მიგელ დე უნამუნო: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
{{Q
{{Q
| ციტატა = როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.
| ციტატა = როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ჩემი რელიგია“
}}
{{Q
| ციტატა = ვინც იმ აზრზე დგას, ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის შიში რომ არა, ადამიანები უფრო უკეთურები იქნებოდნენო, მათ გასაგონად ვიტყოდი, ცდებიან-მეთქი; კიდეც რომ აიღონ ხელი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენაზე, იმის გამო კი არ გახდებიან უარესები, არა, პირიქით, უმალ სხვა გზებს დაუწყებენ ძებნას თავის გასამართლებლად; ხოლო ვინც უზაკველია, ის ისედაც უზაკველია და არა ამ მოარული რწმენის შიშით. ამდაგვარი სჯა-ბაასი იმათთვისაა ძნელიც და ბნელიც, ვისაც ეს კითხვები მოსდის თავში და ეჭვიც არ მეპარება, ის სულის სიზანტითაც იქნება შეპყრობილი.
| ავტორი =
| ავტორი =
| კომენტარი =
| კომენტარი =

10:35, 8 იანვარი 2013-ის ვერსია

  •  

წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ვინც იმ აზრზე დგას, ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის შიში რომ არა, ადამიანები უფრო უკეთურები იქნებოდნენო, მათ გასაგონად ვიტყოდი, ცდებიან-მეთქი; კიდეც რომ აიღონ ხელი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენაზე, იმის გამო კი არ გახდებიან უარესები, არა, პირიქით, უმალ სხვა გზებს დაუწყებენ ძებნას თავის გასამართლებლად; ხოლო ვინც უზაკველია, ის ისედაც უზაკველია და არა ამ მოარული რწმენის შიშით. ამდაგვარი სჯა-ბაასი იმათთვისაა ძნელიც და ბნელიც, ვისაც ეს კითხვები მოსდის თავში და ეჭვიც არ მეპარება, ის სულის სიზანტითაც იქნება შეპყრობილი.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.

  ციტატის წყარო: „აბელ სანჩესი“


  •  

ნუ შეაფასებთ ადამიანებს მხოლოდ მეგობრების მიხედვით- არ დაგავიწყდეთ, რომ იუდა ისკარიოტელს ყველა მეგობარი უნაკლო ჰყავდა.


  •  

თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი, ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე.


  •  

არსებობენ „თანამშრომელი“ ადამიანები, ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან, ამას მეც ხომ ვფიქრობდი, რომ დამეწერაო...
ისინი განსხვავდებიან იმ უბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრევენ ე.წ. სიმართლეს მიმსგავსებულ ამბების ძებნით, ანდა იმათგან, რომლებთაც ჰგონიათ, ცხადად ვცხოვრობო, და არ იცის, რომ ცხადად ის ცხოვრობს, ვინც გააცნობიერებს ვოცნებობო, ჭკუათმყოფელიც ის არის, ვინც საბოლოოდ შეიგნებს თავის სიგიჟეს!


  •  

უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო.


  •  

ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ - ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!


  •  

ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.


  •  

ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! - ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება.


  •  

არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.


  •  

ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.