენ. 2) ადამიანები, რომლებიც ხედავენ, როცა მათ დაანახებენ.3) ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ.





20:29, 9 აპრილი 2012-ის ვერსია

ლეონარდო, ავტოპორტრეტი

ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.

  • სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.


  • ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას.


  • ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.


  • როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!


  • ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.


  • ცხოვრება სულაც მოგეჩვენება მოკლე,თუკი მას საინტერესოდ გაატარებ.
ვიცი რომ ბევრი ამას დაარქმევს გამოუსადეგარ მუშაობას


  • ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს.


  • ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.


  • დიდება შრომის ხელშია.


  • სიბრძნე - გამოცდილების ასულია.


  • მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.


  • თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი.


  • ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ ერთმანეთს შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.


  • ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.


  • მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩითი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.


  • მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან.


  • ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.


  • თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.


  • დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში.


ლიტერატურა

გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989.