ზიგმუნდ ფროიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 216: ხაზი 216:
[[th:ซิกมุนด์ ฟรอยด์]]
[[th:ซิกมุนด์ ฟรอยด์]]
[[tr:Sigmund Freud]]
[[tr:Sigmund Freud]]
[[uk:Зиґмунд Фрейд]]
[[uk:Зигмунд Фрейд]]
[[zh:西格蒙德·弗洛伊德]]
[[zh:西格蒙德·弗洛伊德]]

09:57, 2 იანვარი 2013-ის ვერსია

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი (დ. 6 მაისი, 1856 ფრაიბერგი - გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი), ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

  •  

როდესაც დედის უდავოდ გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ დამპყრობლის გრძნობას, წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლად მოაქვს წარმატება.

  ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“

  •  

გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს.

  ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“

  •  

ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია.

  ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“

  •  

მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ.

  ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“

  •  

ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯიხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ.

  ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“


  •  

ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.


  •  

ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.


  •  

ანატომია ბედია.


  •  

ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.


  •  

ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.


  •  

სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.


  •  

აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.


  •  

რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.


  •  

სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.


  •  

ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.


  •  

პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.


  •  

ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.


  •  

ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.


  •  

არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.


  •  

სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.


  •  

შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.



ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.
ახალი დაწყებითი ლექციები ფსიქოანალიზში (1932). ცხოვრების ფილოსოფია (ლექცია 35).

რესურსები ინტერნეტში