პითაგორა: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Kapitolinischer_Pythagoras_adjusted.jpg| |
[[ფაილი:Kapitolinischer_Pythagoras_adjusted.jpg|მინი|250px|პითაგორა]] |
||
'''[[:w:პითაგორა|პითაგორა]]''' (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს. |
|||
* ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი. |
* ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი. |
11:56, 18 თებერვალი 2013-ის ვერსია
პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.
- ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.
- ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება.
- ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
- მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს.
- ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას .
- ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს.
- ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა.
- ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
- ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება.
- ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
- ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე.
- აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.
- იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.
- კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.
- დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.
- სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია.
- ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა.
- განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს.
- ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.
- რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.
- პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
- დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს.
- დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს.
- ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა.
- ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები.
- ჟურ. თბილისელები; 9-15 აგვისტო, 2010; N32 (502) – გვ. 104.
გამოყენებული ლიტერატურა
- აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“, 1989, თბილისი, გვ.45-47;