პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:




* მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)
* მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?! (ვარიაციები დეკარტზე)




ხაზი 56: ხაზი 56:


* თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.
* თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.

==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons|Paul Valéry}}
* [http://www.paulvalery.org/ Centre for Valéry Studies at Newcastle University]
* [http://unix.cc.wmich.edu/~cooneys/poems/fr/valery.daylewis.html "The Graveyard By The Sea"]
* [http://www.thedrunkenboat.com/valery.html "The Footsteps"]
* [http://www.paulvalery.fr/paul-valery-1.php ''Les Harpes Secretes'']
* [http://www.historyguide.org/europe/valery.html "Crisis of the Mind"]
* [[wikilivres:Paul Valéry|Works by Paul Valéry]]
* [http://valery.fabula.org/ Ressources sur Paul Valéry (ფრანგულად)]


{{ვიკიპედია}}
{{ვიკიპედია}}

08:32, 7 თებერვალი 2013-ის ვერსია

პოლ ვალერი

პოლ ვალერი, (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.


  • მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?! (ვარიაციები დეკარტზე)


  • რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.


  • აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.


  • ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.


  • ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.


  • სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.


  • დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.


  • ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.


  • ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.


  • ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.


  • ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.


  • გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.


  • წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.


  • სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.


  • ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.


  • სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.


  • თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.

რესურსები ინტერნეტში

Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Paul Valéry
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პოლ ვალერი