უილიამ შექსპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 334: ხაზი 334:
{{Q
{{Q
| ციტატა = როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.
| ციტატა = როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}

{{Q
| ციტატა = როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.
| ავტორი =
| ავტორი =
| კომენტარი =
| კომენტარი =

14:53, 28 დეკემბერი 2012-ის ვერსია

უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616) — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

ციტატები

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  •  

თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას.

  ციტატის წყარო: „ჰამლეტი“ I ტომი გამომცემლობა - „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1980 წ.


  •  

სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.


  •  

უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.


  •  

ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.


  •  

კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.


  •  

არა - სულელი ის არის, ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.


  •  

გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.


  •  

ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.


  •  

ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.


  •  

სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.


  •  

თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც.


  •  

ყველა გიჟს თავისი ლოგიკა აქვს.


  •  

რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.


  •  

სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.


  •  

უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი.


  •  

ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.


  •  

ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.


  •  

სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.


  •  

გამბედაოდა ჩემი მეგობარია.


  •  

დაბადება მოტაცებას გავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.


  •  

სიკვდილი – ეს საშინელებაა.


  •  

მიეცი შენი ფიქრები ენას.


  •  

ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ კი უნდა ეცადო, რომ მეორე შექმნა.


  •  

მე ერთ დროს გაღმერთებულიც კი ვიყავი.


  •  

მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.


  •  

ბევრი ისმინე, მაგრამ ცოტა ილაპარაკე. ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაფარე.


  •  

არაფერს ელოდე არაფრისგან.


  •  

ნელა თქვი, თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა სიყვარულს ამბობ.


  •  

ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.


  •  

არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.


  •  

აქ ბევრია ისეთი, ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.


  •  

გაკეთდა – ესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა.


  •  

წარსული – ეს პროლოგია.


  •  

კარგით, თუ ფორტუნა იქნებოდა ქალი, მაშინ იგი საკმაოდ ახალგაზრდაც იქნებოდა ამ მექანიზმისთვის.


  •  

ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით.


  •  

ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის.


  •  

რომ გააკეთო რაიმე დიდი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც.


  •  

სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.


  •  

დაუფიქრებელ სიტყვებს სამოთხისკენ გზა მოჭრილი აქვთ.


  •  

ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.


  •  

როდესაც მამა ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის.


  •  

როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.


  •  

როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.