ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: hr:Zvjezdani ratovi IV: Nova nada
r2.7.3) (ბოტის დამატება: uk:Зоряні війни. Епізод IV. Нова надія
ხაზი 33: ხაზი 33:
[[it:Guerre stellari (film 1977)]]
[[it:Guerre stellari (film 1977)]]
[[ru:Звёздные войны. Эпизод IV. Новая надежда]]
[[ru:Звёздные войны. Эпизод IV. Новая надежда]]
[[uk:Зоряні війни. Епізод IV. Нова надія]]

16:57, 4 იანვარი 2013-ის ვერსია

ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი (Star Wars Episode IV: A New Hope), რომელიც თავდაპირველად გამოვიდა სათაურით ვარსკვლავური ომები, — 1977 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი სერიიდან ვარსკვლავური ომები. რეჟისორ ჯორჯ ლუკასის მიერ გადაღებული ეს ფილმი იქცა მსგავსი ჟანრის ფილმებს შორის ნამდვილ რევოლუციად, რომელიც გავლენა იქონია ზოგადად ამ კინოჟანრის განვითარებასა და პოპ-კულტურაზე.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს შორეულ გალაქტიკაში, უცნობ დროს. აჯანყებულების გუნდი ებრძვის ბოროტ იმპერიას, რომელსაც დართ ვეიდერი მართავს. ამბავი ვითარდება მოხალისის, ლუკ სკაიუოკერის ისტორიის ირგვლივ. მას წვრთნის ჯედაების ოსტატი ობი-ვან კენობი, რომელიც მასში აღვიძებს ინტერესს თავისი რეალური წარსულისა და მომავლისადმი.

დიალოგები

[პრინცესა ლეია დაპატიმრებულია და მიყვანილია დართ ვეიდერთან]
პრინცესა ლეია ორგანა: დართ ვეიდერ. მხოლოდ თქვენ თუ გაბედავდით ამას. იმპერიული სენატი ამას არ მოითმენს. როდესაც შეიტყობენ, რომ თავს დაესხით დიპლომატიურ...
’‘‘დართ ვეიდერი’’’: ნუ გიკვირთ, თქვენ უდიდებულესობავ. ამჯერად მშვიდობიანი მისიით არ მიემართებოდით. აჯანყებულთა ჯაშუშების მიერ ამ ხომალდს რამდენიმე სიგნალი გადაეცა. მაინტერესებს, სად არის გეგმები, რომლებიც თქვენ გამოგიგზავნეს.
’‘‘ლეია’’’: არ ვიცი, რაზე საუბრობთ. მე იმპერიული სენატის წევრი ვარ და ალდერაანზე დიპლომატიური მისიით...
’‘‘დართ ვეიდერი’’’: თქვენ ხართ აჯანყებულთა ალიანსის წევრი და მოღალატე! წაიყვანეთ!
დეინ ჯირი: [ვეიდერს] მისი აქ დაკავება საშიშია. თუკი ამაზე შეიტყობენ, ეს სენატში აჯანყებულებისადმი მხარდაჭერას გამოიწვევს.
’‘‘დართ ვეიდერი’’’: აჯანყებულთა ჯაშუშებმა აქამდე მომიყვანეს. ახლა ის ერთადერთი საშუალებაა, რათა აღმოვაჩინო მათი ფარული ბაზა.
ჯირი: უფრო მოკვდება, ვიდრე რამეს გეტყვით.
’‘‘დართ ვეიდერი’’’: ეგ მე მომანდეთ. აცნობეთ სენატს სამწუხარო ამბავი, რომ ხომალდზე ყველა მოკლული იქნა.
ნადონის პრაჯი: საბრძოლო სადგურის გეგმები ამ ხომალდზე არ იქნა აღმოჩენილი, არც რამე გადაცემულა. ბრძოლის დროს გემიდან დაეშვა კაპსულა, რომელშიც სიცოცხლის ნიშნები არ შეიმჩნეოდა.
’‘‘დართ ვეიდერი’’’: ალბათ ამ კაპსულაში გეგმები დამალა. გააგზავნეთ კაპსულა, რათა მოძებნონ, პირადად მიხედეთ, სარდალო. ამჯერად არავინ შეგვაჩერებს.

რესურსები ინტერნეტში