შარლ მორის დე ტალეირანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
.
r2.7.3) (ბოტის დამატება: sv:Charles Maurice de Talleyrand
ხაზი 61: ხაზი 61:
[[sk:Charles Maurice de Talleyrand-Périgord]]
[[sk:Charles Maurice de Talleyrand-Périgord]]
[[sl:Charles Maurice de Talleyrand]]
[[sl:Charles Maurice de Talleyrand]]
[[sv:Charles Maurice de Talleyrand]]

13:26, 2 იანვარი 2013-ის ვერსია

შარლ მორის დე ტალეირანი

შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (1754 - 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი–ფილიპეს მთავრობით.

  • თუ ახალი რელიგიის შექმნა გსურთ, მაშინ მიეცით ნება ჯვარს გაცვან და აღსდექით მესამე დღეს.


  • ვინც ფლობს ინფორმაციას – ის ფლობს მსოფლიოს.


  • ერთადერთი სწორი პრინციპია,- არ გქონდეს არავითარი პრინციპი.


  • სიტყვები – ეს ხმლებია.


  • ქორწინება ისეთი მშვენიერი რამაა, რომ მასზე მთელი ცხოვრება უნდა იფიქრო.


  • პოლიტიკაში ის, რაც ხალხს სჯერა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილე.


  • ფინანსისტები თავის საქმეებში წარმატებას მაშინ აღწევენ, როცა სახელმწიფო საკუთარს ვერ ერევა.


  • არსებობს ცილისწამებაზე უფრო საშინელი იარაღი; ეს არის ჭეშმარიტება.


  • ნუ ენდობით გულის პირველ წადილს- იგი, როგორც წესი, კეთილშობილია.


  • დიპლომატის საუკეთესო თანაშემწე მისი მზარეულია.


  • ინგლისში არის სულ 2 სოუსი და 300 კონფესია. საფრანგეთში კი, პირიქით, – სულ 2 კონფესიაა და 300 სოუსი.


  • ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგრამ მათსავე ინტერესებშია, რომ ეს უფლებები ვერ გამოიყენონ .


  • გრძელი სიტყვა ისევე ვერ წასწევს წინ საქმეს, როგორც გრძელი სამოსელი ვერ წაგვადგება სიარულში.