პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: ca:Paul Valéry |
||
ხაზი 74: | ხაზი 74: | ||
[[bg:Пол Валери]] |
[[bg:Пол Валери]] |
||
[[bs:Paul Valéry]] |
[[bs:Paul Valéry]] |
||
[[ca:Paul Valéry]] |
|||
[[cs:Paul Valéry]] |
[[cs:Paul Valéry]] |
||
[[de:Paul Valéry]] |
[[de:Paul Valéry]] |
18:25, 26 აგვისტო 2013-ის ვერსია
პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
ციტატები
- მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?! (ვარიაციები დეკარტზე)
- რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.
- აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
- ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
- რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.
- ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.
- სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.
- დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.
- ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.
- ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
- ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.
- ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.
- გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.
- წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.
- სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.
- ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.
- სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.
- თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.